ლევან მახაშვილი: ოპოზიციას არ აქვს იმედი, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე სერიოზულ შედეგს აიღებს და შეძლებს „ქართულ ოცნებასთან“ კონკურენციაში შესვლას, ამიტომ აცხადებენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას

მათ არ აქვთ რაიმე მოლოდინი, ან იმედი, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე სერიოზულ შედეგს აიღებენ და რეალურად შეძლებენ „ქართულ ოცნებასთან“ კონკურენციაში შესვლას, შესაბამისად, ამ ეტაპზე აცხადებენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას, - ასე შეაფასა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა 4 ბარიერგადალახული პარტიის გადაწყვეტილება - მონაწილეობა არ მიიღონ ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში.

„ამ ტიპის განცხადებებით და დემარშებით გამოსვლა არის მცდელობა, რომ მძევლად აიყვანონ საქართველოს არჩევნები და საქართველოს მომავალი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ თამაშში შევყვეთ ოპოზიციას. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა მახაშვილმა.