ლევან ნიკოლეიშვილი პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე: გამოიკვეთა მთელი რიგი საინტერესო დეტალები, მივაწოდეთ მტკიცებულებები

ლევან ნიკოლეიშვილი პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე: გამოიკვეთა მთელი რიგი საინტერესო დეტალები, მივაწოდეთ მტკიცებულებები

გამოიკვეთა მთელი რიგი საინტერესო დეტალები, მივაწოდეთ მტკიცებულებები, - განუცხადა ჟურნალისტებს უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.

„გარკვეულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შექმნეს ქვეყანაში ერთგვარი ხელოვნური ქაოსი, კრიზისის მომენტები, რყევები. მიმდინარეობდა რევოლუციური სცენარების განხორციელების მცდელობა. ამ საკითხებში იყვნენ ჩართულები გარკვეული უცხოელი აქტორებიც და დამფინანსებლებიც. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს დესტაბილიზაციის მცდელობა. მშვიდობა არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენ გაგვაჩნია და ქვეყნის კარგად განვითარების საშუალება უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

პროკურატურამ სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე, საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე გამოძიება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო.