თუ ჩვენ არ შევაჩერებთ ომს რუსეთთან და არ დავიწყებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს სახელმწიფოში, ბოლო მოგვეღება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა.
„უკრაინის საკითხში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ არჩეულ პრეზიდენტს „სურს უკრაინისა და მისი სუვერენიტეტის შენარჩუნება“. ტერიტორიულ გარანტიებზე აღარ არის საუბარი. ისინი გადაარჩენენ ჩვენს სუვერენიტეტს - უკანასკნელი, რაც აქვს სახელმწიფოს. ნებისმიერი სხვა გარანტიის უზრუნველყოფა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. მათ შორის, საფრთხისგან, რომელიც შეიძლება მოდიოდეს არა მხოლოდ რუსეთიდან“, - აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა.
მისი თქმით, ერთადერთი, რამაც შეიძლება დაიცვას უკრაინა ახალ ომებში მონაწილეობისგან, არის ძლიერი შეიარაღებული ძალები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, ძლიერი სადაზვერვო სამსახურები და განვითარებული ეკონომიკა.
„ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია სხვა გარანტიებთან დაკავშირებით“, - დასძინა მან.