შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია არის უბედური ხალხის ერთობა. როდესაც ადამიანი ხარ უცხო პოლიტიკური ჯგუფების მონა და მარიონეტი, რა თქმა უნდა მონური ცხოვრება რთულია

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია არის უბედური ხალხის ერთობა. როდესაც ადამიანი ხარ უცხო პოლიტიკური ჯგუფების მონა და მარიონეტი, რა თქმა უნდა მონური ცხოვრება რთულია

ოპოზიცია არის უბედური ხალხის ერთობა. უბედური იმიტომ, რომ ბევრი აცნობიერებს უკვე, რომ მარიონეტული ცხოვრება ადამიანს უბედურს ქმნის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ადამიანი ხარ უცხო პოლიტიკური ჯგუფების მონა და მარიონეტი, რა თქმა უნდა მონური ცხოვრება რთულია.

„შიდა გადაწყობები არის ნაწილი ამ მარიონეტების თეატრისა, რომელიც ჩვენ ოპოზიციის ფლანგზე გვაქვს. უნდა დავაკვირდეთ როგორც მარიონეტების თეატრს, სადაც თოჯინები აქეთ იქით მოძრაობენ. მთავარი ერთი რამ არის, რასაც ჩვენ ვამბობდით, თუ ვინ არის ამ თოჯინების მმართველი, რა ხელი მართავს, დადასტურდა ყველაფერი. ჩვენ რასაც ვამბობდით, ხომ ყველაფერი დადასტურდა.

ის, რასაც ჩვენ დავარქვით „გლობალური ომის პარტია“, ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ ერთი ერთში ეს არის ის ქსელი, რომელსაც ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატები ხელისუფლება უწოდებს „დიფ სთეითს“. რასაც ჩვენ ვამბობდით, ვინ იყო ამისი მონაწილე, რასაც ჩვენ ვამბობდით USAID-ზე, NED-ზე, სხვა აქტორებზე, უცხოეთიდან დაფინანსებული მედიის როლზე ამ ყველაფერში, ეს ყველაფერი ხომ დადასტურდა. ხომ დადასტურდა, რომ ეს არის მარიონეტების თეატრი. დადასტურდა, რომ იმართება ერთი ხელით და სწორედ ამას ვსაუბრობთ ჩვენ, რომ ეს ყველანაირად უკვე გამოაშკარავებულია. ერთადერთი რისკი, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ და ნიშნებს ვხედავთ, რაც მთავარია, რომ ხდება რებრენდინგი, ფორმების შეცვლა, არხების შეცვლა, მარჯვენა ხელის ჩანაცვლება მარცხენა ხელით, თუმცა ეს ისევ იმავე ქსელის ხელია, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომელიც იგივე თოჯინებს ამოძრავებს საქართველოში. ამიტომაც ვამბობთ, რომ საქართველო არის ტესტი „დიფ სთეითის“ წარმატებით დამარცხების“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.