მარკო რუბიო: აშშ სირიის რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, მათ შორის ქრისტიანების, დრუზების, ალავიტების და ქურთების გვერდით დგას

მარკო რუბიო: აშშ სირიის რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, მათ შორის ქრისტიანების, დრუზების, ალავიტების და ქურთების გვერდით დგას

ამერიკის შეერთებული შტატები სირიის რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, მათ შორის ქრისტიანების, დრუზების, ალავიტების და ქურთების გვერდით დგას. განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გააკეთა.

ამერიკის პირველმა დიპლომატმა სირიაში მიმდინარე მოვლენები მკაცრად დაგმო და განაცხადა, რომ სირიის დროებითმა მთავრობამ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ სისასტიკეზე პასუხი უნდა აგოს.

ბოლო რამდენიმე დღეა სირიის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც ასადის მხარდამჭერი ალავიტებიც ცხოვრობენ, სირიის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ასობით ადამიანი მოკლეს.

სოციალურ ქსელებში კი ასადის მხარდამჭერი რადიკალების მხრიდან ქრისტიანების მასობრივი მკვლელობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაც ვრცელდება. ისინი ინტერნეტის საშუალებით რეგიონში მცხოვრებ ქრისტიანებს გენოციდით ემუქრებიან. სხვადასხვა მონაცემებით დაღუპულთა საერთო რაოდენობა საშუალოდ 1 300 აღემატება.