უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მჟავანაძემ სკანდალური დოკუმენტი გაასაჯაროვა და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა კულტურის სამინისტროს საქმიანობით დაინტერესდნენ. სულ ცოტა ხნის წინ პრესაში გავრცელებული სტატიის, მიხედვით სოფო ნიჟარეძე შესაძლოა დაკითხვაზე დაიბარონ.
დოკუმენტის თანახმად: "ქალაქ ქუთაისის საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადებაზე, სიმღერა "თეთრი ვარდების" შემსრულებელია სოფო ნიჟარაძე, სახელშეკრულებო თანხა - 114 815 ლარია. კურორტ ანაკლიის საიმიჯო მუსიკალური ვიდეოკლიპის გადაღება-დამზადებაზე, შემსრულებელია სოფო ნიჟარაძე. სახელშეკრულებო თანხა - 129 900 ლარი.აღნიშნულ ფაქტს სოფო ნიჟარაძე გამოეხმაურა: |
"დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც იგნორირება ყველაზე კარგი საშუალება მეგონა იმისა, რომ ხალხს ეს მარაზმი არ დაეჯერებინა, ამ სტატიის ავტორს, რესპოდენტს ვეუბნები პირდაპირ: "ვაი, თქვენს პატრონს"…
რა მარაზმია? ეს რა ხდება? ვისაც რა უნდა იმას ლაპარაკობს?
რა გონიათ, რომ ამდენი თანხები თუ იხარჯებოდა, მე სახლში მიმქონდა? ყველას გიწვევთ ჩემს სახლში, ვისაც არ გჯერათ და ნახავთ რა მაქვს წაღებული!
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არასდროს ჩემი ქვეყნის ჰიმნის შესრულებაში და ბევრ სხვა სადღესასწაულო კონცერტში ჰონორარი არ ამიღია, "ვერის უბნის მელოდიების" და "ქეთო და კოტეს" ჰონორარი იყო 500 ლარი, ხოლო რაც შეეხება ამ ბოლო საახალწლო კონცერტს, მისი ანაზღაურება იყო 1500 ლარი!
კლიპები და საახალწლო კონცერტები ჩემთვის კი არა, ქვეყნის წინსვლისთვის, ჩვენი საერთო საქმისთვის, კულტურული ცხოვრების წინსვლისთვის კეთდებოდა და იქ მარტო მე არ ვყოფილვარ ჩართული, როგორც მონაწილე!
თუ ასეთი ზღაპრების გვჯერა, მაშინ მართლა რთულია პროგრესულობაზე ვილაპარაკოთ და ვიყოთ ასე, როგორც ვართ, ეს ყოფილა ჩვენი "სამართლიანობის აღდგენა", მთავარია, რომ "თავისუფლად ვსუნთქავთ" და ვინ რა სიცრუეში გვაცხოვრებს, რა მნიშვნელობა აქვს!".