საიდან ხვდებოდა რესტორანში ადამიანის ხორცი - შემწვარი თავები და ხორცით გატენილი მაცივარი

საიდან ხვდებოდა რესტორანში ადამიანის ხორცი - შემწვარი თავები და ხორცით გატენილი მაცივარი

ნიგერიის ანამბრას შტატის ხელისუფლებამ დახურა რესტორანი, რომელშიც სტუმრებს ადამიანის ხორცისგან დამზადებული კერძებით უმასპინძლდებოდნენ. ამ ფაქტის შესახებ პოლიციას ადგილობრივმა პასტორმა აცნობა.

- რესტორანში რომ ვისადილე და ანგარიში მომიტანეს, გავოცდი, ძალიან დიდი თანხა იყო, - დაიჩივლა სასულიერო პირმა, - მერე კი, როცა დავინტერესდი, რატომ ღირდა კერძები ასე ძვირი, რესტორნის თანამშრომლებმა ამიხსნეს, რომ თურმე ადამიანის ხორცი მიმირთმევია. მათი აზრით, ეს ეგზოტიკაა... მე მაშინვე გული ამერია.

სამართალდამცველებმა დაწესებულებაში რეიდი ჩაატარეს და აღმოაჩინეს სუფრასთან მისატანად გამზადებული ადამიანის შემწვარი თავები და ხორცით გამოტენილი მაცივარი.

სავარაუდოდ, რესტორანს „მასალას“ ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ხარამი“აწვდიდა, რომელიც ნიგერიაში ისლამური ხალიფატის შექმნისთვის იღწვის.