„საეჭვოა ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაცია გააუქმოს - სამომავლოდ ცუდ სამსახურს გაუწვეს ევროპას საქართველოსთან აგრესია“

„საეჭვოა ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაცია გააუქმოს - სამომავლოდ ცუდ სამსახურს გაუწვეს ევროპას საქართველოსთან აგრესია“

ევროკავშირში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პაკეტის ამოქმედებაზე მსჯელობენ, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, ქვეყნები კონსენსუსამდე ვერ მივიდნენ. ამის ფონზე, მიუხედავად უნგრეთის და სლოვაკეთის უარისა, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ კონკრეტულმა სახელმწიფოებმა ქართული ოცნების წევრების წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები აამოქმედონ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია და ევროკავშირი იმსჯელებს, კიდევ რა შეიძლება გააკეთონ.

ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხსაც. რა თქმა უნდა, იქ განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ. დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობას იყენებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ ორი ევროპული ქვეყნის დარწმუნება, რომ ასევე დაეთანხმონ ამას, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობას“, - აღნიშნა კალასმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ინტერვიუში გამორიცხავს, ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე წავიდეს. მისი შეფასებით, ევროპის ინტერესში არ არის საქართველოს მიმართ აგრესია გამოიჩინოს.

მეეჭვება ევროპამ გადააჭარბოს სანქციების მხრივ ამერიკას - მოსალოდნელია პასპორტების და ანგარიშების ინდივიდუალური გაყინვის სანქციები, მაგრამ საეჭვოა ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის გაუქმებისკენ გადადგას ნაბიჯი, რადგან გარკვეულ ტენდენციას მიყვება ევროკავშირი და ოდნავ დაფიქრებული ნაწილიც კი მიხვდება, რომ სამომავლოდ ცუდ სამსახურს გაუწვეს ევროპას საქართველოსთან აგრესია, მით უმეტეს თუ ჩინეთის კავკასიაში შემოსვლის გეგმა რეალური იქნება, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე განმარტებით, ქართული ოცნება თავის პოლიტიკას არ შეიცვლის, მიუხედავად მოსალოდნელი სანქციებისა.

აქამდეც იყო სანქციები, მაგრამ რაიმე შეიცვალა ქართული ოცნების პოლიტიკაში?! - არაფერი! ამერიკის სანქციები უფრო ძლიერი იყო, ევროპის სანქციები კიდევ ნაკლებად იმსახურებს ყურადღების მიქცევას და ცვლილებას, - დასძინა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ევროკავშირი შესაძლოა უფრო შორს წავიდეს და ქართული ოცნების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების პროცესი დაიწყოს.

დიდი ალბათობით, ევროკავშირმა შესაძლოა უნგრეთის და სლოვაკეთის გვერდის ავლით დაიწყოს სანქციების დაწესების პროცესი - ბალტიისპირეთის რესპუბლიკებმა ეს გააკეთეს და არ გამოვრიცხავ, ეს პროცესი გაგრძელდეს და სხვა ქვეყნებმაც მიიღონ ანალოგიური გადაწყვეტილება. თუ სანქციები დაწესებული იქნება და სერიოზულად შეეხება არა მხოლოდ პერსონებს, არამედ ქვეყანასაც, ეს ძალიან მძიმე ვითარებას შექმნის ქვეყანაში და შექმნილ ვითარებას შესაძლოა დაემატოს ეკონომიკური კრიზისიც, რაც ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის რთული გადასატანი იქნება, ამას კი შესაძლოა მოჰყვეს უმართავი პროცესები.

შეიძლება უფრო შორსაც წავიდნენ: დღეს ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი შრომითი მიგრანტია და ფაქტობრივად, არალეგალურად ცხოვრობს. თუ იქამდე დავიდნენ, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხი დადგა, ავტომატურად დადგება საკითხი, მათი დეპორტაციის შესახებ - ეს პრობლემა იქნება არა მხოლოდ ოჯახებისთვის, არამედ ხელისუფლებისთვისაც - თუ ეს ხალხი საქართველოში დაბრუნდება, არა მხოლოდ ფინანსური ნაკადები შეწყდება, არამედ ნახევარი მილიონი ადამიანი აღმოჩნდება კატასტროფულ მდგომარეობაში, რაც ძალიან უარყოფით ფონს შექმნის ასეთ ვითარებაში, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ პოლიტიკა, რასაც ევროკავშირის ბიუროკრატიის ნაწილი ატარებს, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია. მისი განცხადებით, დასავლეთში შურისძიების რეჟიმში არიან გადასული.

თქვენ ხომ გახსოვთ ევროკომისიის ერთ-ერთი ექსპერტის აღიარებითი განცხადება, რომ დღეს ბრძოლის ველი საქართველოზე უნდა გადმოვიტანოთო? სწორედ ეს არის. ისინი ხედავენ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არ ექვემდებარება საერთაშორისო რადიკალური ლიბერალიზმის დღის წესრიგს და იმხელა დამოუკიდებლობის ხარისხი გამოიჩინა, რომ არ ჩაეწერა იმ დიდ გეოპოლიტიკურ სურათში და სამხრეთიდან რუსეთს ცეცხლის რკალი არ გაუხსნა. საქართველომ მოახერხა, რომ მათ მიერ წარმოებული, ყოვლად არადემოკრატიული და საარჩევნო კამპანიაში უხეში ჩარევის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა მაინც ის პოლიტიკური ძალა აირჩია, რომელსაც მან უპირატესობა მიანიჭა. ამიტომ, მათ მიერ ვერგანხორციელებული ანტიქართული მიზნებიდან გამომდინარე, დღეს შურისძიების რეჟიმში არიან გადასული, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არიან სახელმწიფოები, რომლებიც ამ შურისძიების განხორციელების საშუალებას არ აძლევენ. მათ განცხადებებს სხვა შინაარსი და ობიექტური საფუძველი არ აქვს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, როცა პარლამენტს და პოლიციელებს წვავდნენ, ვერცერთმა ევროპელმა ლიდერმა ვერ გაბედა და ვერ თქვა, რომ პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს. ეს ვერ გაბედეს, პირიქით, ყველამ მათი ენა ვიცით, თუ როგორ ხდება წახალისება - „ჩვენ მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ანუ, მიდით, უფრო მაგრად შეუტიეთ და ყიჟინა დასცხეთო. საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, მათი განცხადებები რას ნიშნავს. როგორც კი, უცხოეთიდან რომელიმე პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთა გერმანიაში ან რუმინეთში მიმდინარე არჩევნების თაობაზე, ანტვიტი დაიდო, მაშინვე ამბავი ატყდა, ეს არის სხვა ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევაო. ეს ორმაგი სტანდარტი იმდენად თვალში საცემია, რომ უკვე ამაზრზენ ფორმას იღებს და ეს სამწუხაროა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რომ პოლიტიკა, რასაც ევროკავშირის ბიუროკრატიის ნაწილი ატარებს, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია - საქართველოსთან მიმართებაში ცალსახად და ზოგადად, ევროკავშირისთვის, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

KAB ალტერნატივა გერმანიისთვის არ არის ულტრამემარჯვენე არცერთი მახასიათებლით, ულტრა დაამატეს სწორედ ულტრალიბერალებმა. იგი მემარჯვენე პოზიციებს იკავებს, მაგრამ არა უფრო მემარჯვენეა ვიდრე ორბანი ან ფიცო.
2 საათის უკან
ლაზი ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ზოგი რუსეთშია შემძვრალი და ზოგი ევროპას ეტენება. აზერბაიჯანმა თავიდანვე შორს დაიჭირა ევროპისაგან. საქართველოც ევროპაში ცდილობდა თბილი ადგილის პოვნას, მაგრამ თან, თავისი ინტერესების გატარებაც დაიწყო და აქ დაიწყო, რაც დაიწყო. რისი ტრადიციები და რა სუვერენტეტიო, ჩვენთან მხოლოდ ჩვენნაირების ადგილია და კეთილი ინებეთ ჩვენს დაკრულზე იცეკვეთო.
ქართველი საბჭოთა კავშირში არ ირჯებოდა რუსის ჭკუაზე. პირიქით, ქართველის ჭკუაზე ცხოვრობდა მთელი სსრკ 30 წელიწადი და კუბილიუსის, ფოტიგას, კალასის, ფონ დერ ლაიენის და როთის ჭკუაზე სიარული მოეწონებოდა?!
გაშმაგდნენ და გაცოფდნენ, განსაკუთრებით სუვერენიტეტ დაკარგული ბალტიის პირელები და დაესივნენ საქართველოს. არიქა, ქართველებს ევროპულ მომავალს ართმევენ და "ვუშველოთო". გაბრაზდით და გამოდით ქუჩაში, დანარჩენი ჩვენზე იყოსო. დაურიგეს მოლოტოვის კოქტეილები და პიროტექნიკა, გადაწვით პარლამენტი და პოლიციელებიო. ამათაც, აბა ტყოილად ხომ არ გვატრენინგებდნენო და შეუტიეს, მარა ისეთი შემოუტიეს, რომ არ ელოდნენ. დაცხრნენ ძალით გაბრაზებულები. ჰოდა კი დადის ის ათასიოდე ადამიანი სამსახურში ყოველ საღამოს პარლამენტის წინ. იქეთ ტრამპმა იუსაიდის ძუძუ გამოაძროთ პირიდან. კი აღარაფრის იმედი აქვთ მაგრამ რა ქნან, იხტიბარს არ იტეხენ.
1 საათის უკან