საქართველოს მზარდ ეკონომიკაზე არც გარე და არც შიდა ფაქტორები არ მოქმედებს

საქართველოს მზარდ ეკონომიკაზე არც გარე და არც შიდა ფაქტორები არ მოქმედებს

საქართველოს ეკონომიკას ისეთი სიჩქარე აქვს აკრეფილი, რომ მასზე პოლიტიკური დაძაბულობის გავლენა, თითქმის არ იგრძნობა. ამას უკვე ადასტურებენ ძალიან დიდი გავლენის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციები. გაერომ ეკონომიკური ზრდის ახალი ანგარიში და პროგნოზები გამოაქვეყნა და საქართველოს მაჩვენებლები გაზარდა. საქართველო, რეალური ეკონომიკური ზრდით, 2024 წელს მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი - პირველ ადგილზე. ეკონომიკური ზრდა 2024 წელს შეფასებული აქვთ ჩვენი 8.6%-, 2025 წელს კი - 5.4%-. ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებით, საქართველო საერთაშორისო სივრცეში ლიდერ პოზიციებზეა.

გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,6%-ის დონემდე უმჯობესდება. ამ ტემპით საქართველო მთელს მსოფლიოში - მეორე, ევრაზიაში კი პირველ ადგილზეა. რეალური ეკონომიკის ზრდით საქართველოს მხოლოდ კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყანა გაიანა უსწრებს, რომელის ეკონომიკაც (სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგების აღმოჩნა/ათვისების კვალდაკვალ), 2024 წელს წინასწარი შეფასებით, 31,9%-ით გაიზარდა. გაეროს შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 5,4%-ით გაიზრდება. ამასთან ერთად, საქართველო ინფლაციის დაბალ ტემპს ინარჩუნებს, რომელიც 2025 წელს 2,3%- გაუტოლდება, 2026 წელს კი ინფლაცია 1,9%-მდე შემცირდება.

კიდევ უფრო კეთილსაიმედოა მსოფლიო ბანკის შეფასება. მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსპერქტივების 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს - 9%-ით, 2025 წელს 6%-ით, 2026 წელს კი 5%-ით იზრდება.

ამ მაჩვენებლებითაც, საქართველო ლიდერია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ბაქოში ვიზიად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გავლენიანი საერთაშოისო ორგანიზაციის მონაცემები შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა პირველ ადგილზეა, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით.

ეს ყველაფერი არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და სწორი მენეჯმენტის დამსახურება. გარდა ამისა, ეს არის იმის დამსახურება, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული მშვიდობა. ეს არის ის, რასაც მიაღწია ჩვენმა ხელისუფლებამ. ჩვენი ამოცანა არის, რომ მინიმუმ იგივე შედეგი გავიმეოროთ 2025 წლისთვის, მინიმუმ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს არის ის სამიზნე მაჩვენებელი, რაც მიზნად გვაქვს დასახული 2025 წლისთვის. მგონია, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა“, - განაცხადა კობახიძემ.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ორგანიზაციები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ დაადასტურა, რომ საქართველოს ექნება ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2025 წელს.

მნიშვნელოვანია, რომ გაეროს შეფასებით საქართველო ინარჩუნებს ინფლაციის დაბალ ტემპს. 2025 წელს იქნება 2,9%, შემდგომ უფრო დაბალი მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო უკეთესი და კეთილსაიმედოა მსოფლიო ბანკის პროგნოზი და წინასწარი შეფასება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკა - 9%-ით, 2025 წელს - 6%-ით, 2026 წელს - 5%-ით იზრდება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და საქართველოს ექნება ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2025 წელს“, - განაცხადა დუნდუამ.

დადებით შეფასებას არ იშურებენ ეკონომისტებიც. ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას დაეკონომიკური ფორუმისდამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი მსოფლიო ბანკის მიერ გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2025 წლის დოკუმენტის გამოქვეყნებას გამოეხაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს განსაკუთრებულად მაღალი შეფასება ჰქონდა.

ეს არის მთელი ევროპის მასშტაბით, ევროკავშირის მასშტაბით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მასშტაბით და ჩვენი ყველა მეზობლის მასშტაბით ყველაზე უფრო მაღალი შეფასება. რიგ შემთხვევაში 3-3,5-ჯერ აღემატება შესადარი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. უცხოელი ინვესტორებისთვის პირველი რიგი სახელმძღვანელო იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რასაც ჰქვია ქვეყანაში შესვლა, არის სწორედ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებები. ასეთ შემთხვევაში ინვესტორები, ყოველთვის იღებენ ქვეყნისადმი სასარგებლო გადაწყვეტილებას, ანუ ისინი ადვილად შემოდიან ქვეყანაში“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე კი აცხადებს, რომ მთლიანობაში ჩვენი ეკონომიკის ხომალდმა გაუძლო გლობალურ რყევებს, შიდა რყევებსაც და გასული წელი საკმაოდ დამაჯერებლად დაასრულა. მან ეკონომიკაში არსებული ტენდენციებიც მიმოიხილა.

საქართველო მსოფლიო მეურნეობაში ძალიან ღრმადაა ჩართული. თუ ავიღებთ, მაგალითად, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელს, აღნიშნული ინდიკატორით საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის თანაფარდობა მთლიან ეროვნულ პროდუქტთან 14 პუნქტით უფრო მაღალი აქვს, საშუალო გლობალურ მაჩვენებელთან შედარებით. ანუ დადებითი და უარყოფითი პროცესები, რაც მსოფლიო ეკონომიკაში ვითარდება, ჩვენს ეროვნულ მეურნეობაზე, მის სტრუქტურაზე, განვითარების დინამიზმზე, საბოლოო ჯამში, მოსახლეობის კეთილდღეობაზე თავის გავლენას ახდენს. ასეთი პასაჟის მოტანა იმიტომ დამჭირდა, რომ ჩვენს ეკონომიკაზე არა მარტო ქვეყნის შიდა პროცესები, არამედ გარე პროცესებიც სერიოზულ გავლენას ახდენს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წელიწადია, ჩვენ საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რითაც გამოვირჩევით არა მარტო რეგიონში, არამედ გლობალური მასშტაბითაც.

ეკონომიკური ზრდის მიხედვით ჩვენ საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს ორჯერ და მეტად ვუსწრებთ. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მოწინავე საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისაგან ჩვენი ისტორიული ჩამორჩენა თანდათანობით შევამციროთ, წარმოებისთვის, ბიზნესისთვის, ინვესტიციებისათვის, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის უკეთესი პირობები შევქმნათ.

ბოლო თვეებში ადგილი აქვს საპროტესტო გამოსვლებს, ამას ეკონომიკაზე სერიოზული, რადიკალური ზეგავლენა არ მოუხდენია. რა თქმა უნდა, ნეგატიური დატვირთვა გააჩნია, შემიძლია, გითხრათ, რომ მხოლოდ ტურიზმის სექტორის, მასთან მომიჯნავე დარგების ნეგატიური ზემოქმედების გამო, დეკემბრის თვის მშპ-ზე უარყოფითად დაახლოებით 1-დან 1,5%-მდე იმოქმედებს, მაგრამ მთლიანობაში ჩვენი ეკონომიკის ხომალდმა გაუძლო გლობალურ რყევებს, შიდა რყევებსაც და გასული წელი საკმაოდ დამაჯერებლად დაასრულა.

ეკონომიკური ზრდის საბოლოო მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ, ვფიქრობ, დაახლოებით 9% მაინც იქნება. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საკუთარი ბუნებრივი რესურსები არ გააჩნია, ისაა ენერგომატარებლების იმპორტიორი, რომელთა იმპორტის მოცულობა ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიარდის ფარგლებშია. მიუხედავად ამისა, საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდას მაინც ვახერხებთ.

რაც შეეხება მიმდინარე წელსსაქართველოს ეკონომიკის ლოკომოტივს ისეთი სიჩქარე აქვს აკრეფილი, რომლის დამუხრუჭების რესურსი არც შიდა, არც გარე ნეგატიურ ძალებს არ ძალუძთ. საქართველოს ეკონომიკა ვითარდება. თავისთავად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა თვითმიზანს არ წარმოადგენს, ჩვენი მიზანია ეკონომიკის ინკლუზიურობის გაზრდა და თითოეულ შინა მეურნეობაზე ეკონომიკური ზრდის თითოეული პროცენტის უფრო მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტით დაყვანა. ხელისუფლებას ეს სტრატეგია აქვს არჩეული. ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ გაგრძელდება, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.