დონალ ტრამპის ინაუგარაცია დღეს გაიმართება. აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ფიცს ამერიკის დროით 12 საათზე დადებს. მომავალი პრეზიდენტი და პირველი ლედი ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში ჩაფრინდნენ. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის მიერ გაგზავნილი სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავით იმგზავრა. აეროპორტიდან ტრამპი საკუთარ გოლფკლუბში გაემართა, სადაც დაახლოებით 500 სტუმრისთვის გათვლილ საფეიერვერკო შოუს უმასპინძლა. ნავარაუდევი ძლიერი სიცივის გამო ტრამპმა გადაწყვიტა, საინაუგურაციო ცერემონია კონგრესის შენობაში გადაიტანოს, ხოლო აღლუმი პენსილვანიის გამზირიდან - Capital One Arena-ში.
რაც შეეხება მოწვეულ სტუმრებს, 47-ე პრეზიდენტმა ინაუგურაცაზე ჩინეთის, იტალიის, უნგრეთის, არგენტის პირველი პირები დაპატიჟა. აღსანიშნავია, რომ სი ძინპინს პირადად გაუგზავნა მოწვევა, რაც პირველად ხდება ამერიკის ისტორიაში. რაც შეეხება სხვა სტუმრებს, ქვეყნების წარმომადგნელები იქნებიან პროტოკოლის გათვალისწინებით, კერძოდ, დიპლომატები და საელჩოს წარმომადგენლები.
მოწვევის მიუხედავად ინაუგურაციაზე არ მიდის ჩინეთის პრეზიდენტი, ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომლის განცხადებით, დასავლური სამყაროს თავზე სამშაბათს დილიდან ახალი მზე ამოვა. ტრადიციის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციაზე მსოფლიოს ლიდერებს არ იწვევენ, თუმცა ამის მიუხედავად ტრამპის ინაუგუირაციაზე საქართველოდან წარმომადგენლობითი დელეგაცია გაემგზავრა და, რაც მთავარია, ყველა ამტკიცებს, რომ უშუალოდ ტრამპისგან მიიღეს მოწვევა.
რეალურად, ინაუგურაციის დასასწრებად მსურველებს შეეძლოთ ყველაზე იაფფასიანი ბილეთი 10 ათას დოლარად შეეძინათ. სწორედ 10 ათას დოლად შეიძინა ქართულმა „წარმომადგენლობითმა დელეგეციამ“ - ბილეთები. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიცია სავარაუდოდ, მესამე-მეოთხე შადრევანთან დადგება.
აღსანიშნავია, რომ ბილეთების ღირებეულება 2 მილიონიდან იწყებოდა. მაგალითად, „ამაზონის“ მფლობელმა მილიონი დოლარი გადაიხადა და შესაბამისად, ტრამპის გვერდზე დადგება, ასევე მილიონი გადაიხადა Youtube-ს მფლობელმა, რომელიც ასევე, მომავალი პრეზიდენტის გვერდით იდგება. ონლაინ ბილეთების გაყიდვით რეკორდული თანხა მოგროვდა. დაახლოებით 10 დღის წინ ეს თანხა 170 მილიონ დოლარს შეადგენდა.
როგორც ცნობილია, 20 იანვარს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას მესამე ან მეოთხე შადრევანიდან დააკვირდებიან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია. მათ გვედრით იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ვაშაძე. ინაუგურაციას გარე პერიმეტრიდან დააკვირდებიან ცოლ-ქმარი გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი.
მაშ ასე, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთები ონლაინ იყიდებოდა, „ქართული ოცნებიდან“ ბილეთი არავინ არ იყიდა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ისინი ტრამპს მას შემდეგ შეხვდებიან, რაც ის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება.
პრემიერ-მისტრის განცხადებით, კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, რაც არის მათი არჩევანი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსგავს ღონისძიებებში შეიძლება ისეთი ადამიანების მიწვევა, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვს რაიმე ოფიციალურ სტატუსთან.
„პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას ესწრება 220 000 ადამიანი, ეს არის ოფიციალური მონაცემი, რაც არის გამოქვეყნებული და ინაუგურაციას პოლიტიკური ლიდერები არ ესწრებიან. მას ესწრებიან ამომრჩევლები და კონკრეტული ადამიანები, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები ასეთ ღონისძიებებში არ მონაწილეობენ, იქედან გამომდინარე, რომ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია არის მიჩნეული, როგორც არსებითად ეროვნული დღესასწაული და ღონისძიება.
იქედან გამომდინარე, რომ თავისი პროტოკოლი აქვს პრეზიდენტის ინაუგურაციას და აქ არ არის უცხოელი პოლიტიკოსების ლიდერების მონაწილეობა, ჩვენ გვაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან ჩამოყალიბდეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ამისათვის ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა, მთავარია, რომ ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვერაფერი საიმედო მათთვის ვერ იქნა ნათქვამი ინაგურაციაზე. ან რა ნამუსმა წაიყვანათ, რაც მათ ტრამპის ლანძღვაში ტყავი ჰქონდათ გადამძვრალი ენებზე, მაგრამ თბილი ადგილის გემო სხვაინარად მოქცევის საშუალებას არ აძლევდათ. უბრალოდ გათვლები არ გაუმართლათ. მიუხედავად ყველაფრისა თბილი ადგილის საძიებლად მაინც მიაცვივდნენ კაპიტოლიუმს. იმანაც, თითქოს გაიგო და დახურულ სივრცეში გადაიტანა ინაგურაცია.
რა ტყუილად გაიყინენ?!
ამ ყინვაში, კიდევ ცივი წყლის გადასხმა უნდოდათ?!
ეს ტრამპიც რა ოცნების "გაცვეთილი" ლექსიკით საუბრობს, ქალი ქალიაო და კაცი კაციო.