კვერცხის ბუმერანგის ეფექტი

კვერცხის ბუმერანგის ეფექტი

საპროტესტო აქციები საქართველოში უკვე 83- დღეა გრძელდება, მოთხოვნები უცვლელია: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება. 18 თებერვალს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სიმბოლურ ნიშნად, შავი საჰაერო ბურთები მიიტანეს. როგორც მოქალაქეებმა აღნიშნეს, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ასევე მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან მუდმივი წნეხი: არ გავჩერდებით ბიძინა ივანიშვილის სურვილის მიუხედავად. დიდი აქციები წინ არის.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და საქართველოსთვის ლიდერს გიორგი გახარიას თბილისის აეროპორტში მოქალაქეები დახვდნენ, რომლებმაც მათ კვერცხები დაუშინეს. როგორც გიორგი გახარია აცხადებს, აღნიშნული პირებიქართული ოცნებისდავალებით მოქმედებდნენ. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით კი, ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, ხოლო შემდგომ უკვეოცნებისმიერ გამართლებული იყო ძალადობა პრეზიდენტის მიმართ. სალომე ზურაბიშვილის თქმითვე, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გამოძიება.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თავად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ არის შემოღებული კვერცხების სროლის უფლება:

კვერცხის სროლა დააკანონა თავად იმ ძალამ, რომელსაც ჰქვია კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა - თურმე კვერცხის სროლის უფლება უფლება ჰქონია მხოლოდ და მხოლოდ ნაცმოძრაობას. სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია რასაც აკეთებენ, ამას ყორღანაშვილები, ბერბიჭაშვილები და ორჯონიკიძეებიც კი არ აკეთებდნენ - ესენი არიან საქართველოს მოღალატეები. ახლა არ ხდება ის, რომ ჯარი იქნას ჩამოყვანილი, როგორც შუა საუკუნეებში დარბოდნენ და დამპყრობლებს სთხოვდნენ შემოსულიყვნენ, საქართველო და ქართველი ხალხი დაესაჯათ, თორემ სწორედ ამას ითხოვენ, როდესაც მიდიან ბრიუსელში, როდესაც დადიოდნენ ვაშიგნტონში. თავად სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებდა ხალხს, მოლოტოვის კოქტეილები ესროლეთ პოლიციელებსო და ერთ-ერთი ტერორისტი გრიგორიადისი სწორედ მან შეიწყალა, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

ქართული ოცნების ლიდერებმა მომხდარი ფაქტი დაგმეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი რამ ყოვლად მიუღებელია. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს სიძულვილის გარემო შექმნილია გარედან, მათ შორის უცხოური დაფინანსებით:

აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტია. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ფაქტებზე ყველას ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ, ყველამ გააცნობიეროს, განსაკუთრებით, ეს ეხება დონორებს და ზოგიერთ ელჩს, რომელიც საქართველოში თესავს ზიზღის, აუტანლობის, განხეთქილების გარემოს. ამას აკეთებენ დაფინანსებით. ნაცვლად იმისა, რომ მორალი უკითხოს ევროკავშირის ელჩმა, ჩემი მოლოდინი იქნებოდა, რომ გაასაჯაროოს ევროკავშირის თითოეული ცენტის დაფინანსება საქართველოში.

განსაკუთრებით, ეს ეხება ევროპის დემოკრატიის ფონდს [EED], რომლის ფულიც ზუსტად რადიკალიზმის გაღვივებაში იხარჯება; რომლის ფულიც ექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსებაში იხარჯება. ეს ყველაფერი მან კარგად იცის, ცენტობითა და პროექტებით იცის და ამას არ უმხელს ქართველ ხალხს. ამიტომ თუკი ვინმეს მორალზე სურს საუბარი, სჯობს, ყველამ დაიწყოს საკუთარი თავიდან. უთხრას ქართველ ხალხს რაში იხარჯება ეს ფული.

თუკი გაბედავენ და გაასაჯაროებენ EED-ის დაფინანსებას საქართველოში, იქ ამოიკითხავთ ყველაფერს. ნახავთ ვინ აფინანსებდამოლოტოვის კოქტეილებისკამპანიას და როგორ იქმნებოდა საქართველოში სიძულვილის გარემო. ნახავთ როგორ აფინანსებდა ევროკავშირის ევროპის დემოკრატიის ფონდი პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საქართველოში ზიზღის და განხეთქილების დამნერგავები არიან. აქ იქნება პასუხი, რომ ეს გარემო იქმნებოდა, მათ შორის, უცხოური დაფინანსებით.

რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი ფაქტი, ყველამ უნდა დაგმოს ასეთი ფაქტი. ეს სიძულვილის გარემო შექმნილია გარედან. ეს არის გარედან თავსმოხვეული სიძულვილის გარემო, რომელიც შექმნილია, მათ შორის უცხოური დაფინანსების, მილიონების ჩასხმით იმისთვის, რომ საზოგადოება ერთმანეთს წაკიდონ“,- განაცხადა პაპუაშვილმა

რაც შეეხება მიმდინარე საპროტესტო აქციებს, გვენეტაძის შეფასებით, პროცესები მილევადია.

დადიან - ჯერჯერობით კიდევ აქვთ შემორჩენილი ის ფულები - ოკეანის გაღმა კიდევ აქვთ ვალდებულებები და იმედი აქვთ, რომ ტრამპს და მის ადმინისტრაციას დაამარცხებენ. როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ჭყონიასმაგვარი .. ბიზნესმენები ურიცხავენ აქციის ორგანიზატორებს ფულს საქართველოს ასაოხრებლად, მაგრამ ვხედავთ, რომ შემოაკლდათ ფული და შესაბამისად, შემოაკლდათ მომიტინგეები, ეს მილედავი პროცესია - ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის, - დასძინა ედიშერ გვენეტაძემ.