ლევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი

ლევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი

"გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიის პროექტის თემასთან დაკავშირებით პარიზის საარბიტრაჟოს სასამართლოს დაკისრებული ჯარიმის გადახდას.

მისი თქმით, „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ზახარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს სურდათ დაეზარალებინათ საქართველო თუმცა არბიტრაჟის გადაწყვეტილებით თავად მოუწიათ 650 ათასი დოლარის გადახდა საქართველოს ბიუჯეტისთვის.

„შეგახსენებთ, რომ როდესაც საქართველოში წააგო სასამართლო პროცესები, მან უჩივლა საქართველოს პარიზის საარბიტრაჟოში და როდესაც არ დაუკმაყოფილა პარიზის საარბიტრაჟომ მას სარჩელი, იქ გამოიკვეთა შემდეგი რაღაცა, რომ მას რომ მოეგო საქართველოს წინააღმდეგ დავა, მას თავის ჯიბეში ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან მიჰქონდა მილიარდ ნახევარი დოლარი და ამის სანაცვლოდ პარიზის საარბიტრაჟო მას დააკისრა 650 ათასი დოლარის გადახდა ჩვენი ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად ამით ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.