შალვა პაპუაშვილი: საჯაროდ კელი დეგნანს არასდროს უთქვამს, რომ სინამდვილეში ითხოვდა სანქციებს. დახურულ კარს მიღმა ზუსტად ამას აკეთებენ და ცოტა მეტსაც, ნელ-ნელა ამ ყველაფერზე გვექნება საუბარი

შალვა პაპუაშვილი: საჯაროდ კელი დეგნანს არასდროს უთქვამს, რომ სინამდვილეში ითხოვდა სანქციებს. დახურულ კარს მიღმა ზუსტად ამას აკეთებენ და ცოტა მეტსაც, ნელ-ნელა ამ ყველაფერზე გვექნება საუბარი

საჯაროდ მას [კელი დეგნანს] არასდროს უთქვამს, რომ სინამდვილეში ითხოვდა სანქციებს. დახურულ კარს მიღმა ზუსტად ამას აკეთებენ და ცოტა მეტსაც, ნელ-ნელა ამ ყველაფერზე გვექნება საუბარი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ის, რაც ხდებოდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, მგონი ყველასთვის ნათელია - როგორ მოხდა ამ ურთიერთობების დაზიანება, რა იყო ამის წინაპირობები. წინაპირობა იყო მარტივი. ერთ ცუდ დღეს, მაშინ როდესაც დაიწყო ომი უკრაინაში, აღმოჩნდა, რომ თურმე რასაც მანამდე მოგვიწოდებდნენ, რომ არ წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, გვქონოდა სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ გადაიფიქრა და მოგვიწოდა ესკალაციისკენ. მოვყევი კიდეც ერთი ისტორია, რომელიც შეეხება ყოფილ ელჩს, რომელიც ამ შენობაში [პარლამენტში], ჩემს ოთახში ესკალაციისკენ გვიბიძგებდა რუსეთისკენ იმით, რომ სანქციების დაწესებას ითხოვდა.

საჯაროდ მას [კელი დეგნანს] არასდროს უთქვამს, რომ სინამდვილეში ითხოვდა სანქციებს. დახურულ კარს მიღმა ზუსტად ამას აკეთებენ და ცოტა მეტსაც, ნელ-ნელა ამ ყველაფერზე გვექნება საუბარი. სანქციების მიღმა კიდევ რა მოთხოვნები იყო, ნაწილზე ითქვა, თუმცა სხვა ნაწილებიც არის, რომელიც ასეთ საუბრებში პირდაპირ იყო წაქეზება ესკალაციისკენ და შესაბამისად, ომისკენ. ის, რომ თავი არ დავუხარეთ და მარიონეტის როლი არ შევასრულეთ, „პროქსი ომში“ არ ჩავერთეთ, ამის გამო გაფუჭდა ურთიერთობები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.