გახარია მზად არის შევიდეს პარლამენტში თუ დაიხურება მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება, რაზეც უარი სტკიცეს

გახარია მზად არის შევიდეს პარლამენტში თუ დაიხურება მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება, რაზეც უარი სტკიცეს

დღეს, პარლამენტი სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. დღის წესრიგში დგას „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებისთვის - ჯამში, 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. როგორც ცნობილია, მათ პარლამენტს მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ შესაბამისს წერილობით განცხადებებზე ამ დრომდე არ უმსჯელია.

უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე გადის, რომელიც საკუთარ დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას წარუდგენს. ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად „ძლიერმა საქართველომ“ 14 მანდატი მიიღო, „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ პარლამენტში 19 წევრი გაიყვანა, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16 მანდატი მოიპოვა.

პარლამენტში 12 მანდატი აქვს პარტიას „გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება ამ დრომდე არ დაუწერიათ. გახარიას პარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკან დასახევი გზა აღარ არის და აუცილებელია ერთად აღადგინონ სამართლიან წესრიგი და მშვიდობა ქვეყანაში. თუმცა, ვისთან ერთად აპირებს გახარია სამართლიანობის აღდგენას, ამაზე არ საუბრობს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ექს-პრემიერი მანდატების გაუქმების საკითხს პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებს და როგორც ირკვევა, ვაჭრობს ხელისუფლებასთან. კერძოდ, გახარია მზად არის შეუერთდეს საპარლამენტო ცხოვრებას, თუკი პროკურატურა დახურავს მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას. თუმცა ხელისუფლება ამ თითქოსდა „სარფიან“ გარიგებაზე ამ ეტაპზე უარს ამბობს. გახარია კი ვაჭრობას აგრძელებს.

არჩეული დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერება კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიის წევრები, რომლებიც დეპუტატის მანდატს ამოფარებული ღიად მოუწოდებდნენ საზოგადეობას სახელმწიფო გადატრიალებისკენ, მათ შორის სახელმწიფო უწყებების შტურმისკენ, აღიძრება სისხლის სამართლის საქმე. ასე რომ, წინ საინტერესო ხმაურიანი პროცესები და დაკავებები გველოდება. ხელისუფლება სიხისტეზე გადადის.

ანალიტიკოს დავით ჩიხეილიძის განცხადებით, პარტიებმა, რომელთა მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებს პარლამენტში მიმართვები ნოემბერში შეიტანეს, თუმცა „ოცნებამ“ საშემოდგომო სესია ისე დახურა, ეს საკითხი არ განუხილავს. მისი თქმით, კომიტეტი მოამზადებს დასკვნას, მანდატის შეწყვეტაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი მიიღებს.

„როგორც მათეს სახარებაში წერია - „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ“ - ოპოზიცია თვეების განმავლობაში ითხოვდა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერებას, ახლა კი მათი თხოვნა სისრულეში იქნება მოყვანილი. ღიად ვთქვათ, რომ უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერება არ შეიძლება განხილულ იყოს, როგორც ოპოზიციის დასჯა ან მათი შესაძლო დაკავების და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი და წინაპირობა, რადგან მთავრობის მიზანი, რომ ოპოზიციის წევრების დაკავება ყოფილიყო, უფლებამოსილებას ბევრად ადრე შეუწყვეტდნენ და არა ახლა, როცა კანონით გათვალისწინებული ვადები დასასრულისკენ მიდის.

პირადი მოსაზრებაა, რომ პარლამენტს, ოპოზიციის წევრებისთვის მანდატების შეწყვეტის შესახებ უფრო ადრე უნდა ემსჯელა. ნახეთ, როგორ პარადოქსთან გვაქვს საქმე, ადამიანები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, მაგრამ იმუნიტეტით სარგებლობენ, ალბათ, ყველას ახსოვს ანა დოლიძის და გრიგოლ გეგელიას წამოცდენები, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრი ვარ, იმუნიტეტი გვიცავსო... ოპოზიცია ფარისევლებით არის სავსე“, - აცხადებს ჩიხელიძე.

ანალიტიკოსის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ პლენარულ სხდომამდე ოპოზიციის 49 წევრიდან რამდენიმე ადამიანი საკუთარ განცხადებას უკან წაიღებს და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შევა.

„აქვე ერთი საინტერესო დეტალია, სიების ჩახსნას ითხოვს პარტია „ლელო“, რომელიც, ერთი მხრივ, არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მეორე მხრივ კი ცესკოს წერილობით მიმართა და საარჩევნო ადმინისტრაციაში საკუთარი წარმომადგენელი წარადგინა - გიორგი სიორიძე. პოლიტიკურ პარტიას ცესკოში, კომისიის წევრის წარდგენის და განცხადებით მიმართვის ვალდებულება, ცესკოს მიერ არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების საფუძველზე წარმოექმნება, ანუ რას ნიშნავს, „ლელოს“ საქციელი? არჩევნების შედეგებს თან აღიარებენ და თან არ აღიარებენ? ასეთი პარადოქსებით არის სავსე ოპოზიციის ქმედებები, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ შემდეგ კვირაში პარლამენტში შესულ ოპოზიციის წარმომადგენლებს ვნახავთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძემ.

 

მარბიელი დიდი უსინდისობა და მკითხველის შეურაცხყოფაა იმის დაწერა, რომ: :ცვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ... გახარია მზადაა შეუერთდეს შეუერთდეს საპარლამენტო ცხოვრებას, თუ დახურავენ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს"
საიდან ეს "ინფორმაცია?"
გახარიას ძვლები დაამტვრიეს და ამტკიცებ, რომ მას ყავის შესხმისათვის იჭერენ?
ეს იმიტომ ხდება, რომ დ სამხარაძე მსხვერპლად გამოიყვანონ :))
ასეთ არალოგიკურ და ტყუილ ინფორმაციებს რომ ავრცელებთ, იმიტომ უჭირს ხალხის სიმართლის დაჯერებაც!
31 წუთის უკან
მარბიელი დიდი უსინდისობა და მკითხველის შეურაცხყოფაა იმის დაწერა, რომ: :ცვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ... გახარია მზადაა შეუერთდეს შეუერთდეს საპარლამენტო ცხოვრებას, თუ დახურავენ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს"
საიდან ეს "ინფორმაცია?"
გახარიას ძვლები დაამტვრიეს და ამტკიცებ, რომ მას ყავის შესხმისათვის იჭერენ?
ეს იმიტომ ხდება, რომ დ სამხარაძე მსხვერპლად გამოიყვანონ :))
ასეთ არალოგიკურ და ტყუილ ინფორმაციებს რომ ავრცელებთ, იმიტომ უჭირს ხალხის სიმართლის დაჯერებაც!
31 წუთის უკან