ალექსეი გონჩარენკო უკრაინაზე: კეთილი იყო თქვენი მობრძანება ჩრდილოეთ კორეაში, მეგობრებო!

ალექსეი გონჩარენკო უკრაინაზე: კეთილი იყო თქვენი მობრძანება ჩრდილოეთ კორეაში, მეგობრებო!

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინა ჩრდილოეთ კორეას შეადარა, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკის კიმ ჩენ ზე უწოდა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩრდილოეთ კორეაში, მეგობრებო! იცვით, სანამ აქ სხდომას ვატარებდით, ლიბერტარიანობამ უკრაინა ჩრდილოეთ კორეად გადაიქცა. შეხედეთ თავად, რა გვაქვს. საზღვრები დაკეტილია, ყველა ტელეარხი ხელისუფლების მიერაა კონტროლირებადი, გვყავს ბელადი კი ჩენ ზე“, - თქვა გონჩარენკომ.

სიტყვით გამოსვლისას მან ირონიულად შესთავაზა დეპუტატებს მეცნიერული კომუნიზმის მსგავსად მეცნიერული ზელენიზმის კათედრის დაარსება. გარდა ამისა, უკრაინელი დეპუტატის მტკიცებით, უკრაინაში სამხედრო კომუნიზმიც არის.

დეპუტატის თქმით, უკრაინის ხელისუფლება კერძო საკუთრებას პატივს არ სცემს და დაკავებულია იმით, რომ მეწარმეების წინააღმდეგ სანქციები შემოაქვს და მათ ქონებას ძარცვავს.

 

თომა 🤣🤣🤣🤣
4 საათის უკან
კანუდოსელი აბა თქვენ იცით, დაჭამეთ ერთმანეთი. ჯერ კიდევ სად ხართ, ხახოლებო.
4 საათის უკან
ლაზი ეს ის ტიპი არ არის, ჩვენ რომ გვაძალებდა, სამაჩაბლოში გაისეირნეთო!? ახლა აღარ მოსწონს ზელენსკი, ხომ!
3 საათის უკან