„არ ვიცი, ასეთი არაადეკვატური და გაუგონარი სიბრიყვე მსოფლიოში ვის უნახავს - დაიმალება ათონელის სასახლეში და უნდა მოძებნონ, თუ კაბინეტში ჩაიკეტება?“

„არ ვიცი, ასეთი არაადეკვატური და გაუგონარი სიბრიყვე მსოფლიოში ვის უნახავს - დაიმალება ათონელის სასახლეში და უნდა მოძებნონ, თუ კაბინეტში ჩაიკეტება?“

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი კვირაა ოპოზიცია ქუჩაში მიმდინარე საპროტესტო აქციებით, რომელიც დღითიდღე მილევადია, ვერანაირი შედეგს ვერ აღწევს, მაინც ირწმუნება, რომ გამოსავალი ქუჩის აქციებშია და 14 დეკემბრისთვის ემზადება. როგორც 12 დეკემბერს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა განაცხადეს, ისინი არ აღიარებენ 14 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს და მათთვის ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. ისინი არ აპირებენ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად აღიარებას და ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილმა არ უნდა დატოვოს პოსტი. თუმცა როგორ და რანაირად შეძლებენ, ზურაბიშვილს სტატუსი შეუნარჩუნონ, არ აკონკრეტებენ. ოპოზიცია წინასწარ ამბობს, რომ მომდევნო პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებს და ქვეყნის მთავარსარდლად კვლავ სალომე ზურაბიშვილს ჩათვლის. ბარიერგადალახულმა ოპოზიციამ, 12 დეკემბერს, „ექსპოჯორჯიაში“ საერთო განცხადება  გააკეთა, თუმცა, ღონისძიებაში მონაწილეობა გიორგი გახარიას გუნდს არ მიუღია. პარტიამ მხოლოდ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ „გახარია საქართველოსთვის“ იმ მოსაზრებებსა და ხედვებს იზიარებს, რომელიც მათ კოლეგა ოპოზიციონერებს აქვთ. პარტიაში, ღონისძიებაზე არყოფნის მიზეზად მხოლოდ შეხვედრის ფორმატი დაასახელეს.

ოპოზიციამ, მოგვიანებით, ორბელიანის სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან გადაინაცვლა. ამ შემთხვევაში, შეხვედრაში მონაწილეობა გიორგი გახარიამაც მიიღო. ხელისუფლების ოპონენტებმა ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარი მხარდაჭერა პირადადაც დაუდასტურეს.

აქციის მონაწილეები შეკრების დაწყებას შაბათს, დილიდან გეგმავენ, უკვე დაანონსებულია პროტესტი 29 დეკემბერს ინაუგურაციის დღესაც.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპოზიციას გეგმა არ აქვს და მათმა დღევანდელმა განცხადებამ სწორედ ეს დაადასტურა. სახელისუფლებო გუნდში კიდევ ერთხელ თქვეს, რომ მათ ოპონენტებს ქვეყანაში მხოლოდ არეულობის მოწყობა სურთ.

„სალომე ზურაბიშვილი ისეთ აგონიაშია, შეიძლება, გამოვიდეს და თქვას, მოგიწოდებთ პოლიციელებო, ჯარისკაცებო, საჯარო მოხელეებო, დაიცვათ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, ახლა ამზადებენ ამისთვის ნიადაგს“, - ამბობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და არ

გამორიცხავს, რომ შეიძლება რაღაც სიგიჟეც მოიფიქროს.

„აგონიაში და მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, სალომე ზურაბიშვილი თავის სკამს ჩაფრენილი და ვიღაცა თითებს რომ აშვებინებს - გაუშვი, სალომე ხელი ამას, არ ვარგაო. რა ვიცი“, - განაცხადა მდინარაძემ.

მმართველი გუნდი ამბობს, რომ 29 დეკემბრიდან საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტები არა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ უცხოური ძალების დავალებით მოქმედებენ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-თან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია რაციონალური აზროვნების ჩარჩოებს გასცდა. შესაბამისად, მას ოპოზიცია და უცხო პოლიტიკური ძალები მხოლოდ იმიტომ იყენებენ, რომ პრეზიდენტის სტატუსი აქვს. თუმცა მას სულ რაღაცა 2 კვირა დარჩა იმისთვის, რომ ქვეყანაში რადიკალიზაცია და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, თუმცა ამას ვერ მოახერხებს, რადგან ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე დგას.

„არ ვიცი, ასეთი არაადეკვატური და გაუგონარი სიბრიყვე მსოფლიოში ვის უნხავას, როცა პრეზიდენტს კონსტიტუციით ვადა გასდიოდეს და ის წასვლაზე უარს ამბობდეს?! არ ვიცი, რას აპირებენ, დაიმალება ათონელის სასახლეში და უნდა მოძებნონ, თუ კაბინეტში ჩაიკეტება და იქიდან არ გამოვა? ან მეკუბოევე გოგო-ბიჭების იმედი აქვს, რუსთაველის გამზირზე რიტუალებს რომ ატარებენ? შესაძლოა, ათონელის სასახლესთან მიიტანონ ახლა კუბო და იქ მოაწყონ სატანისტური რიტუალები. არ ვიცი, აბა, როგორ აპირებს ოპოზიცია ზურაბიშვილის დაცვას, როცა პოლიციამ და მომიტინგე ტვინგამორეცხილმა ბრბომ ერთმანეთს თავპირი დაამტვრიეს და ესენი ჩირგვებიდან იყურებოდნენ. 14 დეკემბერს კი არა, ამდენი ხანია იქადნებიან და ვერაფერი გააკეთეს, გარდა იმისა, ბავშვებს ფოიერვერკები, აალებადი საშუალებები დაურიგეს და პოლიცია მიუქსიეს. ზურაბიშვილს თუ მართლა ამათი იმედი აქვს, მაშინ კარგი კაცო, იყოს იმ ათონელის სასახლეში და ნუ გამოვა. იყუროს იქიდან, რა სტატუსი ექნება, ვინ იქნება, არ იცი. მგონი, უკვე სერიოზულად უნდა დაინტერესდნენ სხვა დარგის სპეციალისტები ჩვენი ოპოზიციით და ზურაბიშვილით. აი, ლიდერად რომ ამ ქალბატონს დაგინიშნავენ, მის დაცვას დაგავალებენ და ეს ოპოზიციაც რომ ჩალაგებული დადის ამ არჩევნების მერე ათონელზე, ბოლოს და ბოლოს მოითათბირეს? იგივე მოხდება ახლაც. ისე კოხტად აირჩევენ ახალ პრეზიდენტს, როგორც პარლამენტი შედგა და ახალი მთავრობაც დაამტკიცეს“, -ამბობს გვენეტაძე.

ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ევროპარლამენტარები რომლებიც თბილისში 12 დეკემბერს ჩამოვიდნენ, კონკრეტული დირექტივებით იმყოფებიან თბილისში. სავარაუდოდ, მათ გეგმებში 14 დეკემბრისთვის დაგეგმილი დესტაბილიზაციაც შედის, რაც არ გამოვა.

„სუს-მა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ყველაფერი იცის და საქმის კურში არიან. ეს არის ძალიან კარგი გზავნილი იმ უცხო ძალებისთვის, რომლებიც ამაში ღიად არიან ჩართულები. ამიტომ ამ ევროპარლამენტარების ჩამოსვლასაც მაგას ვუკავშირებ. საქართველოში გვარამის და მის სულიერ და-ძმას იმხელა ფული აქვთ აღებული, რომ ის თუ არ გააკეთეს, რაც დაავალეს, ბოლოს მაგათ კუბოებს გამოიტანენ მათი პატრონები რუსთაველზე. ამიტომ მიდიან ყველაფერზე და არაფერია გამორიცხული. ყველაფრის მკადრებელ ხალხთან სიფრთხილეა საჭირო. თუმცა ამასაც გადავლახავთ და ქართველი ხალხი ახალ წელსაც მშვენივრად იზეიმებს“, - ამბობს გვენეტაძე.

მარბიელი ინაუგურაციისთანავე ორბელიანების სასახლის წინ "ეზოში ავი ძაღლიადან" სოფიკოს ცეკვას შეასრულებს მოწვეული დიპლომატების თვალწინ
1 დღის უკან