როცა სახელმწიფოს აშენებ, ნამდვილად მისასალმებელი პირობაა, რომ შენი ქვეყანა დაცული იყოს, ამ მხრივ მის უსაფრთხოებაზე, თავდაცვისუნარიანობაზე, ეკონომიკურ მდგრადობაზე თუ ენერგოდამოუკიდებლობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ სახელმწიფოში ჯანსაღი თაობა იზრდებოდეს, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაანონსებულ ანტინარკოტიკულ რეფორმას.
ნიკოლეიშვილის თქმით, ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და ნარკოტიკების გამსაღებელთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნამდვილად მამულიშვილური საქმეა.
“როცა სახელმწიფოს აშენებ, ნამდვილად მისასალმებელი პირობაა, რომ შენი ქვეყანა დაცული იყოს, ამ მხრივ მის უსაფრთხოებაზე, თავდაცვისუნარიანობაზე, ეკონომიკურ მდგრადობაზე თუ ენერგოდამოუკიდებლობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ სახელმწიფოში ჯანსაღი თაობა იზრდებოდეს. შესაბამისად ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და ნარკოტიკების გამსაღებელთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნამდვილად საშური და მამულიშვილური საქმეა. ჩვენ პატარა ქვეყნის მცირერიცხოვანი ერი განათლებაზე, ტექნოლოგიების განვითარებაზე და სპორტულ მიღწევებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რისი დიდი ნიჭიც და პოტენციალიც გაგვაჩნია, ეს ყველაფერი კი საქართველოს კეთილგონივრული განვითარების წინაპირობაა.” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.