„უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, მოსალოდნელ მსხვერპლზე, მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციას ეფუძნება“

„უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, მოსალოდნელ მსხვერპლზე, მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციას ეფუძნება“

თბილისში 14 დეკემბრისთვის, პრეზიდენტის არჩევნების დღეს, ხელისუფლების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის აქტორების დავალებით, სიტუაციის ესკალაციის კოკნრეტული გეგმა მუშავდება. სუს-ი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე შეკრებისგან თავი შეიკავონ, რადგან მათი ინფორმციით, იგეგმება 2-3 დამიანის განზარხ მკვლელობა, რათა ქვეყანაში სიტუაცია უმართავი გახდეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მომდევნო დღეების მანძილზე განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო! 

კოლექტიური ნაცმოძრაობა დაკვეთილ და დაწერილ სცენარს მიჰყვება. როგორც მმართველ გუნდში აღნიშნავენ, პროტესტის მონაწილეებმა 9 დეკემბერს რუსთაველზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს, რაც საფუძვლიანი ვარაუდია იმისა, რომ ეს ახალი პროვოკაციების შესავალია ვითარების გასამწვავებლად.

 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ათონელის სასახელს არ დატოვებს და საპრეზიდენტო ლეგიტიმაციას თვითნებურად იგრძელებს. იგი სოციალურ ქსელში წერს: „მატარებელი დამიყენეს ორბელიანების სასახლის წინ… აბა, ვინ წავა ვნახოთ!“

„მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს. ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს, სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლთშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას“, - განცხადებას სუს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით. არსებული გეგმა ვითარდება ე.წ. „ფერადი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელი აპრობირებული სცენარებით, მათ შორის, სხვადასხვა რიტუალური სცენებითა და ეტაპობრივი დესტრუქციით, რომლის კულმინაციას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, რაც, მთლიანობაში, ხელს შეუწყობს მოვლენათა ესკალაციას.

სუს-ში ამბობენ, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა, რაც ჩვენს მიერ განიხილება აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის ერთ-ერთ სავარაუდო ეპიზოდად, რომელიც საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა. მიმდინარე საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. აქვე ვაცხადებთ მზადყოფნას აღნიშნულ სამსახურთან აქტიური თანამშრომლობის შესახებ, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა.

„აღნიშნულს ადასტურებს, ბოლო დღეებში, სახეშენიღბული დესტრუქციული ჯგუფების მიერ გარე მეთვალყურეობის კამერების დაზიანების ფაქტები, როგორც პროტესტის არეალში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, გართულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა, ნებსით თუ უნებლიეთ, არ გახდნენ დანაშაულებრივი გეგმის მონაწილე ან მსხვერპლი. ამასთან, პირადი უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში, შეეცადონ ნებისმიერი საეჭვო ვითარება თუ პროვოკაციის მცდელობა დააფიქსირონ მათ ხელთარსებული სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს“, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მოსალოდნელია პროვოკაციები, რომელიც საქართველოსთვის იქნება დამანგრეველი და შეუქცევადი“, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

ვოლსკი თქმით, ოპოზიციონერი ლიდერები რომ მიზნის მისაღწევად მსხვერპლზე არიან წამსვლელები, ეს არავის უკვირს.

„ოპოზიციისთვის ამ ვითარებაში, რომელსაც მართავენ გარკვეული ძალები, მთავარი, ერთადერთი და უცვლელია დესტაბილიზაცია საქართველოში. ის, რომ მსხვერპლზე არიან წამსვლელები, არავის უკვირს. ამ თემასთან მიმართებით ორი აზრი არ არსებობს, რომ ქვეყანა უნდა იყოს ფრთხილად. განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც გულწრფელად არიან გამოსულნი, ამ საპროტესტო აქციაზე და მართლა ჰგონიათ, რომ საქართველო იცვლის საგარეო კურსს.

დრო მოვა და დარწმუნდებიან, რომ არაფერი ამდაგვარი არ არსებობს. დრო მოვა, დარწმუნდებიან, რომ არც არსებობს და ვერც იარსებებს. ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები, რომელიც საქართველოსთვის იქნება დამანგრეველი და შეუქცევადი“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

5 დღის წინ უკვე ნათელი იყო, რომ სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა. დარჩათ მხოლოდ ერთი ტექნოლოგია - „საკრალური მსხვერპლი“. მსხვერპლი დემნსტრანტებს ან ჟურნალისტებს შორის უნდა იყოს და შემდეგ ხელისუფლებას დაბრალდეს“, -  წერს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:

„იმაზე რასაც ხელისუფლება და სუსი საუბრობს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას. ამ რადიკალურ პორცესებს კი, რომელიც უმძიმეს დანაშაულის ჩადენას გულისხმობს, განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები, ოღონდ ეს იქნება უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით. ეს გეგმა ზუსტად ერთი-ერთში ჰგავს ე.წ. „ფერადი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელ სცენარს. მათ შორის, სხვადასხვა რიტუალური სცენებითა და ეტაპობრივი დესტრუქციით, რომლის კულმინაციას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, რაც, მთლიანობაში, ხელს შეუწყობს მოვლენათა ესკალაციას. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, გააფრთხილონ ახლობლები, ნაცნობები, მეზობლები, ასევე ძალინ უნდა გაფრთხილდნენ ჟურნალისტები, ვინც აქციებს აშუქებენ, მოერიდონ რუსთაველის მოედანზე ამ კვირაში მისვლას. საქმე იმაზე სერიოზულად არის, ვიდრე ეს ჩანს. ზუსტად ამიტომ, წინასწარ დააზიანეს ვიდეოკამერები, რომ დაგეგმილი მკვლელობის გამოძიება გაჭირდეს. ისინი მიჰყვებიან კარგად დაგეგმილ და ორგანიზებულ სცენარს. ამიტომ ყველამ უნდა გავიაზროთ სუს-ის განცახდება და არავის მივცეთ გამოგვიყენოს საკუთარი მზაკვრული გეგმებისთვის“.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციას და პატრონებს ჩვევიათ ადამიანის გარდაცვალებაზე პოლიტიკური დღის წესრიგის აგება და მისი ბინძური პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოყენება. ქართველიშვილი for.ge-სთან ფიქრობს, რომ არაა გამორიცხული, ზუსტად ისევე ეცადონ პროვოკაციას, როგორც ეს „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დროს მოხდა. ამ პოლიტიკურმა ძალებმა ბაჩალეიშვილის ტრაგიკული გარდაცვალება და სხვა გახმაურებული მკვლელობები პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენეს. ამიტომ ამ მიმართულებით მათ გამოცდილება აქვთ და მათგან ყველაფერს უნდა ველოდეთ.

„უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ბადებს სწორედ იმ შთაბეჭდილებას, რომ ეს განცახდება ეფუძნება არა მედია საშუალებების მიერ გაგონილ ინფორმაციას, პირდაპირ წამოცდენებზე თუ ფარულ ჩანაწერებს, არამედ იმ საგამოძიებო მოქმედებების დროს მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციას ეყრდნობა. სუს-ს აქვს იმაზე მეტი ინფორმაცია და მტკიცებულებები, ვიდრე ამაზე უწყება საჯაროდ საუბრობს. ეს ხალხი ყველანაირ წითელ ხაზებს არიან გაცდენილი, ამიტომ ეს განცხადება უფრო პრევენციული ხასიათისაა, რომელსაც გამგების ყურებამდე მიაქვს ინფორმაცია. ეს არის პრევენციული სახის განცხადება, რათა ამ ხალხმა გაიგოს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა იცის ყველფერი, აკონტროლებს და იქნება მათ საკუთარ განზრახვაზე უარი თქვან, რომელიც ისედაც ვერ განხორციელდება. მეორე მხრივ, ამ განცხადების ადრესატია მოსახლეობა, ასევე, აფრთხილებენ დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს, მოარიდონ ამ კონკრეტულ დღეებში შვილები და შვილიშვილები რუსთაველის გამზირს, რომ ვიღაცის ბინძური თამაშების ბრმა იარაღად არ იქნენ გამოყენებულები. თამასა უკვე ძალიან მაღალია, სისხლიანი და ტრაგიკულია. საზოგადოებამ უსაფრთხოების სამსახურს უნდა შეუწყოს ხელი, რომ მათი უსაფრთხოება დაცული იყოს“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, მოსალოდნელია ქვეყანაში რადიკალების კიდევ უფრო გააქტიურება არა მხოლოდ 14 დეკემბერსა და 29 დეკემბერს, არამედ ეს რყევები 20 იანვრამდე გაგრძელდება.

„ყოველდღიურად, სულ რომ არ იყოს ხალხმრავლობა, პროვოკაციის, პერფორმანსების, ახალი ინოვაციების გამოყენებას ე.წ. მშვიდობიანი პროტესტის მსვლელობისას ველოდები. როგორც საზოგადებას გვმართებს, სამწუხაროდ, საახალწლოდ, არა მოდუნებულ მდგომარეობაში ყოფნა და საცივზე ფიქრი, არამედ სამართალდამცველ ორგანოებსაც მართებთ ამ სიტუაციის კონტროლი, რომ სადავეები ხელიდან არ გაეშვათ. ამ ყველაფერს ყოველდღიური ხასიათი უნდა მიეცეს, რადგან არაფერია გამორიცხული. ძალიან კარგად ვხედავთ, ვინ მართავს ამ პროცესებს“, - ამბობს ქართველიშვილი.

tamara გთხოვთ ყოველმხრივ, ყველგან და ყველასთვის მისაწვდომი და გასაგები გახადოთ ეს განცხადება!
16 საათის უკან