ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში ონკოლოგიურმა დაავადებებმა საგრძნობლად იმატა. ამას მრავალ გარემოებას უკავშირებენ. მათ შირის ერთ-ერთი ანტიპერსპირანტები და დეოდორანტებია.
ამ პრობლემაზე ამერიკის ჯანმრთელობის ინსტიტუტიც ღიად საუბრობობს, მაგრამ რამდენად სიამოვნებთ ეს სილამაზის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, როგორც საქართველოში, ასევე ზოგადად მსოფლიოში. ეს მილიარდიანი ბიზნესია, რომელიც შეიძლება რისკის ქვეშ დადგეს. პრობლემის თავიდა თავი ქიმიური ელემენტი – ალუმინია! უფრო კონკრეტულად კი – ალუმინის ჰიდროქსოქლორიდი. არსებობს უამრავი ლაბორატორიული კვლევის შედეგი, რომელიც ადასტურებს კავშირს ალუმინის შემცველი დეოდორანტის გამოყენებასა და მკერდის კიბოს განვითარებას შორის.
„გამოყენებითი ტოქსიკოლოგიის ჟურნალმა“ (Journal of Applied Toxicology) 2012 წელს გამოაქვეყნა სტატია (1), სადაც მოყვანილი იყო ალუმინის ხანგრძლივი ზეგავლენის შედეგები ადამიანის სარძევე ეპითელურ უჯრედებზე, რომელიც იწვევდა ქსოვილების დამოუკიდებელ ზრდას. ეს სწორედ ის მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი ნიშანთვისებაა, რომელიც უჯრედებში ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებას იწვევს. იგივე კვლევამ გამოავლინა უფრო ხანმოკლე მოხმარების შედეგებიც. 7 დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჯანსაღი უჯრედების რაოდენობის შემცირება დაიწყოს მათი ნაადრევი დაბერების ხარჯზე (2).
უფრო ადრინდელმა, 1990 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ალუმინის შემცველი დეოდორატნის ხშირ მოხმარებას, მკერდის კიბოსა და ალცჰაიმერის დაავადებას შორის. რაც უფრო ხშირია ასეთი დეოდორანტის/ანტიპერსპირატის მოხმარება, მით უფრო იზრდება დაავადების რისკი (3). მართალია, არსებობს ალუმინის მოხმარების უსაფრთხო დოზები, მაგრამ კანზე სისტემატიურად დატანილი მაღალი კონცენტრაციის ალუმინ-ჰიდროქსოქლორიდი ამ ნორმაზე ბევრად დიდია. ასეთი დეოდორანტებისა და ანტიპერსპირანტების მოხმარება განსაკუთრებით მავნეა ქალებისთვის, მათი ანატომიური აგებულების გამო. ცდების და დაკვირვების შედეგად კიდევ ერთ გარემოებაზე
დიდია რისკი ანტიპერსპერანტის ახალგაპარსულ კანზე წასმისას. ალუმინით დაბინძურებული სითხე ადვილად აღწევს კანქვეშ გაპარსვის შედეგად დაზიანებული კანიდან და მიკრო ჭრილებიდან. ლიმფური კვანძების საშულებით, რომელიც იღლიას და მკერდს აკავშირებს, ალუმინი მკერდში აკუმულირდება და იწვევს ქსოვილების გადაგვარებას. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ახალგაზრდა გოგონები (4)(5).
ბევრი მხილებულების მიუხედავად, საბედნიეროდ, ალუმინსა და მკერდის კიბოს განვითარებას შორის კავშირი ბოლომდე დამტკიცებული არაა. ამის კიდევ ბევრი დაკვირვება და შესწავლა სჭირდება. 2004 წლის კვლევაში წერია “მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ლაბორატორიული დაკვირვებების შედეგად გამოვლინდა გარკვეული კავშირი ალუმინსა და ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას შორის, ჯერ საკმარისად სარწმუნო მტკიცებულებები არ არსებობს იმის სათქმელად, რომ ალუმინის შემცველი კოსმეტიკური პროდუქცია ადამიანებშიც ნამდვილად იწვევს სიმსივნეს“. სწორედ ამ მოსაზრებით, ბევრი ეკოლოგისტი და ეკოლოგიურად განწყობილი მომხმარებელი უარს ამბობს ასეთი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაზე (6). შანსი იმისა, რომ ალუმინის შემცველი საშუალებები კანცეროგენურია – საკმაოდ მაღალია!
რა პრობლემის წინაშე დგას თანამედროვე ქართველი მომხმარებელი და როგორი არჩევანის აქვს მას დღევანდელ ბაზარზე? იაფიან კოსმეტიკურ ქსელებში და ბაზრობებზე დათვალიერებული დეოდორანტების, დეზოდორებისა და ანტიპერსპირანტების უმეტესობა შეიცავდა ალუმინს. ერთ ერთ პარფიუმერიული ქსელის ბრენდ მაღაზიაში საერთოდ არც იცოდნენ ალუმინის შესაძლო მავნე თვისებების შესახებ. არც ის იცოდნენ, თაროებზე განლაგებული პროდუქციიდან რომელი იყო ეკოლოგიურად სუფთა.
სატესტო შესყიდვისთვის მაღაზია „ისი-პარი“-ს მივმართეთ, გამსახურდიას გამზირზე. ბაზრობებისაგან განსხვავებით, ეს ძვირიანი ქსელია და შესაბამისად მომსახურებაც და პროდუქციაც რადიკალურად განსხვავებული უნდა ყოფილიყო. შევედით თუ არა, დახმარებისათვის თხოვნაც არ დაგვჭირდა, კონსულტანტი მყისვე მოგვეგება და „კვალიფიციური დახმარება“ შემოგვთავაზა.
ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც კონსულტანტს წავუყენეთ, დეოდორანტი აუცილებლად უნდა ყოფილიყო „ალუმინის შემცველობის გარეშე“. როცა შემოთავაზებული ვარიანტების შეფუთვას გავეცანით, უმეტესობის შემადგენლობაში შედიოდა ალუმინი. კონსულტანტმა რამდენჯერმე გაიმეორა ეს შეცდომა. კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ, რომ აუცილებლად ალუმინის გარეშე უნდა ყოფილიყო დეოდორანტი. ბოლოს სამი ძვირადღირებული ბრენდის დეოდორანტი შემოგვთავაზა. მათ შორის იყო „შისეიდოს“ ერთი შეხედვით საკმაოდ ხარისხიანი ანტიპერსპირანტი. ქართულ ენაზე თარგმილი სტიკერის შესწავლამაც არაფერი საეჭვო არ გვაჩვენა. შენაძენით კმაყოფილმა დავტოვეთ მაღაზია.
შეფუთვის დამატებითმა დათვალიერებამ თავზარი დაგვცა. ქართულად თარგმნილი სტიკერის ქვეშ, რომელიც მალავდა ინგლისურ ენაზე დაწერილ ორიგინალ აღწერას, სულ სხვა ინფორმაცია ამოვიკითხეთ. „შისეიდოს“ ძვირადღირებულ ანტიპერსპირანტში შედიოდა ალუმინი. სასწრაფოდ დავუკავშირდი მაღაზიას და ვაცნობეთ ამის შესახებ. მოვითხოვეთ დეოდორანტის დაბრუნება ან გადაცვლა, რადგანაც კონსულტანტმა შეგნებულად თუ შეუგნებლად შეცდომაში შეგვიყანა და არასწორი პროდუქტი შეგვაძენინა. ამაზე მტკიცე უარი მივიღეთ და გვითხრეს, რომ მაღაზია გაყიდულ საქონელს უკან არ იბრუნებს. ეს კიდევ ერთი შოკი იყო, რადგან ყველა ცივილურ ქვეყანაში, ყველა მაღაზია (მედიკამენტების გარდა) გაყიდულ საქონელს უკან იბრუნებს, მითუმეტეს თუ იგი გაუხსნელი და გამოუყენებელია. შემდეგ იყო ზარები, მიმოწერა, თავად „შისეიდოს“ წარმომადგენელი საქართველოში გვიმტკიცებდა, რომ ამ ანტიპერსპირანტში: „ალუმინი კი არა, ალუმინის ჰიდროქსოქლორიდი შედის“, რომელის მავნებლობაზეც უკვე ვისაუბრეთ. (ალუმინის არმატურას არც ჩვენ მოველოდით ფლაკონში). საბოლოოდ დაგვთანხმდნენ, რომ ანტიპერსპირანტს გამოგვიცვლიდნენ სხვა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო დეოდორანტით. აღსანიშნავია, რომ ამავე მაღაზიაში უამრავი სხვა დეოდორანტი იყიდება ალუმინის შემცველობის გარეშე. ძირითადად ისინი სტიკების სახითაა წარმოდგენილი. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ბრმად არ უნდა ვანდოთ “კვალიფიციურ კონსულტანტებს” ჩვენი ბედი და ყოველთვის გადავამოწმოთ, რას გვთავაზობენ ისინი. რაც შეეხება ქართულ ენაზე თარგმნილ სტიკერებს, სხვა მაღაზიებშიც დათვალიერებისას ხშირ შემთხვევაში მათი თარგმანი აბსურდულად განსხვავებული აღმოჩნდა ორიგინალისგან. რაც ყველაზე ცუდია, ეს სტიკერები ისეა გადაკრული შეფუთვის ორიგინალ აღწერილობაზე, რომ შეუძლებელს ხდის მის ამოკითხვას. ეცადეთ ფრთხილად ააძროთ მიწებებული სტიკერები და დაინახოთ ინგრედიენტების დასაწყისი მაინც. როგორც წესი ყველაზე აქტიური კომპონენტები დასაწყისშივე წერია.
შევისწავლეთ სუპერმარკეტების ქსელების „გუდვილისა“ და „კარფურის“ ქსელში გასაყიდად წარმოდგენილი პროდუქციაც – სიტუაცია ანალოგიურად სავალალო აღოჩნდა. წარმოდგენილი საქონელის უმეტესობა შეიცავდა ალუმინს. იყო ისეთებიც, რომელსაც წინიდან დიდი ასოებით ამაყად ეწერა „No Aluminum” - თუმცა სიხარუმლა დიდხანს არ გასტანა - უკანა მხრიდან, შემადგენლობაში წვრილი ასოებით ამოვიკითხეთ - „შეიცავს ალუმინის კრისტალებს“.
დღეისათვის, თანამედროვე მეცნიერები ასეთ ოფიციალურ დასკვნას აკეთებენ. ცნობილია, რომ ალუმინის ნაერთები აქტიურად გამოიყენება ანტიპრესპირანტებსა და დეოდორანტებში. ზოგიერთი კვლევა მართლაც აღნიშნავს, რომ ალუმინის ნაერთი, რომელიც ხვდება მკერდთან ახლოს კანზე, შეიძლება კანმა შეიწოვოს და მივიღოთ ჰორმონალური, ესტროგენის მსგავსი ეფექტი. როგორც ცნობილია, ესტროგენი ხელს უწყობს კიბოს უჯრედების ზრდას და გამრავლებას. აქედან გამომდინარე ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ალუმინის შემცველმა კოსმეტიკურმა საშუალებებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს მკერდის კიბოს განვითარებას (7). ალუმინის რეპუტაციას იზიარებს პარაბენიც (methylparaben, propylparaben, butylparaben და benzylparaben), ესაა ქიმიკატი, რომელიც პროდუქტს გაფუჭებისგან იცავს და გამოყენების ვადას უხანგრძლივებს. ის უხვად გვხვდება იაფფასიან კოსმეტიკურ საშუალებებში. ადამიანის უჯრედში მოხვედრისას პარაბენი ესტროგენის მსგავსად იქცევა. ამ მოსაზრების გამო, ბევრმა ცნობილმა ბრენდმა პარაბენების გამოყენება სრულიად შეწყვიტა საკუთარ კოსმეტიკურ პროდუქციაში.
2004 წლის კვლევამ კიდევ უფრო განამტკიცა რწმენა, იმის თაობაზე, რომ პარაბენები გროვდება მკერდის ქსოვილებში და შედეგად იწვევს კიბოს. მკერდიდან აღებული 20 დაავადებული ქსოვილის სინჯის ანალიზმა აჩვენა, რომ 18-ში დიდი რაოდენობით პარაბენი იყო დაგროვებული (8).
მანამდე, 2003 წელს კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა სიმსივნით დაავადებულ 437 ადამიანში, რომლის მიზანიც იყო დაედგინათ კავშირი იღლიის ხშირ გაპარსვას და შემდეგ ანტიპერსპირანტის/დეოდორანტის მოხმარებას შორის (9). გამოვლინდა, რომ სიმივნის რისკი გაცილებით დიდი იყო იმ ქალებში, ვინც ხშირად მიმართავდა იღლიის ჰიგიენას, განსაკუთრებით კი 16 წლამდე გოგონებში, რომელთაც ადრეულ ასაკში დაიწყეს იღლიის გაპარსვა და დეოდორანტის/ანტიპერსპირანტის გამოყენება. მეუხედავად იმისა, რომ ამ კვლევით ვერ მოხერხდა პირდაპირი კავშირის დადგენა ალუმინსა და მკრედის კიბოს შორის, კვლევის შედეგები მაინც დამაფიქრებელია.
დასასრულს ვიტყვი, რომ ალუმინის მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები დღითი-დღე მატულობს და არ ღირს ჯანმრთელობის ხარჯზე ამ ფაქტის იგნორირება. გაცილებით მარტივია თავი მოვარიდოთ ასეთი პროდუქციის. უნდა გავითვალისწინებთ, რომ ისედაც დიდი რაოდენობის ალუმინი გვხვდება ყოფით ცხოვრებაში, საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კოსმეტიკური საშუალებების სახით. ორგანიზმში მიღებული ზედმეტი ალუმინი მთელი რიგი დაავადებების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადების. ალუმინი, კოსმეტიკური საშუალებების გარდა მთელ რიგ საკვებ პროდუქტებშიც გვხვდება. ძირითადად კოდირებული საკვები დანამატების სახით: E173, E520, E521, E523 E541, E545, E554, E555 E556 და E559.
დღეს მთავრობისა და გლობალისტებების დამოკიდებულება ალუმინთან მიმართებაში, იგივეა როგორიც ადრე ბისფენოლის საბავშვო პროდუქტებში გამოყენებასთან იყო. ერთ დროს საკვებ პროდუქტებში გამოსაყენებლად უსაფრთხოდ მიჩნეული ბისფენოლი, FDA-მ (ამერიკის წამლებისა და საკვები პროდუქციის სანიტარული ინსპექციის ადმინისტრაციამ) საშიშად გამოაცხადა (10), მას შემდეგ რაც დადგინდა მისი კავშირი ადამიანის დნმ-ის სტრუქტურის ცვლილებასთან და მრავალ, მათ შორის სიმსივნურ დაავადებებთან (11). თანამედროვე ყოფა-ცხოვრებაში უამრავ მძიმე მეტალთან და საწამლავთან გვიწევს შეხება. ალუმინი ერთერთი მათგანია, საბედნიეროდ საკმაოდ ადვილია თავი ავარიდოთ ალუმინის შემცველ პროდუქტებს და დავიწყოთ ჯამრთელი ცხოვრება.