„გარკვეული ძალები მუშაობენ, რომ გაზაფხულისთვის ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდეს და ოპოზიციამ შეძლოს პოლიტიკური კაპიტალიზაცია“

„გარკვეული ძალები მუშაობენ, რომ გაზაფხულისთვის ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდეს და ოპოზიციამ შეძლოს პოლიტიკური კაპიტალიზაცია“

ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს საქართველოს პოლიტიკური იზოლაციის და დასავლეთის მხრიდან გარკვეული ზეწოლის ფონზე, ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი შეიქმნას. აღნიშნული გამომდინარეობს საქართველოში განვითარებული პროცესებიდან და კონკრეტული დაფინანსებების შეწყვეტის გათვალისწინებით. ხოლო, მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებობს სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ ხელოვნურად ჩარევის შედეგად, საქართველოში ვითარება გამწვავდეს და დაიწყოს ეკონომიკური ჩამოშლა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეალურად, ოპოზიცია მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში ახერხებს ხოლმე ეკონომიკაზე და ლარის კურსზე ზემოქმედებას. პრემიერ-მინისტრის თქმით, დეკემბერი იყო ამ თვალსაზრისით გამორჩეული, იმიტომ რომ გარკვეული ზიანი მათ ეკონომიკას მიაყენეს.

ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა ორი-სამი პროცენტით იმაზე მეტი, ვიდრე იყო, რომ არა მათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, თუმცა ეს ყველაფერი არის ხოლმე მოკლევადიანი. შესაბამისად, რამე არსებით გავლენას მათი რევოლუციური სცენარები არასდროს ახდენდა ხოლმე ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენას. ამ ოთხი წლის განმავლობაში იყო პარლამენტის არაღიარება, იყო ცნობილი შეთანხმებები, მერე ხელმოწერა, მერე თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც დაუკავშირეს რიგგარეშე არჩევნებს, მერე იყო, მთლიანობაში, ჯამში, ამ ოთხი წლის განმავლობაში რევოლუციის ოთხი მცდელობა და ამ ყველაფერის მიუხედავად, ჩვენ 40 მილიარდით გავზარდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, იყო 50 მილიარდი ლარი და თითქმის გაორმაგდა, გახდა 90 მილიარდი ლარი ამ ოთხ წელიწადში, ოთხი რევოლუციის მცდელობის პირობებში. ეს ნიშნავს რას? რომ რაღაც მოკლევადიანი ეფექტი ლარის კურსზე თუ ეკონომიკაზე მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, რევოლუციურ სცენარებს, შეიძლება, ჰქონდეს, მაგრამ ვერავითარ გრძელვადიან ეფექტს ეკონომიკის დაზიანების კუთხით მათი ეს სცენარები ვერ აღწევს. აქაც იგივე იქნება. დეკემბერში გვქონდა მცირე ნეგატიური გავლენა მათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე, თუმცა მალევე აღდგა ყველაფერი. იანვარი არის ეკონომიკური კუთხით აქტიური და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააქტიურდება პროცესები, მათ შორის, ამ ინვესტიციის გათვალისწინებით და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ცალკეული ბიზნეს სუბიექტები ხშირად ეწევიან ეკონომიკურ საბოტაჟს და საზოგადოებაში პანიკურ განწყობებს თესავენ მოსალოდნელი ეკონომიკური კოლაფსის შესახებ. მისი შეფასებით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გაზაფხულისთვის ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდეს და შემდეგ ამაზე ოპოზიციამ აპელირება მოახდინოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ ქართული ეკონომიკა გაზრდილი იყო 10%-მდე, მაგრამ მას დააკლდა რამდენიმე პროცენტი, რომ ეს მაჩვენებული შესრულებულიყო და აღნიშნული ფაქტი დააბრალა ბოლოდროინდელ პროცესებს, რაც ხდება საქართველოში. თუნდაც ის, რომ ცალკეული ბიზნეს სუბიექტები, მსხვილი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები სისტემატიურად ეწევიან ეკონომიკურ საბოტაჟს იმ ფორმით, რომ საზოგადოებაში თესავენ პანიკურ განწყობებს მოსალოდნელი ეკონომიკური კოლაფსის შესახებ, ეს მოსახლეობის ეკონომიკური ქცევის წესზე მოქმედებს, რადგან ის ცდილობს, მეტი დოლარი დაიმარაგოს შავი დღისთვის სხვა კომპანიები ცდილობენ, რომ დამცავი ღონისძიება გაატარონ და ეკონომიკა არის დაძაბულ მდგომარეობაში ამის შედეგად.

გარკვეული ძალები ძალიან ინტენსიურად მუშაობენ ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, რომ გაზაფხულისთვის ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდეს და შემდეგ ამაზე ოპოზიციამ მოახდინოს პოლიტიკური კაპიტალიზაცია. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია მოიშალოს და ოპოზიციას ამით კიდევ ერთი პოლიტიკური ბერკეტი მიეცეს ხელთ, - განგვიცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

კიდევ ერთი ექსპერტი, რამა საყვარელიძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, ეკონომიკური ჩამოშლის საფრთხე ქვეყანაში არ არსებობს.

ეკონომიკური ჩამოშლის საფრთხეზე არ არის საუბარი, პირიქით, - ზრდის შესახებ აღნიშნავენ ამა თუ იმ მიმართულებით. ქუჩაში გამოსვლებში, გაფიცვებში და .. ჩართული არის იმდენი, რომ შექმნან არასტაბილურობის სურათი საქართველოში, რაც დააფრთხობს ინვესტორს და ტურისტს.

რუსთაველის პროსექტს თუ გავცდებით, ვნახავთ, რომ მშვიდი ცხოვრებაა თბილისში, არ არის ეს პროტესტები იმ მასშტაბის, რომ ვინმე დააფრთხოს. თუ დაფრთხება ტურისტი, დაფრთხება თბილისის ტურისტი, სხვა რაიონებში, წესით, არ უნდა დაფრთხეს, რადგან იქ არაფერი ხდება, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.