სოზარ სუბარი: ბალტიისპირეთის საბჭოთა კავშირის ყოფილი სამი რესპუბლიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები გადავიდეს სხვა მხარეს, თვითონ იყვნენ მშვიდად და გააგრძელონ ვაჭრობა რუსეთთან

სოზარ სუბარი: ბალტიისპირეთის საბჭოთა კავშირის ყოფილი სამი რესპუბლიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები გადავიდეს სხვა მხარეს, თვითონ იყვნენ მშვიდად და გააგრძელონ ვაჭრობა რუსეთთან


სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

ფოტო: IMEDI/კადრი

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი „ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა.

„დღეს როდესაც ტრამპმა დაიწყო „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლა, ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად უნდა, ეს გავლენები შეამციროს. რამდენად შეძლებს და ამაზე ბოლომდეა მონდომებული, ძნელია საუბარი. ფაქტი ერთია, თვითონ იმ პოლიტიკამ, რაც ამ წლების განმავლობაში აშშ-ში ხორციელდებოდა, შტატებსაც შეუქმნა პრობლემები. ბალტიისპირეთის საბჭოთა კავშირის ყოფილი სამი რესპუბლიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები გადავიდეს სხვა მხარეს, თვითონ იყვნენ მშვიდად და გააგრძელონ ვაჭრობა რუსეთთან. პატარა კაცების სინდრომიც იჩენს თავს, რადგან ბალტიისპირელებს ევროკავშირში სერიოზულად არავინ იღებს“, - აღნიშნა სუბარმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ „დიფ სთეითზე“ საუბრის დროს თქვა, რომ უნდა ამოიძირკვოს სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციის ქსელები და არ მოხდეს მათი რებრენდინგი. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დადასტურდა ის ყველაფერი რასაც მმართველი გუნდი წლებია ამბობს, მათ შორის საქართველოს ომში ჩართვაზე.