პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ჯერ ვერ საუბრობენ, რას აპირებენ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან თავიანთი პატრონებისგან მესიჯი არ მიუღიათ.
„რადიკალების პრინციპულობა არ გაიშვა, უთავმოყვარეოები და უპრინციპოები არიან. ოპოზიციის ნაწილს აქვს შიში, რადგან როცა იცი, რომ საკუთარ ქვეყანას მტრობ, ამ შემთხვევაში საზოგადოებაში დასაყრდენი არ გაქვს. ვინ უნდა მისცეს ხმა „ნაცმოძრაობას“? უკვე საკუთარი ბელადის რცხვენიათ, მზეთუნახავის. გვარამიას და უთავმოყვარეო პუფს, მელიას? იგივე „ნაცმოძრაობა“ არ არის? ვის ატყუებენ? თაღლითები ხაზარაძეები? სხვათა შორის, ხაზარაძეს ანაკლიის თემაზე გადაუხდია, რომელსაც საერთაშორისო სასამართლომ მიუსაჯა და უთხრა, რომ დამნაშავეა. ეს აღიარებაა, რასაც ჩვენ ვამბობდით. არჩევნებში მონაწილეობა ვინ და რა მოტივაციით უნდა მიიღოს? ესენი არიან უპრინციპოები. როგორც კი, მათი პატრონებისგან ახალი მესიჯი ჩამოვა, მიიღებენ. ამიტომ ჯერ ვერ ამბობენ, რას აპირებენ. როგორც დაუკვეთავენ, ისე შეასრულებენ“, – განუცხადა ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს.