„ზელენსკის გაჯიუტება, რომ ის არ წავა პრეზიდენტის პოსტიდან, არაფერს ნიშნავს ვაშინგტონისთვის“

„ზელენსკის გაჯიუტება, რომ ის არ წავა პრეზიდენტის პოსტიდან, არაფერს ნიშნავს ვაშინგტონისთვის“

დიქტატორი არჩევნების გარეშე - ზელენსკიმ სჯობს, სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანაც აღარ დარჩება, - ასეთი განაჩენი გამოუტანა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის და განმარტა, რომ ამ საშუალო წარმატების კომიკოსმა შეძლო, თავის დაკრულზე ეთამაშებინა ბაიდენი და აშშ დაერწმუნებინა, რომ 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა ომში, რომლის მოგებაც შეუძლებელია.

თავის მხრივ, მძინარა ჯო ბაიდენმა არ მოითხოვა თანასწორობა ევროპასთან უკრაინისთვის თანხის გაცემის დროს და 200 მილიარდით მეტი დახარჯა ევროპასთან შედარებით. ეს მაშინ, როცა უკრაინის ომი გაცილებით მნიშვნელოვანია ევროპისთვის და არა ამერიკისთვის, რომელსაც ევროპის კონტინენტისგან დიდი და ლამაზი ოკეანე აშორებს.

იმ ხალხის თვალში, ვისთვისაც ზელენსკი გმირი იყო, შესაძლოა, იგი ანტიგმირი გახდეს, რომელიც, უბრალოდ, ამერიკელებსა და ევროპელებს ძარცვავდა, საკუთარ ხალხს კი უაზრო ომში სასაკლაოზე გზავნიდა.

დღესაც ტრამპი ეჭვობს, რომ ზელენსკის კიდევ სურს ფინანსური ნაკადის გაგრძელება და თანხების საკუთარი თავისკენ მობილიზება. შესაბამისად, დონალდ ტრამპს კონკრეტული კითხვები დაუგროვდა ზელენსკის მიმართ:

სად გააქრო ამერიკის მიერ გადაცემული 350 მილიარდი დოლარი და რატომ არ იცის, სად არის ეს ფული?!

რატომ არ ატარებს უკრაინაში არჩევნებს, სადაც მისი მხარდაჭერა მხოლოდ 4%-ია?

რას აკეთებდა სამი წლის განმავლობაში და რატომ არ ცდილობდა რუსეთთან მოლაპარაკებას ხანგრძლივი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად?!

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებამდე, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას არ მიუღია იმ თანხების ნახევარიც კი, რომელიც აშშ-მა უკრაინას გადასცა. კიევს მივაწოდეთ 350 მილიარდი დოლარი, შეიძლება ცოტა ნაკლები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თანხაა. სად არის ეს ფული? სად მიდის? მე არასდროს მინახავს ამის შესახებ ანგარიში, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ევროპამ უფრო ნაკლები თანხა დახარჯა, დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი. არადა, ზელენსკის ადგილას, გამოუცდელ მომლაპარაკებელსაც შეეძლო შეთანხმების დადება რუსეთთან დიდი ტერიტორიის, მილიონობით ადამიანის სიცოცხლისა და ქალაქების დაკარგვის გარეშე.

ზელენსკი პასუხობს ტრამპის ბრალდებას, თავის 4%-იან რეიტინგს რუსეთიდან წამოსულ დეზინფორმაციას უწოდებს და ამტკიცებს, რომ მისი ნდობის რეიტინგი უკრაინაში 57%-ია და ახლა მისი ჩანაცვლების საშუალება არ არის.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ახლა ზელენსკის გაჯიუტების დრო არაა. ზელენსკი უნდა დათანხმდეს ზესახელმწიფოების მოთხოვნას. მით უფრო, რომ სამწუხარო მოცემულობაა, გლობალური თვალსაზრისით, სამყარო გაყოფილი და განაწილებულია სამ უდიდეს სახელმწიფოს შორის, ეს არის შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი. როდესაც სამივე ზესახელმწიფო უკრაინას ეუბნება, დათანხმდეს მშვიდობას და ნატოში არშესვლას, სადაც მაინც ვერ შევა, მოუწევს ზელენსკის ადმინისტრაციას იმ კაბალურ პირობებზე დათანხმება, რაც არ იქნებოდა, თუკი მანამდე დაამყარებდა მშვიდობას მოსკოვის წარმომადგენლებთან.

რაც შეეხება ზელენსკის მტკიცებას 57%-იანი რეიტინგის შესახებ, გია აბაშიძე ამ მონაცემებს არ ენდობა. ის იხსენებს ამას წინანდელ სამარცხვინო რეალობას, რასაც აკეთებდა უიესაიდი გლობალურად. კერძოდ, გაირკვა, რომ უკრაინაში 80%-ზე მეტი მედიაორგანიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდებოდა ამერიკიდან. შესაბამისად, საიდანაც ფინანსდებოდნენ, იმათ დაკრულზე ცეკვავდნენ. ანუ ასრულებდნენ დიფ სთეითის დაკვეთას. სავარაუდოდ, დღემდე ასრულებენ, რადგან დიფ სთეითმა უკვე გადმოინაცვლა ოკეანის გადმოღმა და ევროპაშიც აპირებს მყარი საფუძვლის ჩაყრას. ამიტომ ის გამოკითხვები, რაც საქართველოსა და უკრაინაში ტარდება ამერიკული თუ ევროპული ორგანიზაციების დაფინანსებით, არასანდო იყო, არის და იქნება.

გია აბაშიძის განმარტებით, ამერიკას უძლიერესი სპეცსამსახურები ჰყავს, მათ იციან რეალური საზოგადოებრივი განწყობა უკრაინაში, რა ვითარებაა ქვეყანაში, როგორია მისი მაჯისცემა პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ისიც იციან, როგორია ზელენსკის ნამდვილი რეიტინგი.

ეს გამოუცდელი სცენის მსახიობი ზელენსკი ნუ უპირისპირდება იმ მძლავრ ძალას, რასაც წარმოადგენს შეერთებული შტატები, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში. დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება იყო ამერიკის გადასახადის გადამხდელთა ფულის მაქსიმალურად მომჭირნეობა და ამ თანხების ამერიკაში დაბანდება. ტრამპს პრეტენზიები ჰქონდა როგორც უკრაინაში გაგზავნილ მილიარდებთან, ასევე, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთანაც, რომლის მუშაობაც შეაჩერა. ილონ მასკის ხელმძღვანელობით დაერია ყველა სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც ფულს უყაირათოდ ხარჯავდა. ირკვევა, რომ კიევში გაგზავნილი 350 მილიარდიდან ნახევარზე მეტი არ იციან, სად გაქრა არც ამერიკაში და არც ევროპაში. შესაძლოა, კიევში იციან გამქრალი თანხების შესახებ, მაგრამ მალავენ. წარმოიდგინეთ, რა კოლოსალურ ფინანსებზეა საუბარი. სად დაიხარჯა ეს ფული მაშინ, როდესაც, სამწუხაროდ, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია უკრაინის არმიამ?! ფულის მანქანა ტყუილად იყო ჩართული ევროპიდან და ამერიკიდან. ამავე დროს, ძალიან სერიოზულ ევროპულ გამოცემებში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ კოლოსალურად გამდიდრდნენ ზელენსკის გარემოცვის წევრები, თავად ზელენსკის ოჯახი. სად წავიდა ეს ფული, როცა უკრაინელი მაღალჩინოსნის ხელფასი ვერ გასწვდებოდა ფუფუნების ასეთ ნივთებს, მანქანებს, ვილებს?!“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.

მანვე განმარტა, რომ ამერიკული ფულის ეკონომიის გარდა, ტრამპის კიდევ ერთი დაპირება იყო, რომ ამერიკელებმა ირიბად თუ პირდაპირ არ უნდა იბრძოლონ მსოფლიოს მასშტაბით და ამერიკული სამხედრო მანქანა კონცენტრირებული უნდა იყოს თავად ამერიკის საზღვრების დაცვაზე. მასობრივად დაიწყო კიდეც უკანონო იმიგრანტების გაძევება ამერიკიდან. ტრამპს არანაირად არ სურს ევროპაში ომი, შფოთი იქიდან გამომდინარე, რომ თავად ევროპულ სახელმწიფოებს არც შნო აქვთ, არც რესურსი, დაიცვან საკუთარი თავი. მათ შორის, არც ნატოს მეშვეობით ხელეწიფებათ ამის გაკეთება. ამიტომ ამერიკის ხელისუფლება, ითვალისწინებს რა თავისი ხალხის ინტერესებს, არ აპირებს, მუდმივად მის კისერზე იყოს ჩამოკიდებული ევროპა სამხედრო თვალსაზრისით.

სამარცხვინო სპეკულაციაა, თითქოს ტრამპი და პუტინი ერთმანეთის მოკავშირეები გახდნენ. ეს ასე არ არის. შესაძლოა, დროებით რაღაც თემებზე თანხმდებოდნენ, რასაც ჰქვია უკრაინაში ომის დასრულება და მშვიდობა აღმოსავლეთ ევროპაში, შესაძლოა, ასევე, თანხმდებოდნენ, რომ ჰქონდეთ ერთობლივი საინვესტიციო პროექტები, რაც უკვე გაცხადდა საუდის არაბეთში, მაგრამ, ზოგადად, ზესახელმწიფოებს, ერთმანეთთან დაპირისპირების მიუხედავად, ყოველთვის აქვთ საერთო ინტერესები, რაც უწინარესად ეკონომიკური სარგებლიდან გამომდინარეობს. ეს იქნება ამერიკა თუ ჩინეთი, რუსეთი თუ ჩინეთი, რუსეთი თუ ევროპა და ა.შ. ამიტომ ზელენსკის გაჯიუტება, რომ ის არ წავა პრეზიდენტის პოსტიდან და მისი მხრიდან იმის მტკიცება, თითქოს მაქსიმალური რეიტინგი გააჩნია, არაფერს ნიშნავს ვაშინგტონისთვის. ვაშინგტონს აქვს უძლიერესი ბერკეტი, რასაც ჰქვია სამხედრო ფინანსური დახმარება. თუ ეს დახმარება გადაიკეტა, ევროპა ვერ შეძლებს, გასწვდეს უკრაინის მოთხოვნებს. შესაბამისად, უკრაინაში არა მარტო სახელმწიფო აპარატი ჩამოიშლება, შეიძლება კიდევ უფრო უარესი ეკონომიკური კრიზისიც დაიწყოს, ვიდრე ახლაა, - აღნიშნა გია აბაშიძემ.

 

Aburjga Tasmanieli ფორ.გე როცა თქვენ, ვინც საკუთარ თავს უკრაინელებს ეძახით, რუსი და რუსეთი მტერი გგონიათ და ბრიტანელები და გერმანელები თქვენი ბიძაშვილები, როცა თქვენ გამოერკვევით თქვენი შიზოფრენიული ბოდვებისაგან, მტრისა და მოყვარის გარჩევას ისწავლით, უკრაინის სახელმწიფოს შემქმნელების- ლენინის და სტალინის ძეგლებსს დადგამთ ხრეშჩატიკზე, მაშინ ომიც შეწყდება და უკრაინაც მშვიდად იარსებებს, როგორც დიდი რუსეთის ერთი მნიშვნელოვანესი ორგანიული ნაწილი! მშვიდად მანამ თქვენი „ბიძაშვილ-მამიდაიშვილი“ ანგლოსაქსები, შვედები, პოლონელები და ავსტრიელები კიდევ ერთხელ არ დაგაბოლებენ!
18 საათის უკან