აქციების ბოლო აკორდი?! - რას შედეგს მოიტანს 25 თებერვლის მასშტაბური აქცია

აქციების ბოლო აკორდი?! - რას შედეგს მოიტანს 25 თებერვლის მასშტაბური აქცია

ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, კიდევ ერთი მასშტაბური აქცია დაანონსდა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ 25 თებერვალს საზოგადოებამ ახალ ოკუპაციასა და რუსულ რეჟიმს უარი უნდა უთხრას. დაანონსებულ აქციას ჰყავს როგორც გულშემატკივრები, ასევე სკეპტიკოსებიც. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ერთგვარი ცნობა იქნება ქართული ოცნებისთვის, რომ საქართველოში საპროტესტო მუხტი არათუ მინავლდა, არამედ უფრო მეტად გაიზრდა. მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ აღნიშნულს არანაირი შედეგი არ ექნება.

„1921 წლის 25 თებერვალი ყველას გვახსოვს, ყველამ ვიცით რა იყო. 25 თებერვალს ჩვენ ყველანი ერთად გამოვალთ და ვიტყვითარა ახალ ოკუპაციას“, „არა რუსულ რეჟიმს!“- ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციები, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან ერთად, დასასრულისკენ მიდის. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ მასტაბური აქციის დაანონსება კუდის მოქნევას ჰგავს.

ეს აქციები უკვე ჩაბარდა წარსულს - წასულია იქით, საიდანაც უკან აღარ ბრუნდებიან. ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქცია ჰგავს კუდის მოქნევას. საკუთარ ჭიას გაახარებენ და ამით დასრულდება ყველაფერი - ეს უკვე მინავლებული პროცესია და დასრულებისკენ მიდის ეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰქვია კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომლის ლიდერის როლს დღეს სალომე ზურაბიშვილი კისრულობს.

ქვეყანაში მუშაობს შესაბამისი სამართლებრივი ძალა, რომელიც არავითარ ექსესს ქვეყანაში არ დაუშვებს. თუ ვინმე რამე წესს დაარღვევს, არსებობს ამისათვის სპეციალური ორგანო და თავს იქ ამოყოფენ. ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აღმართავს ხელს, ის კანონის წინაშე აგებს პასუხს, - განგვიცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ 25 თებერვლის აქცია მასშტაბური იყოს. როგორც ძაბირაძემ განმარტა, ეს აქცია ერთგვარი შეხსენება იქნება ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის, რომ საზოგადოება ითხოვს ხელახალ არჩევნებს და საპროტესტო მუხტი ჯერ კიდევ არსებობს.

ეს პერმანენტული აქციები იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ქვეყანაში არსებული უარყოფითი მუხტი უფრო და უფრო იზრდება, გამძლეობაზეა გადასული როგორც აქციის მონაწილეები, ისე ხელისუფლება. ქართული ოცნება ცდილობს, რომ რაღაცნაირად ჩაახშოს ეს აქციები სხვადასხვა მოწოდებით - ახლა ბოლო აკორდი იყო სამშობლოს ღალატის შესახებ ჩანაწერის გაკეთება სისხლის სამართლის კოდექსში. მანამდე, ვიცით, რომ გაამკაცრეს სასჯელი, ფინანსური გადასახადები გაზარდეს. ჯერჯერობით, აქციებს პირდაპირი შედეგი არ აქვს, მაგრამ ვხედავთ, რომ ხელისუფლება თანდათანობით ცდილობს შექმნას რეპრესიული საკანონმდებლო ბაზა. ხელისუფლებას არ შეუძლია ჩაკლას ეს საპროტესტო მუხტი და დაშალოს აქციები, მაგრამ არც ოპოზიციას აქვს იმის რესურსი, რომ ხელისუფლება აიძულოს და ვადამდელი ან ახალი არჩევნები დაანიშნინოს. ამიტომაც აქვს მნიშვნელობა ასეთ თარიღებს, როგორიც 25 თებერვლის მასშტაბურ აქციას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს აქცია იყოს ძალიან მასშტაბური, რაც იქნება კიდევ ერთი ხილული დემონსტრირება იმისა, რომ ქვეყანაში საპროტესტო პოტენციალი არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა - ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია და ასეთი პიკური აქციები უნდა გაკეთდეს.

ყოველ დღე 10 ათასობით ადამიანი რუსთაველზე ვერ გამოვა, მაგრამ ეს პიკური აქციები შეახსენებს ხელისუფლებას, რომ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება არსებობს და ითხოვს ახალ არჩევნებს - ამ აქციებს სხვა დანიშნულება არ აქვს. მილიონი ადამიანიც რომ გამოვიდეს 25 თებერვალს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორე დღეს ხელისუფლება ახალ არჩევნებს დანიშნავს, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ რეალურად შეაფასოს არსებული ვითარება და არ დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ მინავლდა ყველაფერი და მშვიდად განაგრძოს ქვეყნის მართვა. მანიფესტანტების მხრიდან არ მგონია რაიმე ექსესებს ველოდოთ - იქნება მშვიდობიანი, მასობრივი აქცია. რაც შეეხება ხელისუფლებას, მათი მხრიდან არ გამოვრიცხავ, რომ პროვოკაციები იყოს, განსაკუთრებით, ზონდერ ჯგუფები მომრავლდნენ, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ, სადაც შეხვედრაზე საკითხთან ერთად, 25 თებერვალს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრეს. როგოც სამოქალაქო პლატფორმისსაქართველოს ევროპული ორბიტისდამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სიმბოლურ თარიღებში, როგორც არის 25 თებერვალი, საქართველოს მოსახლეობამ თავისი მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს.

 

 

 

 

 

Gami ეს ქალი არის ივანიშვილის უდიდესი შეცდომა და სირცხვილი. ნუ დაიწყებთ ეხლა - " შეუგდესო", "თავს მოახვიესო", "შეუგზავნესო" და ა. შ. მსგავსი არაფერი; ეს იყო ბიძინას " დიდი გათვლა", რომელიც ჩაფლავდა და ჩვენმა ქვეყანამ მიიღო სირცხვილი და მცირე ჭირი.
42 წუთის უკან
Gami თავად ზაბირაძე ხომ არ ჩაუდგება აქციას სთავეში, რომ " მაააშტაბური" გამოვიდეს? დაფხავებული, აქოთებული მავნებელი და არაფრის მაქნისი. ხაოიან ენასაც ვეღარ იფხანს..
38 წუთის უკან
დოი სალომეს ცოცხი მზად აქვს გასაფრენად?! ვაი მაგათ პატრონს,ვისაც ამ ქალის პატრიოტული სულისკვეთების სჯერა!...ფარა,ფარააააა.....
20 წუთის უკან