„გახარია შევა პარლამენტში“ - რატომ რჩება გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში?!

„გახარია შევა პარლამენტში“ - რატომ რჩება გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში?!

ოთხ ოპოზიციურ პარტიას, 49 დეპუტატს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვისდაძლიერი საქართველოსწევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს. თუმცა, ამის ფონზე, საკანონმდებლო ორგანოში 12 მანდატით პარტიაგახარია საქართველოსთვისრჩება. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, მაგრამ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.

გიორგი გახარიას ოპონენტები მიიჩნევენ, რომ თუკი პოლიტიკური პარტია დღევანდელ პარლამენტში რჩება, ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისრუსული პროექტია.

რჩები პარლამენტში?! - ხარ ბიძინას რუსული პროექტი!“, - დაწერაძლიერი საქართველოსლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გახარიას გაცნობიერებული აქვს, რას ნიშნავს სადეპუტატო მანდატის დატოვება და სწორედ ამიტომ არ დგამს ამ ნაბიჯს. მისი შეფასებით, შესაძლოა დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიდან კონკრეტულ პოლიტიკოსებს საკანონმდებლო ორგანოში დარჩენის სურვილი ჰქონდეთ, თუმცა ამის შესახებ ღიად საუბარს ვერ ბედავენ.

გახარია არ არის ბრიყვი, ის მიხვდა, რომ მისი პარტია გარეთ დარჩენის შემთხვევაში ვერაფერს გააკეთებს - არ ექნება დაფინანსება, არ ექნება პოლიტიკაში მოღვაწეობის ფაქტობრივი უფლება. გახარია გრძნობს, რომ ის პროცენტები, რაც არჩევნებში აიღო, აღარ ექნება ახლო მომავალში. ამასთან, ვერ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში. გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა უკან მოსახედი გზა, მეტყველებს იმაზე, რომ მას გაცნობიერებული აქვს რა შესაძლებლობები არსებობს პარლამენეტში მოღვაწეობის შემთხვევაში.

დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა გააკეთებს უდიდესი სიბრიყვე - შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ოცნებამ მას ჩაუტარა მასტერკლასი - ამ ოპოზიციურ პარტიებში არის ბევრი დამნაშავე, ანუ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრები, რომელთა დანაშაულებებზეც ხდება საგამოძიებო კომისიის შექმნა. ამ ოპოზიციურმა პარტიებმა დაამტკიცეს, რომ ისინი არ არიან დამოუკიდებელი სუბიექტები. დარწმუნებული ვარ, იმ პარტიებში ბევრი არის, ვისაც პარლამენტში შესვლა უნდოდა, მაგრამ იმდენად ეშინიათ შიდა და გარე პატრონების, რომ ამას ვერ აკეთებენ. შეიძლება ითქვას, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა დამთავრებულია და ის ჩაწვა პოლიტიკურ სამარეში, საიდანაც ვეღარასოდეს ვეღარ წამოდგება, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

მისი პროგნოზით, საბოლოო ჯამში, გიორგი გახარიას პარტიას პარლამენტში ვიხილავთ:

მგონია, რომ გახარია შევა პარლამენტში და მისი პარტიის წევრები იქნებიან საკანონმდებლო ორგანოში. ვფიქრობ, რომ გახარია ასეთ კატასტროფულ შეცდომას არ დაუშვებს, რაც სხვებმა დაუშვეს, ყოველ შემთხვევაში, არ უნდა დაუშვას, მაგრამ ყველაფერია მოსალოდნელი. გახარიაც იმ ჯოგის წარმომადგენელია, რისიც კოლექტიური ნაცმოძრაობა - კარგად გვახსოვს, როდესაც ნაცმოძრაობას ეუბნებოდა, მე თქვენ დაგასრულებთო და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მან კოალიცია ნაციონალურ მოძრაობასთან შექმნა, - დასძინა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან საუბარში.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის, საუკეთესო ვარიანტი იქნება თუკი პარტიაგახარია საქართველოსთვის როგორცნაციონალური მოძრაობისბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტში მანდატები შეუწყდებათ. მისი შეფასებით, არც ერთი უცხოელი აგენტის ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში. ამასთან, კობახიძემ განმარტა, რა ვარიანტები არსებობს, რომ გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ:

რა თქმა უნდა, მანდატების შეწყვეტას ალტერნატივა არ ჰქონდა, რაც შეეხება გახარიას პარტიას, არც მისი ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში. ზოგადად, არცერთი უცხოელი აგენტის ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში, უნდა იყვნენ ექსკლუზიურად წარმოდგენილი მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ორი თეორიული ვარიანტი არსებობს იმისთვის, რომ მათაც შეუწყდეთ მანდატები, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. პირველი: თუ გააცდენენ ამ სესიის განმავლობაში სხდომებს და მეორე - თუ განცხადებას დაწერენ. ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის, რომ ამ პოლიტიკურ პარტიასაც - „ნაციონალური მოძრაობისამ ბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტში, შეუწყდეს მანდატები“,- განაცხადა კობახიძემ.