არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრთან ბევრი საკითხი იქნა განხილული, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და პროექტებზე, რომელიც ხორციელდება საქართველოში.
„არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განგვეხილა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ის პოზიტიური დინამიკა, რაც არის ჩვენს ქვეყნებს შორის. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, იმ პროექტებზე, რომელიც ხორციელდება საქართველოში, ასევე ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე. ბევრი საკითხი იქნა განხილული, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში. ინტერესი არის საკმაოდ დიდი და ეს ინტერესი და პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.