რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე დასავლურმა ბრენდებმა რუსეთი დატოვეს. სავაჭრო ცენტრები ცარიელდებოდა და ნაცნობი აბრები უცნობი სახელებით შეიცვალა: „მაკდონალდსი“ – „ვკუსნო, პერიოდიმ“ ჩაანაცვლა, Starbucks გახდა Star Coffee, ხოლო ავტომობილების დილერებში „გერმანელები“ ჩაანაცვლეს „ჩინურმა“ მანქანებმა.
დღეს უამრავი ცნობა ვრცელდება იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ყველა ბრენდი რუსეთში დაბრუნდეს. რიადში რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, ამის შესახებ რუსული სავაჭრო ცენტრებისა და რესტორნების წარმომადგენლებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი. ჭორებს პოლიტიკოსებისა და მედიის განცხადებებიც აძლიერებს.
სახელმწიფო სათათბიროს ფინანსური ბაზრების კომიტეტის ხელმძღვანელი ანატოლი აქსაკოვი დარწმუნებულია, რომ Visa და Mastercard კვლავ დაიწყებს მუშაობას რუსეთში. PepsiCo, Coca-Cola, Subway და McDonald's, სავარაუდოდ, ამოწმებენ დაბრუნების შესაძლებლობას. იგივე შესაძლებლობას განიხილავენ Apple-ისა და Boeing-ის ხელმძღვანელობაც. Kokoc Group-ის პლატფორმა ვარაუდობს, რომ 2025 წელს 350-მდე უცხოური ფირმა შეიძლება დაბრუნდეს ქვეყანაში.
ცნობებს კრემლიც გამოეხმაურა. პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ჯერ არ უნახავს რაიმე კონკრეტული ნაბიჯი, მაგრამ თავად იდეას დადებითად აფასებს.
საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტა ორპირიანი ხმალია. დასავლურ ბრენდებმა რუსეთიდან გასვლის შემდეფ $100 მილიარდი შემოსავალი დაკარგა. რუსეთში საცალო ვაჭრობა შემცირდა. მსხვილი სავაჭრო ცენტრები განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდნენ, რომლებმაც დაკარგეს წამყვანი მოიჯარეები. დღეს ყველაზე მეტად სწორედ ისინი არიან დაინტერესებული იმპორტის დაბრუნებით.
სავაჭრო ცენტრების კავშირმა შესთავაზა Uniqlo, H&M და Inditex (რომელიც ფლობს ბრენდებს Zara, Massimo Dutti, Bershka, Oysho, Pull & Bear) განიხილოს რუსულ ბაზარზე დაბრუნება „ამჟამინდელი პოლიტიკური ლანდშაფტის შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით“. ისინი მზად არიან უზრუნველყონ მათთვის ხელმისაწვდომი ფართები დაუყოვნებლივ გასაქირავებლად ან სასწრაფოდ გაათავისუფლონ ისინი. ”დღეს ჩვენი სავაჭრო ცენტრები დაეცა ყველაზე დაბალ ნიშნულამდე“, - ამბობს მოსკოვის რესტორნების ბიზნეს ომბუდსმენი, სერგეი მირონოვი.
„ქუჩაში მდებარე რესტორნები არ განიცდიან ტრაფიკის ვარდნას, მაგრამ სავაჭრო ცენტრების რესტორნებში მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა.”
კონკურენციის გარეთ
2022 წელს რუსული ბაზრიდან მთავარი მოთამაშეების მასობრივმა წასვლამ გზა გაუხსნა ადგილობრივ მწარმოებლებს. თუმცა, კონკურენციის ნაკლებობამ იმოქმედა პროდუქციის ხარისხსა და ფასზე.
„რუსული ტანსაცმლის ბრენდები ბაზარზე უფრო მეტად გამოჩნდა, მაგრამ მათი პროდუქციის ღირებულება პრაქტიკულად გლობალური ბრენდების დონეზეა. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ობიექტურად უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომხმარებლისთვის, მისი თვითღირებულების ფასი გამორიცხავს ლოგისტიკისა და ტრანსპორტირების ხარჯებს და იმპორტირებულ საქონელზე გადასახადებს“, - განუცხადა TRT-ს ბიზნესისა და სტრატეგიული მარკეტინგის აკადემიის დამფუძნებელმა, იულია კორჩაგინამ.
მისი თქმით, არის დარგები, სადაც ვერ მოხერხდა მომხმარებლისთვის ხარისხიანი ალტერნატივის მიწოდება. „ფარმაცევტულ, კოსმეტიკურ, ელექტრონიკის და საავტომობილო ინდუსტრიებში განსაკუთრებით შესამჩნევია მაღალი ხარისხის რუსული ალტერნატივების დეფიციტი.“, - ამბობს ექსპერტი.
„საერთაშორისო ბრენდების დაბრუნება მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია - ეს ნიშნავს არჩევანს, ხარისხს და კონკურენტულ ფასებს. ყველაზე მწვავე დეფიციტი იგრძნობა იმ სფეროებში, სადაც სერიოზული რესურსებია საჭირო: საწარმოო ხაზები, ტექნოლოგიები, კომპონენტები. ეს განსაკუთრებით ეხება ელექტრონიკას და საავტომობილო ინდუსტრიას, სადაც ჯერ კიდევ არ არის შესაძლებელი კონკურენტუნარიანი ანალოგების შექმნა“, - ამბობს კორჩაგინა და დასძენს: „გარდა ამისა, თითქმის ყველა საწარმოო ხაზი, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები იქმნება, დასავლური და ევროპული კომპანიების მიერ არის წარმოებული და მიწოდებული. ეს უაღრესად ართულებს იმპორტის ჩანაცვლებას მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებში საერთაშორისო აღჭურვილობის მიწოდების გარეშე“.
რეპუტაცია და იურიდიული საკითხები
რუსეთში ტრანზაქციები ყოველთვის შეუფერხებლად არ მიდიოდა. დანიურმა კარლსბერგმა რუსეთი მისი ბიზნესის ქურდობაში დაადანაშაულა, რადგან მისი აქტივები გადასცა ქონების მართვის ფედერალური სააგენტოს.
„მსგავსმა სკანდალებმა შეარყია ნდობა რუსეთის ბაზარზე. ინვესტორებისთვის ეს არის მაღალი რისკების სიგნალი, თუკი შესაძლებელია ბიზნესის „გადასხმა“, რატომ უნდა დაბრუნდეს იქ? „კომპანიები, რომლებიც პოლიტიკური მიზეზების გამო წავიდნენ, დაბრუნდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება აქტივების უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი პირობები არ არსებობს“, - აღნიშნა იულია კორჩაგინამ, TRT-თან საუბარში.
გარდა ამისა, ბრენდების დაბრუნება არა მხოლოდ იურიდიული საკითხია, არამედ კონკურენციის თემაა განსახილველი - განუცხადა TRT-ს ბიზნესპროფილერმა, სვეტლანა ლეგატომ.
„კომპანიებმა, რომლებმაც დაკარგეს მომწოდებლები, კონტრაქტები და გაყიდვების არხები. მათ მოუწევთ მიწოდების ჯაჭვის აღდგენა, რაც ყველასთვის არ არის მომგებიანი. ადგილობრივმა მოთამაშეებმა უკვე გაიმყარეს პოზიციები და პოზიციების ნებაყოფლობით დათმობას არავინ აპირებს. თუ უცხოური ბრენდები დაბრუნდებიან, მათ მოუწევთ მუშაობა სხვადასხვა პირობებში და ეს აღარ არის ის ბიზნესი, რაც 2022 წლამდე იყო“, - მიიჩნევს ექსპერტი.
„ფიზიკურად არის კომპანიების დაბრუნების ადგილები, მაგრამ იურიდიულად და სტრატეგიულად ყველაფერი უფრო რთულია“, - ამბობს კორჩაგინაც და დასძენს: „მაგალითად, „მაკდონალდსის“ ყოფილ რესტორნებს „ვკუსნო-პერიოდს“ უკავია და „მაკდონალდს“ უკან დაბრუნებისას ან რებრენდინგი ან სასამართლო პროცესი დასჭირდება“.
თუმცა, ჯერ ნაადრევია საუბარი კომპანიების სწრაფ და მასიურ დაბრუნებაზე. ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯები არ არსებობს. უკრაინაში ბრძოლა გრძელდება და სამშვიდობო პროცესში ერთადერთი პროგრესი მხოლოდ ამაზე საუბარია.
წყარო: https://www.trtrussian.com/politika/zapadnye-brendy-v-rf-ushli-gromko-vernutsya-tiho-18267129