მას შემდეგ, რაც ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ბრძოლა გამოუცხადა ე.წ. დიფ სთეითს, ამ არაფორმალურ გავლენებს, ჩვენ რასაც ვაკვირდებით, არის ის, რომ ეს ძალები ცდილობენ გადაჯგუფებას და არსებული რესურსებით ახალი იერიშზე გადასვლას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
მახაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ დონალდ ტრამპი შეძლებს ე.წ. დიფ სთეითის სამარცხებას, რაც დადებითად აისახება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე.
„ამ გადალაგებას ბევრი ხედავს მათ შორის ევროპის კონტინენტზე. ამიტომ ჩვენთვის, როგორც საქართველოსთვის, რა თქმა უნდა მთავარი საზომი იქნება ის, რამდენად შეძლებს ტრამპი ამ ე.წ. დიფ სთეითის დამარცხებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იგი შეძლებს დამარცხებას, რადგან ამას ექნება ცალსახად დადებითი გავლენა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე. დღეს უკრაინაში ომი შეიძლება დასრულდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცებს უნდათ ახალი უკრაინები სხვაგან, სხვა კონტექსტში, სხვა გეოპოლიტიკურ არეალში, სადაც რუსეთი შეძლებს თავის ყურადღების გადატანას და როგორც ეს ქვეყნები ფიქრობენ, ამით გადაირჩენენ საკუთარ თავს“, - განაცხადა მახაშვილმა.