„იელის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა დაამზადეს ანტილაზერის პირველი საცდელი ნიმუში - ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია, მთლიანად შთანთქას ლაზერის სხივები“, – იტყობინება „ბი-ბი-სი“. ახალი მოწყობილობა გამოდგება შემდეგი თაობის სუპერკომპიუტერის შექმნისას, რომლის კომპონენტები გაიცვლებიან არა მარტო ელექტრონების ნაკადებით, არამედ სინათლის სხივებითაც.
ანტილაზერი არაა განკუთვნილი მაღალი სიმძლავრის ლაზერული იარაღისგან თავდასაცავად. „ენერგია გარდაიქმნება სითბოდ. ასე რომ, თუ ვინმე დაგიმიზნებთ საკმარისი სიმძლავრის ლაზერს, რომ თქვენ დაგწვათ, ანტილაზერი ამისგან ვერ დაგიცავთ”, - გვაფრთხილებს სწავლულთა ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი დუგლას სტოუნი.
ანტილაზერის თეორიული საფუძვლები პროფესორ სტოუნის ჯგუფმა დაამუშავა 2012 წლის აგვისტოში. ამჟამად სწავლულებმა დაამტკიცეს ასეთი სქემის პრაქტიკაში რეალიზაციის შესაძლებლობა. ამისთვის სპეციალისტებმა გამოიყენეს კრემნიუმის ფირფიტა, სისქით 110 მიკრონი, რომლის ორივე მხარე გაანათეს ინფრაწითელი ლაზერით. ამ დროს ფირფიტის თითოეული ზედაპირი ასრულებდა სარკის როლს, მაშინ, როდესაც მისი მოცულობა ფუნქციონირებდა როგორც ინერტული გაზი.
სწავლულებმა აჩვენეს, რომ ლაზერის სხივები „იკეტებიან” ფირფიტის ზედაპირებს შორის, სადაც მათი ენერგია შთაინთქმება მისი მოცულობის ატომებით და გამოიყოფა სითბო. მკვლევრებმა შეძლეს, მიეღწიათ სინათლის 99,4 პროცენტის შთანთქმისთვის, ხოლო მომავალში ისინი იმედოვნებენ, მიაღწიონ 99,9 პროცენტ ეფექტურობას.
მსგავსი მოწყობილობები, პროფესორ სტოუნის აზრით, შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ოპტიკური გადამრთველები, დეტექტორები და კომპიუტერის სხვა ნაწილები.
ანტილაზერის მნიშვნელოვანი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის მზადდება კრემნიუმისგან, რომელიც უკვე ფართოდ გამოიყენება კომპიუტერების დამზადებისას.რი შექმნეს