აღმოსავლელი ქალების სილამაზის საიდუმლო

აღმოსავლელი ქალების სილამაზის საიდუმლო

მაინც, რაში მდგომარეობს ეს საიდუმლო? გაგიკვირდებათ, მაგრამ, ერთ აღმოსავლურ ანდაზაში: „შენ ხარ ის, რითაც იკვებები”. ყველაფერი დანარჩენი კი, რაც აღმოსავლეთში იციან - ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საიდუმლო, თითოეული მათგანის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ამიტომაც არიან აქტიურები, შემართულები და სიცოცხლის მოყვარულები. ამ ყველაფერს კი ემსახურება „ტოპ-პროდუქტები”, რომლებიც ზემოთ მოყვანილ ბრძნულ ანდაზას ამართლებს.

1. პარკოსნები - სასარგებლო მცენარეული ცილების წყარო;

2. ბადრიჯანი - ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;

3. მწვანე ბარდა შეიცავს ცილებსა და ძალზე საჭირო, მნიშვნელოვან ამინომჟავებს;

4. კარი აქვეითებს მადას, შლის ცხიმოვან უჯრედებს, ხელს უწყობს წონის გაკონტროლებას;

5. გუნჯუთის, იგივე სესამის (მცენარეა) ზეთი - ხელს უწყობს გახდომას. ეხმარება ორგანიზმს საკვების ათვისებაში.

6. წიწაკა „ჩილი” - ნულამდე დაჰყავს კალორიები და აჩქარებს გახდომის პროცესს.

7. ლიმონის ფოთლები - კერძს აძლევს განუმეორებელ გემოს. მდიდარია C ვიტამინით და ორგანიზმზე მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი.

8. ბაზილიკი - დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

9. ფრუქტოზა (ხილის შაქარი) - სასიამოვნო გემოს აძლევს ჩაისა და ყავას. აძლიერებს ორგანიზმს და ხელს უშლის წონის მატებას.

10. იმბირის ფესვი - აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს გახდომას.