საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მამუკა ხაზარაძემ სახელმწიფოს 650 000 დოლარი გადაუხადა. საუბარია ანაკლიის პორტის საქმეზე დაწესებულ ჯარიმაზე.
„ლელოს“ ლიდერები კომენტარს არ აკეთებენ, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ თანხის გადახდით ხაზარაძემ მარცხი ოფიციალურად დაადასტურა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.