„მეგობარი აქტი“ კი არა, ამ აქტს უნდა ერქვას „უმადური აქტი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელსაც აშშ-ს კონგრესი განიხილავს.
მისი თქმით, ქართველი ხალხი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აშშ-ს გვერდში ედგა მაშინ, როდესაც ბალტიის ქვეყნები „იმალებოდნენ საკუთარ ქვეყნებში“, ამიტომ შალვა პაპუაშვილის თქმით იმ შინაარსის დოკუმენტის მიღება, რომელსაც „მეგობარი აქტის“ შეიცავს, ქართველი ხალხის მიმართ უმადურობის გამოხატულებაა.
„ქართველი ხალხი, საქართველო და საქართველო მოქმედი ხელისუფლება გვერდში დაუდგა ამერიკელ ხალხს მაშინ, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნების უმეტესობა ან დაიმალა საკუთარ ქვეყნებში, ავღანეთის მისიას ვგულისხმობ ან ჩავიდა ავღანეთში და დაიმალა შტაბებში. ასე, რომ მაშინ დავუდექით ჩვენ გვერდზე [აშშ-ს], ვიყავით ჩვენი კონტინგენტით ყველა ქვეყანას შორის, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის ვიყავით მეოთხე ამერიკის, გერმანიის და იტალიის შემდეგ რაოდენობით. მაშინ როდესაც ბოლო პერიოდში ძალიან მამაცები და გულადები, რომ გამოდგნენ ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებები, რომ იქაჩებიან ომისკენ საომარი, სადაც იყო 40 კაცით იყვნენ წარმოდგენილი ავღანეთში.
ამიტომ, როცა ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ არის ინიციირებული პროექტი, რომლის მიზანიც არის ქართველი ხალხის დაზიანება, რა თქმა უნდა ეს სხვა არაფერია თუ არა უმადურება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.