საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა. საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა განაცხადა, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა, შესაძლოა საქართველოში ახალი არჩევნები იყოს.
ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მაშინ დროა უცხო ქვეყნის ჩარევებს შეეგუოს და დასავლეთიდან წამოსული მითითებები შეასრულოს.
„კრიზისიდან გამოსავალი არჩევნებია, ეს ჩარევაა? თუ ჩარევა არ გინდა, მაშინ ესე იგი ევროკავშირში არ გინდა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ.
„მეგობარი რომ მიგითითებს, რომ თუ გინდა ჩვენი ნაწილი გახდე დემოკრატიის სტანდარტით არჩევნები ჩაატარეო, თურმე ეს ყოფილა შიდა საქმეებში ჩარევა“, - აღნიშნა კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ.
საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება მმართველ გუნდში ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მორიგ მცდელობად შეფასდა.