ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები და რა თქმა უნდა ერიდებიან იმას, რომ მათი რეიტინგი გამოჩნდეს არჩევნებში

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები და რა თქმა უნდა ერიდებიან იმას, რომ მათი რეიტინგი გამოჩნდეს არჩევნებში

არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები და რა თქმა უნდა ერიდებიან იმას, რომ მათი რეიტინგი გამოჩნდეს არჩევნებში, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მისი თქმით, ოპოზიციის რეიტინგი განულებულია და ეს მათ კარგად იციან.

„რადიკალური ოპოზიციის გადასაწყვეტი ეს არ იქნება. როგორ დავალებასაც მისცემენ უცხოეთიდან იმის მიხედვით იმოქმედებენ. თუმცა რა თქმა უნდა მათ თავიანთი გადმოსახედიდან არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება თუ რა რეიტინგი აქვთ მათ. ეს რეიტინგი არის კიდევ უფრო მკვეთრად შემცირებული, ვიდრე ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნების დრო იქიდან გამომდინარე, რომ თავიანთ ამომრჩეველსაც გაუწბილეს იმედები. მთლიანად ემსახურებიან, როგორც ეს მანამდე იყო მაგრამ გაორმაგებული ძალებით ქვეყანაში ქაოსის დათესვას. არიან განულებულები და მანდედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ერიდებიან იმას, რომ ეს ყველაფერი გამოჩნდეს უკვე არჩევნებში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.