დავით მათიკაშვილი: ჩვენ ვიცით, რომ შემოდინებული თანხების დიდი ნაწილი, ვითომ რომ თანხმდებოდა ხელისუფლებასთან და ისე იხარჯებოდა, არის სრული ტყუილი

დავით მათიკაშვილი: ჩვენ ვიცით, რომ შემოდინებული თანხების დიდი ნაწილი, ვითომ რომ თანხმდებოდა ხელისუფლებასთან და ისე იხარჯებოდა, არის სრული ტყუილი

ჩვენ ვიცით, რომ შემოდინებული თანხების დიდი ნაწილი, ვითომ რომ თანხმდებოდა ხელისუფლებასთან და ისე იხარჯებოდა, არის სრული ტყუილი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„იგივე USAID-ის მიერ აქ დახარჯული თანხების საკმაოდ დიდი ნაწილი NED- ის ანგარიშზე გადადიოდა და მისი მიზნობრიობა თანხების ხარჯვისა არის სრულიად გაუმჭვირვალე. იმ მოცულობა პროექტებში იყო კონკრეტული მცირე რაოდენობის დანიშნულების პროექტები, მაგალითად სოფლის მეურნეობის დაფინანსების და ა.შ. რომელთა ხვედრითი წილი იყო მიზერული. დანარჩენი ყველა თანხა, რომლის დასათაურებაც იყო ძალიან კეთილშობილი, ამ დასათაურების ქვეშ მძიმე და მავნებლური მიზნებით ხდებოდა ამ თანხების ხარჯვა.

თქვენ გახსოვთ ის ტრენინგები, რომელიც საქართველოში ტარდებოდა, რაზეც ჩვენ არაერთგზის ვსაუბრობდით. გვახსოვს ბაკურიანში შეკრებები, სადაც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას ასწავლიდნენ ახალგაზრდებს ნაცვლად იმისა, რომ დემოკრატიის განვითარებაზე, თავისუფალი აზრის გამოხატვასა და საჯაროობაზე ყოფილიყო საუბარი.

დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია აწარმოებს, თუკი შენარჩუნდება და ძალაში დარჩება, წინ არაფერი არ უდგას იმ კეთილი მიზნებით სხვადასხვა ქვეყანაში დონორი ორგანიზაციების მიერ თანხების დახარჯვას, მაგრამ გამოცდილება და პრაქტიკა ჩვენ აბსოლუტურად საწინააღმდეგოს გვეუბნება“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.