"ჩვენ ისევ ის უზნეო ძალა გვახვევია და სასტიკად გვებრძვის- თუ არ დავსაჯეთ, სამარცხვინო ერის სახელს ვერ მოვიშორებთ"

თავი მოგაბეზრეთ გაუთავებელი ეპისტოლებით, მაგრამ რა ვქნა, მიყვარს ჩემი მახინჯი ნაბაკევი, ჩემი წინაპრების მიწა-წყალი! მაშ ასე: 

"ადამიანების ზნეობას არაფერი იცავს - მხოლოდ სინდისის სიფრიფანა აბკი აქვს შემოხვეული. ჩვენმა უკვე ისტორიის სამარცხვინო ფურცლებში ჩაწერილმა კრიმინალურმა ჯგუფმა სწორედ რომ ამ აბკის განადგურება სცადა და საკმაოდ წარმატებით. და, აი, შედეგიც: უფსკრულისკენ მივექანებით. ნაცისტებმაგერმანიაში იგივე ხერხს მიმართეს და ნახეთ რა დაემართა ჩვენზე განათლებულ ერს. მაგრამ დაღუპვის პირას მდგომმა, საკუთარი ბორტებით შეძრწუნებულმა გერმანელმა, დიდი სულიერი წამებით, საჯარო მონანიებით განწმენდას ეცადა! ვიღაც არაკაცებს, მოურჩენელი სენი რომ შეყარა ქვეყანას, არა მარტო ზნეობრივი, არამეტ სასტიკი განაჩენი გამოუტანა, ხოლო პოლიტიკას კი სამუდამოდ მოაშორა . სნეულმა ერმა უკვდავების წყაროზე კი არ გაგზავნა ვინმე მურმანი! არაფერს უშველიდა! 

მწარე სიმართლის აღიარება - სამარცხვინო წარსულის დაგმობა, უკეთური ძალის საკუთარი ერის ნაწილად აღიარება - ამას ყველა ვერ მოახერხებს! მწარე ჭერმარიტების მალამოთი უმკურნალა ბოროტებით დასნეულებულ სულს, და განახლებულმა სიცოცხლე განაგრძო. ჩვენ კი ისევ ის უზნეო ძალა გვახვევია და სატიკად გვებრძვის. თუ არ დავსაჯეთ უზენაესი კანონის ძალით, სამარცხვინო ერის სახელს ვერ მოვიშორებთ - ასე ნათლავდენ ქართველებს 10 წლის მანძილზე ჩვენი დაავადებული ბელადები. და, აი, დადგა უკანასკნელი წამი - უნდა გავიმარჯვოთ, თორემ საქართველო ხელიდან გვეცლება. ბოლო დარტყმაა საჭირო, პირველ რიგში მართლმსაჯულება უნდა დაისაჯოს: მოსამართლეები, პროკურატურა და გახრწნილი ადვოკატურა! იმ კეთროვან გზააბნეულ გოგო-ბიჭებს კი შესაძლოა კიდევ რაღაც ეშველოს. ღმერთმა ქნას! სასაცილოა, მაგრამ ზუსტად ვიცი ჩვენ საფლავებ შორის უამრავ მურმანს ჩაგვისაფლავებენ. (რას ვერჩი მურმანს - ის ხომ სიყვარულმა გააბოროტა,) ესენი - უნიჭობამ და ხალხის დამონების სატანურმა სურვილმა! კეთროვანებს ლეპროზიუმში გზავნიან! გახსოვდეთ ამ კრიმინალებს სისხლი სწყურიათ. სიცოცლე ტკბილია! მათ კი ტკბილი და გახრწნილი სიცოცხლე უყვართ! ამ.ამ