ევროპარლამენტარი ონდრეი დოსტალი: ევროპარლამენტში უმრავლესობას ერჩივნა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისს მოეგო, თუმცა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა

ევროპარლამენტარი ონდრეი დოსტალი: ევროპარლამენტში უმრავლესობას ერჩივნა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისს მოეგო, თუმცა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა

ევროპარლამენტში უმრავლესობას ერჩივნა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისს მოეგო, თუმცა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ონდრეო დოსტალიმ.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპმი ამერიკის კეთილდღეობისთვის ისწრაფვის და არა ევროპის კეთილდღეობისთვის.

„ევროპარლამენტში უმრავლესობას ერჩივნა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისს მოეგო, თუმცა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. დონალდ ტრამპმი კი ამერიკის კეთილდღეობისთვის ისწრაფვის და არა ევროპის კეთილდღეობისთვის. ამიტომ, მასთან ურთიერთობაში უნდა ვიყოთ ძლიერი მომლაპარაკებლები და გვქონდეს სათადარიგო გეგმა, თუკი ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები არ გაამართლებს. ვფიქრობ, შევძლებთ ამერიკასთან მშვიდობიანი და ორმხრივად სარგებლიანი ურთიერთობის გაგრძელებას და სავაჭრო ომი მხოლოდ რიტორიკით შემოიფარგლება და არა რეალური ქმედებებით“, - აღნიშნა ონდრეო დოსტალიმ.