ულიდერო მაიდანიზაცია - რატომ არ ჰყავს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს ლიდერი?

ულიდერო მაიდანიზაცია - რატომ არ ჰყავს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს ლიდერი?

რუსთაველის გამზირზე 12-დღიანი უწყვეტი აქციების ფონზე, რომელიც ხან მინელდება და ხანაც რადიკალურ სახეს იძენს, კვლავ ჩნდება ერთი მთავარი კითხვა, რატომ არ ჰყავს ამ აქციებს ლიდერი ან ლიდერები? რატომ დგანან პოლიტიკური ფიგურები კულისებში და ვინ იღებს ამ აქციებზე პასუხისმგებლობას? ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ეს არის „ულიდერო მაიდანიზაციის“ მცდელობა, რასაც თავისი კონკრეტული მიზანი და ახსნა აქვს. დიდი ალბათობით, იმ ძალებს, რომლებიც აქ ხელისუფლების გადატრიალებას ტრამპის ადმინისტრაციის ინაუგურაციამდე ცდილობენ, ლიდერი არ სჭირდებათ, რადგან შემდგომ მისი მართვა და მოთხოვნების შესრულება არ უნდათ. შესაბამისად, ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ეს არის ხალხის თვითდინებით პროტესტის გამოხატვა და გამოსვლა, რომელსაც კონკრეტული დასასრული ხელისუფლების გადაგდება უნდა მოჰყვეს. მაგრამ მმართველი გუნდი მათ ზრახვებს ხვდება და ყოველთვის ერთი ნაბიჯით ასწრებს. 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ქუჩაში ვითარების ესკალაციის გეგმა ჩაუვარდა. მისი თქმით, ოპონენტების მიზანი მხოლოდ რევოლუცია იყო, თუმცა ქართულმა სახელმწიფომ სიმტკიცე კიდევ ერთხელ აჩვენა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ დროა, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში დაბრუნდეს, ქუჩის პროტესტმა კი დემოკრატიული სახე მიიღოს.

12-დღიანი საპროტესტო აქციების დროს, ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რიცხვი 400 კაცს აჭარბებს, მათ უმეტესობას გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. რუსთაველის გამზირზე დაკავებული პირებიდან სასამართლომ სამართალდამრღვევად 10-ზე მეტი დემონსტრანტი ცნო. ადმინისტრაციული წესით დაკავებულების გარდა, სისხლის სამართლის კოდექსით საქმე აღძრულია 40 პირზე.

„მინდა მოვუწოდო იმ ახალგაზრდებს, მე დარწმუნებული ვარ, პროცენტულად ძალიან მცირე რაოდენობას, პარტიული აქტივის გარეთ, ვინც მართლა გულწრფელად შეიძლება რაღაცას იჯერებდეს და აპროტესტებდეს, დიდი ბოდიში თქვენთან, ყველასთან, მაგრამ ისინი [ოპოზიცია] მოგიხსენიებენ, როგორც სასარგებლო იდიოტებს“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ახალგაზრდებს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს აქციები გამორჩეულია სხვა ყველა წინა აქციებისგან, სადაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები აქციების მართვას ცდილობდნენ, თუმცა ახლა ისინი ჩრდილში დგანან. იქმნება შთბეჭდილება, რომ რუსთაველზე ხალხი თვითნებურად გამოდის. სინამდვილეში ლიდერის არარსებობასთან დაკავშირებით კონკრეტული ლოგიკა იკითხება.

„ამ აქციებისთვის ინსტრუქციის მიმცემი ადამიანები მაშინ გამოჩნდნენ, როცა სამართალდამცველებმა ოპოზიიცის ოფისებიდან სხვადასხავ სახის პიროტექნიკა და აალებდი ნივთიერებები ამოიღეს. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ აქციებს ერთი გამოკვეთილი ლიდერი არა ჰყავს და ეს ლიდერობა სხვადასხვა პოლიტკურ ძალებს შორის არის გაფანტული. ჯარის ანალოგია რომ გავაკეთოთ, სადაც ერთი ლიდერი არ არის, მაშინ ეს არაა ამ ჯგუფების ორგანული პროცესი. ექსპერიმენტებს ატარებნდნე მაიმუნებზე, სადაც აღმოჩნდა, რომ ლიდერი მათაც კი ჰყავთ, ხოლო როცა მათი ლიდერი ხელოვნურად ამოიყვანეს და აინტერესებდათ რა მოხდებოდა, მათ ახალი ლიდერი გაიჩინეს. ჯგუფი რომ იკრიბება, ის ულიდეროდ ვერ ძლებს. თავად ჯგუფის ბუნება ითხოვს ლიდერს. ხოლო, როცა მათ ლიდერი არა ჰყავთ, ასეთ შეკრებებს უფრო ინსტრუქციის მიმცემები ეგულებათ, ვიდრე ლიდერი, რომელსაც გაჰყვებიან. ამ ათი დღის განმავლობაში, რუსთაველის მოედანზე ზუსტად ამას ვადევნებთ თვალს“,-ამბობს საყვარელიძე.

კითხვაზე საქართველოს ისტორიულად აქვს გამოცდილება, რომ ქვეყანაში მიმდინარე ასეთ პოლიტიკურ მოძრაობებს ყოველთვის ლიდერი ჰყავს. ასეთი იყო ზვიად გამსახურდია, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, მსგავსი ლიდერი ჰყოლია მსოფლიოსაც, სადაც საპროტესტო მუხტი სწორედ ამ ლიდერის მოქმედებებზეც კი ყოფილა დამოკიდებული. თუმცა საქართველოში ლიდერი არ იკვეთება. საყვარელიძე გვპასუხობს, რომ დიახ, ეს, შესაძლოა, მიზანმიმართულადაც კეთდება იმისთვის, რომ ვიღაცებს, რომლებიც აქ პროცესების არევას ცდილობენ, სწორედ ლიდერი არ აწყობთ.

„რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებაში დევს ლოგიკა, რადგან ლიდერი რომ გაჩნდეს, შემდეგ, შესაძლოა, მან პროცესები საკუთარი სურვილისამებრ წაიყვანოს და მისი კონტროლი გხდეს პრობლემა. მას ხალხმა დაუჯეროს და მოახერხოს გარკვეული საკითხების დალაგებაც, უფრო რაციონალურადაც იფიქროს და ბევრი პრობლემაც გაუჩინოს იმ ძალებს, რომელთაც თბილისის ამ ფორმით რყევა აქვთ დაწყებული. ასევე ოპოზიციასაც არ აწყობს ერთი გამოკვეთილი ლიდერი. მერე თავად რაღა ქნან? ეს ლიდერი მოითხოვს ყველაფერს და დამატებით, თავის ატკიებაც არ უნდათ. ასევე ჩნდება ის საკითხიც, რომ ლიდერის ყოლას ძალიან დიდი პლუსიც აქვს და მინუსიც. მაგალითად, გვახსოვს მიხეილ სააკაშვილამდე ლევან გაჩეჩილაძე იყო საკმაოდ კარგი ლიდერი, რომელსაც საზოგადოების ნაწილი გაჰყვა, მაგრამ ბოლომდე არა. თუმცა, როგორც კი ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგა ამ პროცესებს, მაშინვე საზოგადოებამ სწორედ მის გარშემო დაიწყო მობილიზება. ამიტომ, მგონია, ამ აქციების დამგეგმველებმა ქართველების ხასიათიც ნაკლებად იციან. თუ არ არის ლიდერი, არ არის გარკვეული გარანტიები ქვეყანას ვის აბარებენ, ქართველი ხალხის მობილიზებას ვერ მოახდენენ. ამიტომ არის რაღაცა კონკრეტული მიზნები ამ ულიდერო აქციებთან დაკავშირებით, თუმცა არ მგონია, რომ ამან ბოლომდე გამართლება შეძლოს“,-ამბობს საყვარელიძე.

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი კი ამბობს, რომ ამ აქციებზე ერთროულად ვხედავთ რადიკალიზმსა და პროტესტს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეს ულიდერო მაიდანის მცდელობა მიდის. ნიკოლეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ მაიდანის რამდენიმე სახე გვაქვს, რომელსაც ლიდერი ჰყავს და ძირითადად, უფრო ადრე ხდებოდა ასეთი რევოლუციები, თანამედროვე კი ულიდეროა, რომელსაც გამოკვეთილი ორგანიზატორი არ ჰყავს.

„საქართველოში ვხედავდით, რომ, ძირითადად, ლიდერებად იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან მოძველებულ სახეებს წარმოადგენდნენ, ისინი საზოგადოებაში არანაირ ავტორიტეტით არ სარგებლობენ. ამიტომ ისინი გასწიეს უკან კულისებში და გამოდის აბსოლუტურად სხვა ძალა, რომელიც დაამუშავება ფსიქოლოგიურად, აი, ამ პროპაგანდით და სხვადასხვა მანიპულაციებით. გარეთ სწორედ ეს ხალხი გამოჰყავთ, როგორც ბრმა იარაღი. აქედან გამომდინარე, ეს არის ულიდერო მაიდანი, ოღონდ საინტერესო ისაა, რომ ამ აქციებს ორმაგი ფსკერი აქვს.

აქციების უკანა ნაწილში ნამდვილად არის პროტესტი, ესენი არიან სტუდენტები, მსახიობები, სახელოვნებო ელიტა, რომელიც პოლიციის პირისპირ დგანან და არ შედიან კონფრონტაციაში. აქ მართლა მშვიდია სიტუაცია და შესაძლოა, ბევრ მათგანს მართლა სჯერა, რომ ამით საქართველოს ბედს ცვლიან. თუმცა წინა ხაზზე ვხედავთ ძალიან აგრესიულ, კარგად მომზადებულ, დაგეშილ ჯგუფებს, რომლებსაც კონკრეტული დავალებები აქვთ მიცემული. თუმცა დავაკვირდეთ, რომ ეს ოპოზიციური მედიები ამ ორ ნაწილს ასე ღიად არ აჩვენებს. ამას მალავენ და ამ მშვიდობიან მომიტინგე ხალხში ატარებენ. წინა ხაზზე კი არის სრულიად ზომბირებული ახალგაზრდობა და ბავშვები, რომლებიც პირდაპირ კრიმინალებივით იქცევიან“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, მათი მიზანი პოლიციის მდგომარეობიდან გამოყვანაა, რომელთაც ლოდებს ესვრიან, მათ ცოცხლად დაწვას ცდილობენ. აბოსლუტური დაუნდობლობა არის. ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ უცხოელებისთვის სწორედ ეს მეორე სურათი იქმნება, სადაც წყნარად დგანან მომიტინგეები, ხოლო პოლიცია და სახელმწიფო ამ საოცარ რადიკალიზმს და კრიმინალებს ეჯახება. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ქვეყნისთვის, ეს იმ კატეგორიის ახალგაზრდები არიან, რომლებსაც მოლოტოვის და ფოიერვერკების ნაცვლად იარაღი რომ მისცენ, მას ისროდნენ.

ლაზი აქციების აქტიურმა, სპეციალურად მომზადებულმა ჯგუფმა ძალიან კარგად იციან მათი ლიდერების ვინაობაც და ადგილამყოფელიც, საიდანაც იღებენ მითითებებს, როდის ქვები ისროლონ და როდის პიროტექნიკა. დანარჩენები ფეხის ხმას აყოლილი მოტყუებულები არიან, რომლებსაც ან პროცესის რომანტუილობა იზიდავს, ან სულაც აზრზე არ არიან რისთვის დადიან ამ აქციებზე.
კაკაბაძე რომ ბოკუჩავას უყვიროდა, მართლა ისე კი არ არის ყველა.
1 თვის უკან