დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მსოფლიო პოლიტიკის რადიკალური ცვლილების მიუხედავად, საქართველოსთან მიმართებაში გარკვეული ძალები კვლავ ცდილობენ ქვეყნის შიგნით რყევების შენარჩუნებას. უფრო მეტიც, ისინი ოპოზიციას მზა რეცეპტეს სთავაზობენ და მიუთითებენ როგორ შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური და სოცილაური კრიზისი შექმნან, რომ ხელისუფლება ჩამოიშალოს.
მითითებებს მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი, ლორა თორნტონი გასცემს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს NDI-ის დირექტორი იყო. მისი აზრით, მომიტინგეებმა საქართველოში პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში უნდა გადაიყვანონ, რადგან საქართველოში ეკონომიკური კრიზისის შექმნაა საჭირო, რომ ხელისუფლება დაამარცხონ.
„მოძრაობის გადაყვანა ღამის პროტესტებიდან დღის სტადიაზე, ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და გაფიცვების ეტაპზე გადასვლა - ნარჩენების არგატანა, ბანკის მოლარეების სამუშაოზე არ მისვლა, სატვირთო მანქანების მძღოლების სახლში დარჩენა – ეკონომიკას პარალიზებას გაუკეთებს და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. საბოლოოდ, ხშირად ეს რიცხვების თამაშია – მასობრივი შეტევა, რომელიც ძალაუფლებაში მყოფ პირებს დაასუსტებს და საბოლოოდ შეარცხვენს“, - წერს თორნტონი.
ამის პარალელურად, თბილისში ევროკავშირის დაფინანსებით დახურული ტრენინგების გაიმართა, რომელიც 21 თებერვალს დასრულდა. „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები რეგიონებიდან ჩამოიყვანეს.
შეხვედრები სამი დღის წინ დაიწყო და როგორც თავად აცხადებდნენ, საუბრის ერთ-ერთი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიც იყო.
მმართველი გუნდში თბილისში ჩატარებულ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებს, სამწუხაროს უწოდებენ და ამბობენ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ საქართველოში მავნებელ საქმიანობას ემსახურებიან.
მათივე თქმით, როდესაც ევროკავშირს არაერთხელ მოსთხოვეს, მათ შორის შალვა პაპუაშვილმა წერილიც კი მისწერა ევროკავშირის ელჩს ჰერჩინსკის, იქნებ გაესაჯაროებინათ EED რას აფინანსებდა საქრათველოში, მხოლოდ 6 თვის თავზე მიიღეს ძალიან ბუნდოვანი წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროვებდნენ.
ამიტომ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ფული მთლიანად არ ხმარდება კეთილ საქმეს. რაც შეეხება ლორა თორტონის მოწოდებებს, მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, გაიგო და მიხვდა სად არის სინამდვილეში საქართველოს რეალური ინტერესები და სად არის კრავის ქურქს უკან დამალული მგელი.
„სისხლი დაიღვაროს, ასევე, სხვა მოთხოვნებია, მაგალითად, რომ ნაგავში ჩავახრჩოთ ხალხი და ამით პროტესტის მუხტი გამოვიწვიოთ, სოციალურად გავაღარიბოთ და ა.შ. მოკლედ, „მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება კარგია“, მით უმეტეს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ლორა თორნტონისთვის და მისი ინსტიტუტისთვის თვლით არავის ჩაუბარებია. მთავარია, რომ თავის მიზანს მიაღწიონ, ამიტომ ქართველმა ხალხმა ეს ყველაფერი დაინახა, გაიგო და მიხვდა სად არის სინამდვილეში საქართველოს რეალური ინტერესები და სად არის კრავის ქურქს უკან დამალული მგელი“, - განაცხადა უმრავლეოსბის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ თორნტონი ქვეყანაში დესტრუქციის და საბოტაჟის მოწოდებით გამოდის. მამრაძე ამბობს, რომ ეს ქალბატონი, როდესაც საქართველოში მოღვაწეობდა, მიხეილ სააკაშვილი ახლო მეგობარი იყო და მის მიმართ დამოკიდებულება დღემდე არ შეუცვლია. ამიტომ მისი განცხადებები არ არის გასაკვირი, რადგან ის პირდაპირ ქართველ რადიკალებთან არის კავშირში.
„ლორა თორნტონი მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და „ნაციონალების“ გულხურვალე მხარდამჭერია. შესაბამისად, მისი მიზანი და სურვილი ჩვენს რადიკალურ ოპოზიციასთან არის თანხვედრაში, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება ნებისმიერ ფასად მოხდეს. ამ გლობალურ არეულობაში და ამღვრეულ წყალში, რა თქმა უნდა, ისინი თევზის დაჭერას ცდილობენ და ამ მცდელობას არ შეწყვეტენ. ეს ქალბატონი პირდაპირ იძლევა დირექტივებს თუ როგორ და რა ფომრით უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. მათი მიზანია, მოასწრონ ყველაფერი, რადგან დიდი გლობალური გადალაგებაა დაწყებული და არ უნდათ ეს რესურსი, რაც ამდენი ხნის განმავლობაში დახარჯეს, წყალში ჩაეყაროთ.
როგორც ჩანს, ფული ჯერ კიდევ შემოდის. ვხედავთ, აქციებზე როგორი პერფორმანსები იდგმება, რასაც გარკვეული თანხები სჭირედბა. ასევე ჯარიმების გადახდა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ეს სტუდენტები ვერ მოახერხებენ. ამიტომ ეს ქალბატონი აქ კოორდინაციაშია ნიკა გვარამიასთან, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან და იმ რეჟიმის სხვა თვალსაჩინო ფიგურებთან. ვხედავთ ასევე, რომ სტუდენტების დატრეინინგება და ტვინის გამორეცხვის პროცესი ისევ გრძელდება. სანამ ფული მოდის, ეს რყევები არ შეჩერდება“,-ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, „მაკკეინის ინსტიტუტის“ ასევე პირდაპირი მოკავშირე ესქპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც მათი ყველაზე ლეგიტიმური სტიპედიანტია და ხელფასს პირდაპირ მათგან იღებს. ამიტომ ის არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილი იყოს ახლა მათი მთავარი დასაყრდენი, რომელიც კონკრეტულ დირექტივებს იღებს და შემდეგ ამას დანარჩენ ოპოზიციას და მესამე სექტორს აცნობს.
„ნაციონალებთან ერთად, რა თქმა უნდა, ზურაბიშვილიც მათი მთავარი დასაყრდენია. ის საქართველოდან ჯერ ამიტომაც არ გაიყვანეს. ჰგონიათ, რომ აქ რაღაც კიდევ არის შესაძლებელი და ზურაბიშვილი ამას შეძლებს. ამიტომ არის, რომ ზურაბიშვილი ცდილობს, მუდმივად დასავლეთის ყურადღების ეპიცენტრში იყოს. ქვეყნის შიგნითაც ქმნის ილუზიას, რომ შეხვედრებს აწყობს და რაღაცას გეგმავს. ეს არის პათოლოგიურად ძალაუფლების მოყვარული ქალბატონი, რომელსაც არანაირი სხვა მიზანი არა აქვს საკუთარი თავის გაპიარების და ამბიციების გარეშე. ამიტომ სანამ ფულის შემოსვლის იმედი ჯერ კიდევ არსებობს ასეთი რყევების და რაღაცა სურათის შექმნის იმედი მუდმივად ექნებათ. 25 თებერვალსაც შეეცდებიან დამფინანსებლებს აჩვენონ, რომ რაღაცას აკეთებენ“, - ამბობს მამარაძე.