„ჰერჩინსკის ვურჩევდი საკუთარ აწეწილ ევროსოდომიას მიხედონ, რომელშიც პროტესტი დუღილის ტემპერატურამდეა აწეული“

„ჰერჩინსკის ვურჩევდი საკუთარ აწეწილ ევროსოდომიას მიხედონ, რომელშიც პროტესტი დუღილის ტემპერატურამდეა აწეული“

პაველ ჰერჩინსკი მასპინძელ ქვეყანას ბრალდებებს უყენებს და ამ ბრალდებების ფონზე თავად ევროკავშირის ელჩი უსუსური ჩანს. ამჯერად, ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, მაგრამ რაში გამოიხატება მისი ეს „შეუგუებლობა“ არ აკონკრეტებს. ამავე დროს, სამწუხაროს უწოდებს იმ რეალობას, რომ ევროკავშირის შემთხვევაში სანქციების დაწესება ერთსულოვნებას მოითხოვს, სამწუხაროდ, ეს ერთსულოვნება არ არსებობს.

„ევროკავშირის შემთხვევაში სანქციების დაწესება ერთსულოვნებას მოითხოვს. სამწუხაროდ, ეს ერთსულოვნება არ არსებობს. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ერთსულოვნებას არ უერთდებიან, მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელობა ცდილობს. ვიცი, რომ არის მცდელობა საქართველოში იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან.

დღეისთვის, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება არ არსებობს. არის რამდენიმე პირი, რომლებიც ჩვენ გამოვყავით, როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები და წევრი სახელმწიფოები მათ სახელებს განიხილავენ. სანქციების დაწესებას ერთსულოვნება სჭირდება და ამ დროისთვის ჩვენ ეს არ გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, რომ ამას მივაღწიოთ“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკი.

ევროკავშირის ელჩს საპასუხოდ პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი და სანქციების არდაწესებაც პრინციპული გადაწყვეტილება იყო. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ჰერჩინსკი პირდაპირ მოქმედებს „დიფ სთეითის“ დავალებებით - ეს ადამიანი არის ძალადობის თანამონაწილე.

„ევროკავშირის ელჩი არჩევნებში დამარცხდა და მისი მიდგომა ამ ყველაფრით არის გამოწვეული. თქვენ გახსოვთ, რომ ის ღიად აწარმოებდა კამპანიას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ. იცით, რომ არც ერთხელ დაუგმია მას ის ძალადობრივი მიტინგები, რომელიც საქართველოში იმართებოდა. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ეს ადამიანიც არის ძალადობის თანამონაწილე და აგრძელებს ძალადობის წახალისებას, თუმცა მისი ეს მცდელობა ამ შემთხვევაში წარმატებული აღარ არის“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ჰერჩინსკის პოლიტიკური გემოვნება არადიპლომატიური და ხშირ შემთხვევაში ძალიან ხეპრულია - ის პროკურორი არ არის, რომელსაც საქართველოში შიდა პროცესებში ჩარევის უფლება აქვს. როგორც გია ვოლკსი აცხადებს, ჰერჩინსკიმ თავისი პოლიტიკური გემოვნება გამოავლინა, რაც ასევე არასწორი, არადიპლომატიური და ხშირ შემთხვევაში ძალიან ხეპრულია.

„ჰერჩინსკიზე უნდა ვთქვა, რომ ეგ საქართველოში პროკურორი, საქართველოს განმკარგულებელი და ის ადამიანი არ არის, რომელსაც შიდა პროცესებში ჩარევის უფლება აქვს. არ აქვს უფლება შეკრიბოს ის ხალხი, რომელიც წარმოუდგენია, თითქოს ევროპული ინტერესების გამტარებლად და მით უმეტეს, რომ ორგანიზება გაუკეთოს გარკვეულ პოლიტიკურ აქციებს და ჩაერთოს ისევე, როგორც ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა.

შალვა პაპუაშვილი კანონმდებელია და თავის დასკვნებს პოლიტიკურ შეფასებებს აძლევს მიმდინარე პროცესებს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, მაგრამ ჰერჩინსკის ერთი მოსწონს, მეორე არა. თავისი პოლიტიკური გემოვნება გამოავლინა, რაც ასევე არასწორი, არადიპლომატიური და ხშირ შემთხვევაში ძალიან ხეპრულია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ევროკავშირის ელჩი მხიდან დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. როგორც ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ ჰერჩინსკი არის ჩვეულებრივი შემსრულებელი. იმეორებს იმას, რა ინსტრუქციას და რა დავალებასაც მიიღებს ბრიუსელიდან, და იცის, რომ ამ განცხადების გამო ბრიუსელში შეაქებენ.

„ამიტომაც არის ასეთი თამამი თავის განცხადებებში. იცოდეთ, რომ ევროკავშირის ელჩის თუ ევროკავშირის ცალკეული ელჩის ასეთი ცალკეული და ხისტი განცხადებები, რომლებიც ხშირად წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან და ფაქტობრივად, copy-paste-ს პრინციპით იმეორებს ოპოზიციის ნარატივებს, ეს არის ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც ამჯერად ატარებს ევროკავშირი მისი ოფიციალური სტრუქტურების მეშვეობით საქართველოსთან მიმართებაში.

ეს პოლიტაკა, ჩემი აზრით, არის ის, რომ მაქსიმალურად შეურყიონ პოზიციები „ქართულ ოცნებას“, სადამდეც შესაძლებელია არ ცნონ საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომ როგორმე მიაღწიონ თუნდაც ხელახალი არჩევნების დანიშვნას, რომ იქნებ ამ არჩევნების შედეგად საქართველოში გაიმარჯვოს მათთვის სასურველმა პოლიტიკურმა ძალამ. სხვა მოტივაციას ამის უკან ვერ ვხედავ.

ამას წინათ ჩემმა მეგობარმა, რომელიც საკმაოდ ცნობილი და კვალიფიციური იურისტია, გამომიგზავნა ერთ-ერთი გერმანული საადვოკატო ორგანიზაციის შეფასება. აქაური ა-ო დაეკითხნენ მას - რამდენად სამართლიანია მზია ამაღლობელის პატიმრობა. დასკვნაში პუნქტობრივად იყო დასაბუთებული, რომ მზია ამაღლობელი ციხეში ზის სრულიად სამართლიანად. მსგავსი ქმედება გერმანიაში ასევე ისჯება კანონით.

რაც შეეხება დაშინებას და ძალადობას, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში ძალადობას, ან ზემოქმედებას ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ამას რამდენად ინტენსიური ხასიათი აქვს, აი, ეს არის გასარკვევი. პოლიციის მიერ ასეთი ტიპის ძალადობები და ძალის გადამეტებები ხდება ევროპის ყველა ქვეყანაში“, - აცხადებს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, სასურველია ხელისუფლებამ დააჩქაროს გამოძიებები იმ პოლიციელების მიმართ, რომლებიც არღვევდნენ კანონს, მიწაზე დაგდებულ მომიტინგეს ფეხს ურტამდნენ, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ რაღაცა ზომები ტარდება ამ მიმართულებითაც.

„ეს აუცულებელია, რომ ოპოზიციას და მასთან აფილირებულ ჯგუფებს სალაპარაკო ხელიდან გამოეცალოს და ასევე სალაპარაკო არ მიეცეს იგივე ჰერჩინისკის და ევროკავშირის სხვა ელჩებს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის, რასაც ისინი საქართეველოში აკეთებენ, არის იმ ხაზის შემადგენელი ნაწილი, რა ხაზიც აირჩია ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში და სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამ კუთხით რამე ცვლილების პერსპექტივას“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე შეფასებით, ხელისუფლების ადგილას, როგორც მინიმუმ, ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებდა ახსნა-განმარტებისთვის, რაც ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკაა დიპლომატიურ ურთიერთობებში. მისი თქმით, ის განცხადებები, რასაც ევროკავშირის თუ სხვა ელჩები და თუნდაც იგივე გერმანიის ელჩი აკეთებს, არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.

„ეს რეაგირება სხვადასხვა შეიძლება იყოს. დიპლომატიური პროტოკოლი სხვადასხვა ტიპის რეაგირებებს ითვალისწინებს, მაგრამ საზოგადოებას დაანახონ, რომ სახელმწიფო ამ ყველაფერს „ვარდისფერი სათვალით“ არ უყურებს, ჩემი აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა, როგორც მინიმუმ, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაებარებინათ ელჩი და მისთვის მოეთხოვათ ახსნა-განმარტებები, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება მაინც უფრთხის ევროკავშირთან ურთიერთობის ზედმეტად დაძაბვას, რომელიც ისედაც დაძაბაულია და იმედოვნებს, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი ჩაივლის და ურთიერთობა ისევ აღდგება. თუმცა, აქ საუბარია სახელმწიფოს პრესტიჟზე - ზოგიერთი ელჩი აშკარად გასცდა დიპლომატიურ ეტიკეტს, რაც მოეთხოვება მასპინძელ ქვეყანაში დიპლომატის მუშაობას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

პარლამენტის ყოფილი წევრის, ანალიტიკოს დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, დიდი ხანია უკვე, რაც ევროკავშირის მისია საქართველოში შემჩნეულია ორმაგი სტანდარტებით მანიპულირებაში და ჰერჩინსკი ასეთი მიდგომების დიდოსტატია. მისი თქმით, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების წუთიდან, ევროკავშირის მისია საქართველოში რევოლუციური პროცესების ერთ-ერთი მთავარი ინსპირატორი და ზედამხედველია.

„ჰერჩინსკის ვურჩევდი საკუთარ აწეწილ ევროსოდომიას მიხედონ, რომელშიც პროტესტი დუღილის ტემპერატურამდეა აწეული და ბულგარეთში მიმდინარე ბოლო დროის მოვლენები ამისი საუკეთესო ილუსტრაციაა. ხალხმა სოფიაში ევროკავშირის მისიის ოფისს ცეცხლი გაუჩინა და გადაწვა! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ევროკავშირი გამოვიდა ინიციატივით, საქართველის მთავრობისთვის გათვალისწინებული ასმილიონიანი გრანტი გადასცენ ქართულ არასამთავრობოებს „დემოკრატიის განსამტკიცებლად“, რაც პირდაპირი მტკიცებულებაა თბილისის მაედანიზაციის სპონსორობისა და ცხადია, ჰერჩინსკი მთავარ დისპეტჩერად გვევლინება ამ თანხების მიზნობრიობის განსაზღვრის პროცესში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ასეთი ვაი-დიპლომატებისადმი ლოიალური დამოკიდებულება და საჭიროების შემთხვევაში, აგრიმანიც უნდა შეუჩეროს მათ, ვინც საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს არ სცემს პატივს და ქვეყანას რევოლუციური პროცესების ასპარეზად განიხილავს.

მარბიელი უსინდისობის ზეიმია! ახლახან ევროკავშირის წევრ ბულგარეთში ევროკავშირის წრეგადასული ზნედაცემულობით გადარეულმა ხალხმა აქცია მოაწყო ევროკავშირის ოფისის წინ და კართან ცეცხლი დაანთო, მთელი ევრობიუროკრატია შარვლებიდან (და კაბებიდან) ამოხტა და როცა სულ ცოტა ხნის წინ ცეცხლს უკუდებდნენ პარლამენტის შენობას და პოლიციელებს, ეს თურმე "მშვიდობიანი პროტესტი" ყოფილა
ასეთი უღირსი და სულმდაბლური მიდგომები ევრობიუროკრატიას დღევანდელ ჩასვრილობაზე უარეს დღეში ჩააგდებს სულ მალე
3 საათის უკან