„ოცნება“ ტრამპთან დაკავშირებით ჰაერზე იმედებს არ ამყარებს, მათ აქვთ კომუნიკაცია და 20 იანვრიდან ეს უკვე ოფიციალურ სახეს მიიღებს“

„ოცნება“ ტრამპთან დაკავშირებით ჰაერზე იმედებს არ ამყარებს, მათ აქვთ კომუნიკაცია და 20 იანვრიდან ეს უკვე ოფიციალურ სახეს მიიღებს“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი, მეთიუ მილერი განცხადებაში, რომელიც დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს, თუმცა არ არის მითითებული, რა სახის შეჩერებაზეა საუბარი, რადგან ამერიკასთან, გარდა იმისა, რომ ეს პარტნიორობა ფურცელზე წერია, სხვა სახის პარტნიორული ურთიერთობა არ არსებობს. მაგალითად, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და სხვა ის ურთიერთობა, რაც სტრატეგიული პარტნიორობას გულისხმობს.

ამიტომ მმართველ გუნდს რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს აქციების მუხტის ასაწევად გაკეთდა, ასევე ბაიდენის გარემოცვა ახალი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე საქართველოსთან ურთიერთობას მაქსიმალურად გაფუჭებას ცდილობს. მათი აზრით, აქციას მუხტი მოაკლდა და თეთრი სახლის ადმინისტრაციიდან ეხმარებიან.

მეთიუ მილერი წერს: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის კონსტიტუციაში დაფიქსირებულ დაპირებას ევროკავშირსა და ნატო-ში სრულ ინტეგრაციაზე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით, „ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო უფრო მოწყვლადი გახადა კრემლის წინაშე.

ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროპასთან ინტეგრაციას. აშშ გმობს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, გამოიყენონ შეკრებისა და გამოხატვის უფლება, მათ შორის, მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ საპროტესტო აქციები იყოს მშვიდობიანი.

„ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებამ დაარღვია ჩვენი, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რომლებიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემასთან მიმართებაში ანტიკორუფციულ ძალისხმევას. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას“.

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება არის ზუსტად ისეთივე დროებითი მოვლენა, როგორიც სალომე ზურაბიშვილია.

„თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას, ტრამპის ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინის მიმართ და საქართველოსთან მიმართებითაც, თუმცა ამას ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა, დაველოდებით ახალ ადმინისტრაციას და ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან. შესაბამისად, ეს არის ზუსტად ისეთივე დროებითი მოვლენა, როგორიც სალომე ზურაბიშვილი,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციასთან მათ ჰქონდათ არაპირდაპირი კომუნიკაცია და მათგან პირდაპირ კომუნიკაციას ელიან. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია.

„ჩვენი მხრიდან იყო კომუნიკაცია, იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას. ეს არის რაც შემიძლია, გითხრათ. უფრო მეტს ვერ გეტყვით, ეს არის შიდა სამზარეულო, გვქონდა არაპირდაპირი კომუნიკაცია და ჩვენი სურვილია, შედგეს პირდაპირი კომუნიკაცია.

ჩვენთვის მთავარია ტრამპის ადმინისტრაცია, ეს არის მთავარი, დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე, მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიყვებოდა ჰელსინკის კომისია, რასაც იტყვის ტრამპი, იქნება ისე, ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ მეთიუ მილერის განცახდება ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია და ის ლიბერალური ძალები, რომლებიც ჩვენი რადიკალური ოპოზიციის გულშემატკივრები არიან, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ჩქარობენ. მათ კარგად იციან, რომ 20 იანვრის შემდეგ ეს შეუძლებელი იქნება, ამიტომ ბოლო შანსის გამოყენება უნდათ.

„გეგმაშია, რომ როგორმე საქართველოში გადატრიალება მოაწყონ. არავითარი ბაიდენი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის. თუმცა ის ლიბერალური პოლიტიკური წრეები, რომლებიც დემოკრატიულ პარტიაში ჯერ კიდევ ხელისუფლების სათავეში იმყოფებიან, ცდილობენ ეს გეგმა ბოლომდე მიიყვანონ. მათ არჩევნების შედეგად ვერ შეძლეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება. ქართველმა ხალხმა ამის საშუალება არ მისცა. ამიტომ გეგმა „ბ“-ზე გადავიდნენ და ძალისმიერი მეთოდით, ფერადი რევოლუციით ცდილობენ ამას.

ამერიკას, იდეაში, გარდა ფურცელზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობისა, სხვა არაფერი დანიშნულება არა აქვს. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ 30 წლის მანძილზე, მათ შეეძლოთ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ. დღეს საქართველო სამხრეთ აზიაში ერთადერთი პარტნიორია ამერიკის, იმის მიუხედავად, პარტნიორობა რაში გამოიხატებოდა, დღემდე არავინ იცის. არ გვაქვს მათთან თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა. როცა სრულიად მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში უშვებენ, სტრატეგიულად პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეს, ქართველებს, მექსიკით უმძიმესი გზის გავლა უწევთ, რომ ამერიკაში მოხვდნენ. ფაქტობრივად, არაფერი დასაკარგი ამერიკასთან არა გვაქვს. არავითარი სავაჭრო პარტნიორული ხელშეკრულებები არ გვაქვს. მცირე რაოდენობით პროდუქციის გაყიდვაც არ შეგვიძლია ამერიკაში. მათ საქართველოსთან მიმართებაში არაფერი გაუკეთებიათ. ამიტომ ამ სტრატეგიული ურთიერთობის გამოცხადებას რა შინაარსი უნდა ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას ემსახურება?!“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თმით, ის რაც დღეს თბილისისის ქუჩებში ხდება, ამას მშვიდობიან აქციასთან საერთო არაფერი აქვს. ახვლედიანის თქმით, ესენი არიან, კანვასის მიერ კარგად დაორაგიზებული, დატრეინინგებული ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან მიზანმიმართულად მოქმედებენ.

„თუ დააკვირდებით საკმაოდ ნავარჯიშები, გაწვრთნილი, დატრენინგებული ახალგაზრდები არიან. ამაზე ვსაუბრობდი მეც და ხელისუფლებაც, რომ ამ ახალგაზრდების მუდმივი დატრეინინგება მიდიოდა. სწორედ ეს ბავშვები არიან, რომელთა ენერგიას და ადრენალის ასე იყენებენ მათ ზურგს ამოფარებული პოლიტიკური ლიდერები. ამიტომ ვის ეპარება იმაში ეჭვი, რომ მილერის ეს განცხადება სწორედ კორდინირებული მოქმედებაა.

მე ეჭვიც არ მეპარება, რომ „ოცნება“ ტრამპთან დაკავშირებით ასე ჰაერზე იმედებს არ ამყარებს. როგორც კობახიძემ უკვე თქვა, მათ აქვთ კომუნიკაცია და 20 იანვრიდან ეს უკვე ოფიციალურ სახეს მიიღებს. მე მჯერა, რომ იქიდანაც მოდის ისეთი სიგნალი და ინფორმაცია, რომ ჩვენს ხელისუფლებას იმედი აქვს. ასევე ვიცით, რომ ორბანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი და მეგობარია, ასევე მეგობრობს ტრამპთან. ამიტომ ეს ადამიანიც ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მათთან პირდაპირი კომუნიკაცია შევძლოთ. მივიტანოთ სწორი ინფორმაცია თუ რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებით. ამიტომ ეს იმედი ფუჭი არაა და ჩვენს გარშემო არის ბევრი ისეთი მეგობარი, რომლებიც ტრამპთან პირდაპირ ურთიერთობენ. ყველაფერი გადაივლის, ეს არის მათი ბოლო მოქმედება, რაც არ გამოუვათ“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ ამერიკაში საქართველოს ელჩი გადადგა და რეალურად სრული ლუსტრაცია მოხდა იმის, ვინ რას ემსახურებოდა. ახვლედიანის თქმით, დავით ზალკალიანის პოზიცია უნდა ყოფილიყო საქართველოს უპირობა დაცვა და ქვეყნის ინტერესების გატარება. ის კი ამის მაგივრად, დასავლელ პოლიტიკურ ლიდერებს უწევდა ანგარიშს და მათ ერთგულებაში არწმუნებდა. ამიტომაც სჯობია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ახალი ელჩი გვეყოლება და ეს დამატებით პლუსია.

თომა ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი, შენც ჩვეულებრივი მედროვე ხარ! დავიჯერებ მაშინ როცა ტრამპი ან მისი გარემოცვიდან ვინმე გაკეთებს თუნდაც მინიშნებით განცხადებას. გინახავთ რამე წაგიკითხავთ?! ამათ არავისთან არაფერი არ აქვთ დალაგებული, მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა, მოქმედებენ სპონტანურად. სამწუხაროდ ბოლო დღებს და თვებს ითვლიან. ესე იცის კოჰაბიტაციამ, უგულავას ნაცოლარი ხუნწარია ხომ ეჯდა კალაძეს მოადგილედ წლები, ხომ გვარიგებდა ჭკუას, ხომ გამხობთ ეხლა თავზე ყვლაფერს, მართლა თქვენს თავზე გავიარე!.
6 საათის უკან
Gami იმ კვირის დასაწყისში ტრამპის გუნდის წევრმა, სენატორმა თუ კონგრესმენმა განაცხადა -- ტრამპის ადმინისტრაცია აღიარებს ქართველი ხალხი არჩევანს და გააგრძელებს ქსრთული ოცნების ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. ეს ინფორმაცია ამბები. ჯი-ზე იდო. ვეცდები მოვიძიო და ლინკი დავდო. სხვა საქმეა რომ ამ ხელისუფლებამ არ იცის პიარული თუ დიპლომატიური მუშაობა. წლებია ჩვენი საელჩოები არაფერს აკეთებენ. ამ დაწოლის წლებში ვინმეს გაგიგიათ ქართული სელჩოების რაიმე ქმედებების შესახებ? ან პროტესტი, ან რაიმე ახსნა-განმარტება ევრო სტუქტურების მიმართ? არა! აი, ასეთია ქართული დიპლომატია: თავაზიანი ღიმილი, მიჩუმათება და კოფე ბრეიკზე სირბილი. კობახიძემ ვერც რამდენიმე დღის წინ, ეუთო/ ოდირის ხელმძღვანელების საჩვენო განცხადებები ვერ გამოიყენა სათანადოთ, ვერ მისცა "პიარული ტონალობა". მხოლოდ ვოლსკიმ წაიკნავლა რაღაცა... ზალკალიანზე, ერთხელ რომ ტიპი გიღალატებს, მერე მისი ნდობა როგორ შეიძლება, მინისტრად , ელჩად დანიშვნა?! მასეთი კიდევ ჰყავთ: ჩიქოვანი თავდაცვაში, დოლიძე და აბაშიძე კიდევ სადღაც
ესენი ყველანი ბედოვლათ ალასანიას გაჰყვნენ და მერე მუხლებზე ფორთხვით უკან მოხოხდნენ. ასეა ეს.
3 საათის უკან
Gami მთელი ამ ხნის განმავლობაში სუსი რომ გვიცხადება - აქ და აქ იკრიბებიან, ტრენინგებს ატარებენ, უცხოელი კონსულტანტი ჩამოდის და ა. შ. ეს ისედაც ყველამ იცოდა. ამ ინფორმაციების საფუძველზე რა გააკეთეს ამის თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფოს დასაცავათ.? რა არის უსაფრთხოების სამსახურის დანიშნულება? სპეცრაზმი ვერ დაიცავს სახელმწიფოს და ხალხს. მას მხოლოდ აქციების აღკვეთს შეუძლია და ისიც საკითხავია სადამდე ეყოფათ ნერვები.
3 საათის უკან
თომა ზუსტად მაგად ვამბობ მეც, ყველას კარგად გვახსოვს რა ფორმით წავიდნენ ალასანიას გუნდი, აბაშიძის გამოხტომები. ნაძირალა კვირიკაშვილის დავიწყებაც არ შეიძლება მაგის დროს აირია უმეტესად ყველაფერი, მარტო ხაზარაძე და ჩუგოშვილიც კმარა გასახსენებლად.
3 საათის უკან
თომა ვიცი ეგ, მეც წავიკითხე მაგრამ, აუცილებელია ტრამპის ახლო გარემოცვამ გაკეთოს განცხადება, თუ თავად არ შეუძლიათ მიმართონ ორბანს იქნებ მისი მეშვეობით ათქმევინონ რამე, ვეღარ გაუძლებს ეს ქვეყანა და ჩვენი გენოფონდი მორიგ ომს, როდემდე უნდა გქვონდეს დამარცხებული ერის სინდრომი.
3 საათის უკან
თომა აქ რომ სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს კავკასის ქვეყნები ჩვენი მეზობლები დაგვშლიან და გაიყოფენ ქართულ სახელმწიფოს, მერე ეს მოღალატე ვირთხები, შულავერის კომიტეტი გაიქცევა და ჩვენ აქ დარჩენილებს მოგვიწევს შიშველი ხელებით ბრძოლა.
3 საათის უკან
Gami გეთანხმებით.
43 წუთის უკან