კომპანია Warner Bros.-ი ახალ ფილმს „ჰარკერს“ გადაიღებს, რომელიც სტოკერის რომანის “დრაკულას“ სიუჟეტს დაეფუძნება.
სურათის რეჟისორი ჟაუმე სერი, ხოლო ერთ-ერთი პროდიუსერი ლეონარდო დიკაპრიო იქნება. თუმცა ამ ეტაპზე ფილმში გადაღებას ის არ გეგმავს.
ჯონათან ჰარკერი, რომლის გვარიც ფილმის სახელწოდება გახდება, სტოკერის რომანის ერთ-ერთ მთავარი გმირია. წიგნში ის გრაფ დრაკულასთვის უძრავი ქონების ყიდვითაა დაკავებული, რომელიც კონტინენტური ევროპიდან დიდ ბრიტანეთში გადასვლას აპირებს. როდესაც ცნობილი ხდება, რომ დამკვეთი ვამპირია, ჰარკერსა და დრაკულას შორის კონფლიქტი იწყება.
ახალ ფილმში კი ჰარკერი მაყურებლის წინაშე სკოტლანდ-იარდის დეტექტივის სახით წარდგება, რომელიც ლორდ დრაკულას კვალს ეძებს.