პოლიტიკურ ორომტრიალში, პირველი რიგში, ლარი ჩაითრიეს - კურსი მკვეთრად დაეცა

პოლიტიკურ ორომტრიალში, პირველი რიგში, ლარი ჩაითრიეს - კურსი მკვეთრად დაეცა

პოლიტიკურმა აურზაურმა ლარის გაცვლით კურსზე მაშინვე იმოქმედა. ეროვნული ვალუტი თვალსა და ხელს შუა დაეცა და ახლა ერთ-ერთ უმაღლეს ნიშნულზეა. ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი საქმეში უნდა ჩართოს, მეორე ნაწილი კი დღესდღეობით ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ქვეყნის პრემიერმაც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომ არა

უცხოეთიდან დაფინანსებული მუდმივი არევის მცდელობა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვითარებადი იქნებოდა.

რაც შეეხება ლარის კურსს, ყოველი ასეთი პროცესების დროს

იყო ხოლმე მოკლევადიანი რყევები, რაც ნორმალურია, თუმცა ყოველ ჯერზე ლარი დაუბრუნდა თავის საწყის მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება. დიდი აჟიტირებით საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები ამ დღეებში ლართან დაკავშირებით, მაგრამ იგივე იყო ზუსტად წინა აქციების შემთხვევაში და იმის წინა აქციების შემთხვევაში. რომ არა უცხოეთიდან დაფინანსებული მუდმივი არევის

მცდელობა, ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა კიდევ უფრო სწრაფად

განვითარებადი. ჩვენ გვაქვს ევროპაში ეკონომიკის ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი გვექნებოდა, რომ არა უცხოეთიდან ქვეყნის არევის გამუდმებული მცდელობები და რადიკალური ოპოზიციის ქმედებები. რაც შეეხება ლარის კურსს, ეს არის დროებითი მოვლენა, როგორც კი ჩაცხრება ვითარება, რაც ძალიან მალე მოხდება, მაშინვე დაეტყობა ლარის კურსს, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არასახარბიელო პროგნოზს აკეთებენ ფინანსისტები. ანალოტიკოს ნიკა შენგელიას ვარაუდით, ერთი დოლარის ღირებულება, მინიმუმ, 2.90 ლარს გაუტოლდება.

აღნინული პროგნოზი არჩევნებამდეც იყო გაკეთებული. ვამბობდით, რომ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ, პოლიტიკურად არასტაბილური სიტუაცია შეიქმნებოდა, ლარის კურსი 2.80-2,90-ის შუალდეში გადაინაცვლებდა. სამწუხაროდ, ეს პროგნოზი ახდა. აღნიშნულს ასევე ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების შეჩერებაც. როგორც მოგეხსენებათ, სამშენებლო სექტორში მშენებლობების ნახევარი მაინც კერძო უცხოელების დაფინანსებით ხორციელდება, ამ ბაზარზე უკვე შეინიშნება ფასების ზრდის შეჩერება და ზოგან 5-10%-ის ფარგლებში ფასდაკლებები ფართის გაყიდვებზე.

თუ მშენებლობის სექტორი ჩამოიშლება, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. უცხოელი ინვესტორები ეცდებიან, ბინები გაყიდონ და თავიანთ ფულთან ერთად ქვეყანა დატოვონ. ეს დოლარის გადინების უდიდეს პრობლემას გამოიწვევს.

ეროვნულ ბანკს ამ ყველაფრის შესაჩერებელი ბერკეტები ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებულია. ამ პროცესს პროფესიონალიზმი მართავს და იქ თუ კიდევ არიან პროფესიონალი კადრები, არ ვიცი. დაიწყებოდა თუ არა ვაჭრობა, არ უნდა დაკვირვებოდნენ მის მიმდინარეობას, გარკვეული გაფრთხილებები უნდა მიეცათ კომერციული ბანკებისთვის“, - განუცხადა კომერსანტს შენგელიამ.

ეკონომისტი პაატა ბაირახტარიც ეროვნულ ბანკს მაქსიმალური ყურადღებისა და კონცეტრაციისკენ მოუწოდებს. მისის აზრით, სებ- დაუყოვნებლივ უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე. საჭიროა არაგეგმური სხდომის გამართვაც.

მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე. ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს გაცვლით კურსს, დაუბრუნდეს თავის მაკროეკონომიკურ მდგენელებს, ხოლო მეორე მხრივ, გაფანტავს აჟიოტაჟურ მოთხოვნას ბაზარზე. ეს არის სებ-ის კონსტიტუციური მოვალეობა და საერთაშორისო პრაქტიკაც. რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას - მსგავს ენდოგენურ შოკებს, ცენტრალური ბანკები, ხშირად პასუხობენ მონეტარული პოლიტიკის არაგეგმური სხდომებითაც. ვფიქრობ, სებ-მა უნდა იფიქროს ამ ინსტრუმენტის დღევანდელ ვითარებაში გამოყენებაზეც, - აღნიშნა ბაირახტარმა.

რაც შეეხება კურსის გაუფასურებას, ამას ეკონომისტი აჟიოტაჟური მოთხოვნით ხსნის.

დღეს ლარის გაუფასურება სრულად მომდინარეობს აჟიოტაჟური მოთხოვნიდან, რომელსაც მაკროეკონომიკური ფაქტორები არ განაპირობებს. აჟიოტაჟური მოთხოვნის განეიტრალება ხელეწიფება ცენტრალურ ბანკს და ბაზარზე ჩარევის, საკმაოდ დროული, მაგალითები უახლოეს წარსულში, არაერთხელ ვიხილეთ, - დასძინა ბაირახტარმა.

არის დამაიმედებელი პროგნოზიც. ეკონომისტთა ერთი ნაწილი მიიჩენვს, რომ მდგომარეობა სულაც არ არის საგანგაშო, რადგან ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ვითარებიდან გამოწვეული აჟიოტაჟი და როგორც კი ამ მხრივ ვითარება ჩაცხრება, ლარი თავის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება. ანალიტიკოსი გიორგი აბაშიშვილი თვლის, რომ ახლა საერთაშორისო რეზერვების ხარჯვას აზრი არ აქვს.

ჩემი ინფორმაციით, ახლა რეზერვების ხარჯვას ადგილი არ აქვს და ამის საჭიროება არც არის, ვინაიდან ეს არის წმინდა აჟიოტაჟური ქცევა და ბაზარზე ვალუტა თავისუფლად ივაჭრება. განსხვავებით წინასაარჩევნო პერიოდისგან, როდესაც ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი აწვდიდა ბაზარს უცხოურ ვალუტას, ვინაიდან მაგ პერიოდში პანიკურად ხდებოდა შესყიდვა. ახლა ასეთი პანიკური ტიპის შესყიდვა არ არის და უცხოური ვალუტა გამქრალი არ არის, ვინაიდან შემომავალი ნაკადები ძალიან მაღალია.

მინდა მივმართო მოქალაქეებს, არ ავყვეთ პანიკას. ვითარება დამშვიდდება. როგორც კი პოლიტიკური ვითარება დამშვიდდება, ლარის კურსის დასტაბილურდება. როგორც წესი, დეკემბერში დოლარში შემომავალი ნაკადები არის მაღალი და ეს ნაკადები უზრუნველყოფს ლარის სტაბილურობის მაჩვენებელს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

 

 

ლევკოთეა მეც მგონია, რომ არაა საჭირო ეროვნული ბანკის ჩარევა და ოქტომბერში ისეც შემცირებული რეზერვების გახარჯვა.
ეს აქციები რომც გაგრძელდეს (სტაგნაციურად), ლარი, ნელა, მაგრამ მაინც დაიწყებს გამყარებას. ფაქტია, ეკონომიკა არაფერ შუაშია და პოლიტიკური დაძაბულობა განსაზღვრავს კურსის ცვლილებას. თუ რამე შოკები არ იქნა, ლარი ნელ-ნელა დაუბრუნდება თავის ნიშნულს. შესაძლოა, ოდნავ გაუფასურებულს.
5 საათის უკან