დედამიწა კოსმიური ქარიშხლის დარტყმის ქვეშ მოექცა (ვიდეო)

დედამიწა კოსმიური ქარიშხლის დარტყმის ქვეშ მოექცა (ვიდეო)

გეომაგნიტური ცვლილებების მიზეზი, მზეზე ამოფრქვევების მთელი სერია გახდა. მეცნიერების განმარტებით, პლანეტას თავს ელექტრონებისა და პროტონების ნამდვილი ნიაღვარი დაატყდა. არ არის გამორიცხული, ამან გავლენა კავშირგაბმულობაზეც მოახდინოს. მედიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში, ყურადღება მიაქცონ საკუთარ ჯანმრთელობას. მაგინიტურმა ქარიშხალმა, შესაძლოა წნევის ცვალებადობა გამოიწვიოს, ტაქიკარდია, თავის ტკივილი და უძილობა. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს ბოლო დროს დაფიქსირებული, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია.