თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.
როგორც მან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე განაცხადა, წინა ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანას ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დააკარგვინა.
„ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო იმ დანაშაულების გამოძიება, რომლებიც წინა ხელისუფლებამ და მასთან ასოცირებულმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა თუ პიროვნებებმა ჩაიდინეს. არავის უნდა ეპატიოს მაგალითად, ქვეყნის ტერიტორიების ჩაბარება რუსეთზე.
მათი ბინძური, უგუნური, გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების გარკვეული ნაწილი. განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაღუპული გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, უმძიმესი შედეგები მივიღეთ და ეს ჭრილობები ჯერაც არ მოგვიშუშებია. შესაბამისად, ამ მოღალატეობრივ ქმედებებზე ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოღვაწეობის შავ-თეთრი? თუ მაშინ ენჯეოები არ იყვნენ სხვათა ინტერესების გამტარებლები? :))
იქნებ ისაა გარკვეული რაში ეხმარებოდა ნაცებს ივანიშვილი? რაში თანამშრომლობდა მათთან კალაძე? რას აკეთებდნენ ნაცებში ყოფნისას მიქანაძე, ენუქიძე და სხვანი და სხვანი?
სხვის თვალში ბეწვის ძებნას, იქნებ საკუთარში დირე მოიძიოთ? ან იქნებ ისეთი თემები ნახოთ, სადაც მართლა წელგამართულები ხართ? ცოტა არაა