„ფანატიკური სიძულვილი იყო ის რიტუალი, რომელიც ვნახეთ, სატანისტებსაც ეს მიდრეკილება აქვთ - აგრესია, ვიღაცის როგორც რეალური ასევე, სიმბოლური მოკვლა სიამოვნებთ“

„ფანატიკური სიძულვილი იყო ის რიტუალი, რომელიც ვნახეთ, სატანისტებსაც ეს მიდრეკილება აქვთ - აგრესია, ვიღაცის როგორც რეალური ასევე, სიმბოლური მოკვლა სიამოვნებთ“

რუსთაველზე მარშებს აშკარად დაეტყო ფსიქოზის ელემენტები, რაც იმის ნიშანია, რომ მარცხით გამწარებულნი ყველნაირ რადიკალურ ქმედებაზე არიან წამსვლელნი. არაერთი რიტუალი ვანხეთ, მათ შორის მაცხოვრის გამოსახულებით კუბოს დაწვა, სადაც ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო ჩასვენებული; ე.წ. მჩხიბავები, რომლებმაც მათთვის დამახასიათებელი რიტუალი ჩაატარეს; სისხლისფრად შეღებილ ინსტუმენტზე დაკვრა და ამის ფონზე ცეკვა; ახლა ახალი იდეა გაჩნდა - „სად წავიდეს ბიძინა - კუბოში!“; „ცეცხლი ოლიგარქს“; „სიკვდილი ქოცებს“; „ამოწყდით ქოცებო“; „გადაშენდით ქვეყნიდან ქოცებო“ - ასე გამოიყურება ქართული რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები.

გარდა იმისა, რომ რადიკალები აგრესიის სხვადასხვა ფორმას იყენებენ, ერთ-ერთი სცენარი არის სატანისტური რიტუალები და ამას ადასტურებს 18 თებერვალს რუსთაველის გამზირზე დადგმული ე.წ. პერფორმანსი - კუბოში ჩასვენებული ივანიშვილის ფიტული, რომელსაც სუდარის ნაცვლად აშშ-ის დროშა გადააფარეს, დოშაზე კი ვითხები იყო ამოქარგული.

კუბოს გარშემო შეკრებილმა რადიკალებმა ე.წ. საპატიო ადგილას დააყენეს ორი მცირეწლოვანი ბავშვი, როგორც „ჭირისუფალი“.

ცხადია, ამ პროცესში უნდა ჩაერთონ ფსიქოლოგები და ფსიქიატრები, მათ შორის სოციალური სამსახური, რადგან იმავე აშშ-ში ასეთ დროს სოციალური მუშაკი მშობლებს კანონის ძალით ჩამოართმევს ბავშვებს და გადაჰყავთ ბავშვთა სახლში.

უმეტეს შემთხვევაში ამ სატანური რიტუალის მონაწილეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ნიღბის ტარება დასჯადია, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მოძრაობენ ქუჩებში. ეს ყველაფერი კი კარგად დაფინანსებულია. ახლა გამოძიებამ უნდა თქვას, ვინ დგას ამ რიტუალების უკან.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, აშშ-ის დროშის დაწვა და შემდეგ გერმანიის და ევროკავშირის დროშის აღმართვა, ეს უფრო ფსიქოლოგის და ფსიქიატრის თემაა. ანალიტიკოსს აქვს განცდა, რომ ეს არის უცხო სახელმძღვანელოდან გადმოტანილი საკმაოდ ცუდი სცენარი, რომელიც ქართულ სინამდვილეში არ მუშაობს და არც იმუშავებს.

„რაც შეეხება თვითონ ფაქტს, როდესაც კუბოზე გადააფარეს აშშ-ის დროშა, ამით უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ რადგან სანქციები შემოიღეს ივანიშვილის წინააღმდეგ, აშშ გახდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავე. მაგრამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს და ეტყობა, ეს უცოდინარობის ბრალია. აშშ-ის დროში გადაფარება სასახლეზე, ეს არის პატივის მიგება. ბოლომდე მაინც ვერ გაერკვნენ დროშის გადაფარებას რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. მათი სცენარი ასე გავიგე - ივანიშვილი და აშშ-თან მოკავშირეობა არის შეუთავსებელი რამ.

საერთოდ, მთლიანობაში, ეს ყველაფერი ამაზრზენ შთაბეჭდილებას ტოვებს. სოციალური ქსელებით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოებაში ამან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ზოგადად, ჩვენ ქართულ ყოფიერებაში, ცნობიერებაში, რალობაში ასეთი საქციელი, რასაც ეს ხალხი ავლენს, არის მიუღებელი. ეს ხომ არაა პირველი შემთხვევა, გვახსოვს ასევე მაცხოვრის გამოსახულებით კუბოს დაწვა, სადაც ივანიშვილის ფიტული იყო. სექტანტური რიტუალი ცეცხლის დანთების და ა.შ. ეს ყველაფერი ამ პატარა ჯგუფს, რომელიც ამ აქციებს მართავს, ქართული საზოგადოებისგან აშორებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ქართული საზოგადოება თვლის, რომ ის ყველაფერი, რაც ხდება რუსთაველზე, მისთვის არის უცხო, მიუღებელი, გარედან იმპორტირებული და შესაბამისად, იწვევს გაუცხოებას, რაც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ვერ გროვდება ხალხის საკმარისი რაოდენობა.

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ფსიქოლოგია იცნობს ინდუქცირებულ ისტერიულ ფსიქოზს, რომელიც ფანატიკურად განწყობილ ადამიანებს გადაედებათ. ასეთი გადადება ცნობილია როგორც ე.წ. ფსიქიკური ეპიდემიები, რაც არ არის იშვიათობა.

„ასეთი ფსიქიკური ეპიდემიები ორი სახის აგრესიაში გადადის - ერთი, ფანატიკური სიყვარული და მეორე ფანატიკური სიძულვილი. აი, ეს სიძულვილით აღგზნებული მასები ზეიმებს აწყობდნენ ჩამოხრჩობის რიტუალების დროს, მათთვის ეს სასიამოვნო საყურებელი იყო, იმიტომ კი არა, რომ ის ადამიანები კონკრეტულად მათ რამეს ვნებდა, მაგრამ ვიღაცის მოკვლა, ჩაწიხვლა, განადგურება არის პირობები, როცა ადამიანებს სიამოვნებთ. არის ეს პრობლემა და ეს არ არის ქართული პრობლემა. ეს ადამიანის გონების პრობლემაა. ქართული პრობლემა არის ის, რომ იმდენად კულტივირებულია ჩვენთან ემოციური ცხოვრება - სიყვარული და სიძულვილი, იმდენად ზღვარს იქით არის გადასული ერთიც და მეორეც, რომ ვიღებთ ფანატიკურ სიყვარულსაც და ფანატიკურ სიძულვილსაც, რომლის მაგალითი იყო ის რიტუალი, რომელიც გუშინ ვნახეთ და ადრეც. ამას სატანისტურ რიტუალს ეძახიან, რაც ნაწილობრივ სწორია, იმიტომ რომ სატანისტებსაც ეს მიდრეკილება აქვთ, აგრესია სიამოვნებთ, ვიღაცის მოკვლა სიამოვნებთ და სიამოვნებთ როგორც რეალური მოკვლა, ასევე სიმბოლური. ვიცით, რომ სატანისტები კლავენ ადამიანებს, მაგრამ მათ რიტუალები აქვთ, სადაც ასეთი მოკვლის სცენა არის გათამაშებული და უხარიათ ამ რიტუალის ყურება. აი, ამისკენ მიდის ჩვენი საზოგადოების რაღაცა ნაწილი. ეს ფსიქოლოგიური ეპიდემია ისეთივე ეპიდემიაა, როგორც ყველა ეპიდემია“, - აცხადებს ფსიქოლოგი.

რაც შეეხება აშშ-ის დროშისთვის სუდარის ფუნქციის მინიჭებას, რამაზ საყვარელიძის განცხადებით ქართულ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეოჩანაწერი მიტინგიდან, როდესაც ხანდაზმული ადამიანი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი არის სატანის მოციქული.

„დღევანდელი ამერიკის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისტული მანქანა იწყებს მუშაობას და უკვე მოქმედებს - ვხედავთ, რომ ამ მანქანაში ბენზის ასხამენ. ლიბერალურად განწყობილი ამერიკელებიც ვიცით, შაჰინის გამოსვლაც ვნახეთ და ევროპელებისაც. უკვე ქართულ საზოგადოებაშიც ძალიან ხშირად გაიგონებთ ფრაზას - ოთხ წელიწადს, ალბათ, მოვახერხებთ, რომ მოვითმინოთ და მერე რამე შეიცვლება. ანუ, ბევრი ადამიანისთვის მართლაც ეკოლოგიურად აუტანელი არის ის რეალობა, რაც შემოიტანა ტრამპმა. ანუ, მათ მიმართ აგრესია, ვინც მხარს უჭერდა „ნაციონალურ მოძრაობას“ - ოპოზიციას. ეს ხომ ქართული პოლიტიკური რეალობიდან გაკეთებული რეაქციაა, თორემ ამერიკა სულ არ აინტერესებს იმათ, ვინც ამ დროშის იდეა წამოაყენა. მათ ქართული რეალობა აინტერესებთ, რადგან ქართული რეალობისთვის არახელსაყრელი ძალა მოვიდა, ამიტომ მიდის დაპირსპირება ამერიკასთან“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე განცხადებით, ჩვენი ოპოზიციისთვის და მათი მომხრეებისთვის ისევე მისაღებია ლიბერალიზმი, როგორც ევროპელი ლიბერალებისთვის, მიუხედავად იმისა, რა ფაქტები იდება.

„ტრამპმა დაადასტურა რომ 300 წელს გადაცილებულ ადამიანებს ურიცხავდნენ შემწეობის ფულს, ამიტომ თქვა, რომ ამერიკა კორუმპირებულიაო. მაგრამ ოპოზიციის მხარდამჭერები მაგ ტიპის ფაქტებს ვერ ხედავდნენ. ისევე, როგორც ვერ ხედავდნენ პოლიციას როგორ გაარტყა ხელი ამაღლობელმა, მაგრამ იმას ხედავდნენ, რომ შიმშილობდა. ზუსტად, ერთ კადრში მოქცეული პრობლემის ერთ ნაწილს ხედავენ და მეორეს არა. რომ დაიჭირეს, იმას ხედავენ და რატომ დაიჭირეს იმას არა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

Aburjga Tasmanieli ეს რასაც ეს ნაძირალები თბილისის ქუჩებში სჩადიან უკვე ფსიქოზი კი არა შიზოფრენიაა! ბმული
1 დღის უკან
კანუდოსელი როდემდის, როდემდის ეს სიმახინჯე? რას დაამსგავსეთ რუსთაველის??? ხელისუფლებავ, გაინძერი!
1 დღის უკან
sapiqrali პატარა ბავშვებს პატრონი არ ყავთ? მათ რას ერჩიან? რატომ უმახინჯებენ ფსიქიკას? ჩემი აზრით ეს იდიოტები ყველანი უნდა შეყარონ ფსიქიატრიულში და აბი გლუკოზათი უმკურნალონ.
1 დღის უკან
tamara ეს რა ხდება! ამათ ჭკუა აღარ მოეკითხებათ,მაგრამ რა დავაშავეთ ჩვენ, როდემდე გვეყოფა ამათი თმენის უნარი.
1 დღის უკან
მარბიელი აქ ის ხალხია, რომლებიც "ჩემი ფუჩუ ჩემიას" ყვიროდა, რომლებიც პარლამენტის წინ ფსამდა, რომლებიც საჭმელში ჩაფურთხებისკენ მოუწოდებდნენ ... და მათ უკან ვინ დგას? გვარამია, ხაზარაძე, სამადაშვილი, დეკანოიძე, ხაბე, გიგაური, პატარაია ... რა გიკვირთ?
13 საათის უკან