ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი, მშვიდობიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს დღეს პროტესტის განცდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, განსაკუთრებით ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ.
„მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი, მშვიდობიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს დღეს პროტესტის განცდა. მნიშვნელობა არ აქვს, ეს პროტესტი არის თუ არა საფუძვლიანი, თითოეული მოქალაქე არის ჩვენთვის ძვირფასი. ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ. აქედან გამომდინარე, თითოეულ მათგანს რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ", - განაცხადა პრემიერმა.