ომი კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმს შორის

ომი კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმს შორის

16 დეკემბერს ევროკავშირის 27 წევრის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხი უნდა განიხილონ, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა. ამ ე.წ. „მეგობრული“ აქტის მოლოდინის ფონზე, რა თქმა უნდა, ქართულ რადიკალურ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს ისევ მისცემენ ბრძანებას, რომ კიდევ ერთხელ სცადონ მაიდანი. ის, რომ 16 დეკემბერს მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამის შესახებ უკვე ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.

„მეტ ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ შეხვედრის შემდეგ. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ეს არის ის, რასაც ბევრი თვეა ვამბობთ და ეს ვარიანტები ასევე მოიცავს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობას, მაგრამ ამას განიხილავს და გადაწყვეტს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

არსებობს ინფორმაცია, რომ 16 დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის ქუჩები მორიგი საპროტესტო აქციის ეპიცენტრი გახდება და სწორედ ეს დრო უნდა იყოს გამოყენებული ხელისუფლების ძალადობრივი გზით შესაცვლელად. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ხმამაღლა საუბრობენ აჯანყების „კანონიერი უფლებაზე“ და მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ გაბრაზდნენ და აჯანყდნენ. აქციამ უნდა მიიღოს რაც შეიძლება მძიმე და რადიკალური სახე, რომლის ერთგვარი სამზადისი უკვე დაიწყო. რუსთავლეზე ცეცლის დანთება, ქვაფენილების აყრა და პოლიციის წინააღმდეგ მისი გამოყენება. „ცეცხლი უნდა დაინთოს“ - ასეთ მოწოდებას სოციალურ ქსელში აკეთებენ პროპაგანდისტი ჟურნალისტებიც. რადიკალებთან ერთად ემზადება ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მხოლოდ იმიტომ, რომ შანტაჟის იარაღი არ მისცენ ხელში აგენტურას, უარს კი არ ამბობენ რაიმე პროცესზე, არამედ ინიციატივის დაყენებას არ აპირებენ და ამავე დროს ითხოვენ, რომ 16 დეკემბერს დადონ მაგიდაზე დოკუმენტი, რომლითაც იხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნება“ დაუფიქრებლად მოაწერს ხელს.

„დიახ, ჩვენ ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შანტაჟის იარაღი არ მივცეთ ხელში ვინმეს, განსაკუთრებით იმ აგენტურას, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ჩვენი ე.წ. ოპოზიციის სახით, უარს კი არ ვამბობთ რაიმე პროცესზე, არამედ ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ. ოღონდ ამავე დროს ვამბობთ, რომ 16 დეკემბერს დადონ მაგიდაზე დოკუმენტი, რომლითაც იხსნება მოლაპარაკებები და ჩვენ, არც კი დავფიქრდებით, რა თქმა უნდა, ხელს მოვაწერთ მას.

ამიტომ ერთმანეთისგან განასხვაონ უარის თქმა რაღაცაზე და ინიციატივის დაყენება და ხვეწნა-მუდარა და თუ ვინმე იმას აპროტესტებს - რატომ არ ეხვეწებით? იმიტომ, რომ ეს უნდათ ბერკეტად გამოიყენონ და ბერკეტს არავის არ მივცემთ ხელში. თუ ვინმეს კითხვა აქვს - იმ შემთხვევაში, თუ იხსნება მოლაპარაკებები და ფასდება საქართველოს შრომა ევროინტეგრაციის გზაზე, მაშინ რას აკეთებთ? - ხელს ვაწერთ. თუ ვინმეს ეს დასჯად მოეჩვენება „ქართული ოცნების“ და ამ ქვეყნის ხელისუფლების, მაშინ პირდაპირ ევროკავშირის კარი გახსნან და კიდევ უფრო დიდი სიხარულით დავეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე დეზინფორმაციაში და პოპულიზმიში დაადანაშულეს რადიკალური ოპოზიციის წევრებმა, რომელთა ლექსიკაში მთავარი ფრაზა არის - „აჯანყება“. პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სვამს კითხვას, როგორ შეიძლება, აქცია მოაწყო ჯოხებით, ქვებით, ცეცხლის წაკიდებით, ბარიკადებით? მისი თქით, ამას არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან.

„კარგად ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია შანსს არ უშვებს ხელიდან, თუ რამე გასაპროტესტებელი ნახა, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. მათ შორის - ახალგაზრდები. რაც მთავარია, მოუწოდოს კანონდარღვევისა და რევოლუციისაკენ, რაც დასჯადია. ამ ხალხს არც მოლაპარაკებების გახსნა აინტერესებს, არც ევროპული ღირებულება, არც ქართული და საერთოდ არაფერი. ეს ხალხი რევანშისთვის არის მომზადებული და ეს ჩვენ კარგად ვნახეთ. როგორ შეიძლება, აქცია მოაწყო ჯოხებით, ქვებით, ცეცხლის წაკიდებით, ბარიკადებით. ამას აკეთებდნენ კომუნისტები რევოლუციების დროს. შესაბამისად, ამას საერთო არაფერი აქვს მშვიდობიან პროტესტთან, ან რას აპროტესტებდნენ? ერთი ადამიანი მაინც გამოვიდეს და მაგალითად, რაც გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, შინაარსი მაინც მოყვეს. წარმოდგენა არ აქვთ, რა თქვა კობახიძემ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად მცდელობისა, ქვეყანაში რევოლუცია არ და ვერ მოხდება. „ეს არის ცრუ პროტესტი. როდესაც ადამიანი პროტესტს გამოხატავს და საფუძველი არის ტყუილი, რა თქმა უნდა, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება ქვეყანაში. ჩვენ გვექნება მშვიდობა, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და ღირსებით მოვახდენთ ევროკავშირში გაწევრიანებას, სადაც, პირველ რიგში, ჩვენს ეროვნულ ინტერესს დავიცავთ. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პროტესტი სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში“, - აცხადებს კახა კალაძე.

ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 16 დეკემბერს ჩანიშნულ საგარეო საქმეთა უწყებების მინისტერიალზე განიხილება საქართველოს შესახებ საკითხი, სადაც ევროინტეგრაციის საკითხის პროცესის მოლაპარაკებების შეჩერებაზე უნდა ყოფილიყო საუბარი, ამ დღისთვის იყო გამიზნული მორიგი მზადება რადიკალების მხრიდან პროცესების ესკალაციის, გადატრიალების და რევოლუციის მოწყობის მცდელობა, რისი ფუფუნების უფლება ხელისუფლებამ არ მისცა და დაასწრო მოვლენებს.

„საფეხურთო ტერმინოლოგიას მივმართავ და დღეს ფეხბურთი იმედენად უყვარს ჩვენს საზოგადოებას, რომ მამაკაციც და დედაკაციც მიხვდება, რას ვგულისხმობ. წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას ჩვენივე პოლიტიკურ მოედანზე გვათამაშებდენ მეორე ნომრად. ჩვენ ყოველთვის ჩამორჩენილი ვიყავით მოვლენათა იმ განვითარებას, რომელსაც კულუარულად მართავდნენ, მათ შორის აშშ-ის საელჩო, თავისი ენჯო სექტორის, რადიკალური ოპოზიციური ლიდერების მეშვეობით. სულ რაღაც, თითქმის, სამი წელიწადია ჩვენმა ხელისუფლეამ ისწავლა თამაში და ერთი ნაბიჯით წინ არის, ყოველთვის უსწრებს ყველა რადიკალურ გეგმებს, მოვლენებს და თავისი თამაშის დღის წესრიგში რთავს და ხშირად მოულოდნელად რთავს პოლიტიკურ ოპონენტებს. ასე იყო შარშან, როდესაც პირველ ჯერზე უცოხური გამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტის განხილვამ მოულოდნელად გამოიწვია იმ საშინელი გამიზნული პოლიტიკური სიტუაციის ესკალაცია, როდესაც გაზაფხულზე მოხდა ამ ორითქლის გამოშვება, მოხდა იმ ძალებისა და საშუალებების დახარჯვა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მიერ, რომელიც გამიზნული იყო ე.წ. საშემოდგო გადატრიალების მზადებისთვის“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი და დასძენს, რომ იანვრის ბოლომდე ვითარება უკიდურესად დაიძაბება ყველგან. კიევიდან ბეირუთამდე, მათ შორის თბილისის ჩათვლით. ხელოვნურად ძაბავენ ვითარებას, რათა მსოფლიო პოლიტიკაში ახალ გარემოებებს, გადასალახად მაქსიმალური წინაღობები შეუქმნან. სიტუაციის განმუხტვის მაგივრად, ცდილობენ საქართველოც მაქსიმალური წნეხის ქვეშ მოაქციონ.

ვიზალიბერალიზაციიც შეწყვეტას ვერც ერთ ვარიანტში ვერ განახორციელებენ - ვერც ერთში! საუბარი შეიძლება მიდიოდეს მხოლოდ შეჩერებაზე. ისიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთან მიმართებით უვიზო მიმოსვლის ნაწილში თავისივე მიღებული დებულების დარღვევის ფაქტები (მიგრაციული პოლიტიკის დარღვევა და ა.შ.) არის გამოვლენილი, რაც გამორიცხულია. ისევე, გამორიცხულია, როგორც უვიზო მიმოსვლის შეჩერების რაიმე ახალი, პოლიტიკურად მოტივირებული არგუმენტის დამატება თავისივე მიღებულ დემოკრატიულ კანონში.

სააკაშვილის შეწყალებისა არ იყოს, როდესაც ყველას ესმის, რომ წმინდა ტექნიკური გარემოებების გამო ის მაინც ვერ დატოვებს საპყრობილეს, რატომ სჭირდებათ თავისი აგენტების შეგულიანება აპრიორი განუხორციელებელი დაპირებებით, გაუგებარია. თუმცა, იმ მასებს, რომლებიც თავის სანუკვარ სიტყვა „რევულუციასაც“ ვერ წერენ შეცდომის გარეშე - რაც გინდა ჩასძახე, ყველაფერს თუთიყუშებივით გაიმეორებენ. ამაშია მოსახლეობის ამ გენმოდიფიცირებული ნაწილის განსხვავება ერის იმ ნაწილისგან, რომელსაც ელემენტარული აზროვნების უნარი გააჩნია“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს მოლოდინი აქვს, რომ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სტიმულს მისცემს ახალ საპროტესტო ტალღას, მაგრამ იმედოვნებს, რომ საქართველოში ამ სცენარით არ წავა პროცესები. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურები უფრო რეალისტები არიან და იმედი აქვს, რომ დაინახავენ და მიხვდებიან, რა ტაპის წინადადებები და იდეები აქვთ ევროპარლამენტრებს, რა სიმართლე დევს მათ ნათქვამში.

„ეუთო-ოდირის გამოკვლევის შედეგებიც, პრინციპში, იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნების გაყალბება არ მომხდარა და მთელი ეს ორომტრიალი არის ბლეფი. აი, ამ ბლეფებზე აწყობილი სქემა, იმედი მაქვს, რომ მათი რეალისტური თვალისთვის მიუღებელი გახდება, თორემ შემჩნევით ჩვენზე უკეთესად ამჩნევენ, მით უმეტეს, რომ კობახიძის განცხადების ინტონაცია საკამოდ მკაცრი იყო და იმედია, დაფიქრდებიან რაღაცაზე.

ახლა ხომ დაუფიქრებელ სტიქიურ მოვლენებთან გვაქვს საქმე. სტიქიური არა მხოლოდ სოციალური თვალსაზრისით, არამედ ინტელექტუალური თვალსაზრისით. არამარტო ისინი არ ფიქრობენ არაფერზე, რომლებიც ქუჩაში დგანან, არამედ ისინი, ვინც მათ აძლევს ამ საკვებს - ლიბერალიზმის ერთგული მომხრე ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდოლობენ, რომ მოასწრონ მსოფლიოს არევა იქამდე, სანამდე კონსერვატიზმი მოიკიდებს ფეხს. ეს ომია კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმს შორის. ამიტომ ეჩქარებათ, რადგან მერე ტრამპის ფიგურასთან ჭიდილი, იციან, რომ გაუჭირდებათ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

Aburjga Tasmanieli ხელისუფლებას ჩვენი ნორმალური ქართული საზოგადოების სრული მხარდაჭერა. სირცხვილი, სირცხვილი და სირცხვილი ამ მეკურტუმე გვარამიას და საერთოდ ლგბტ გახრწნილ ბრიუსელს მიყიდულ და სულიერად დაცემულ ქუჩაში მოკრიახე, თავუხლართა ბრბოს! ვაქებ ირაკლი კობახიძეს!
2 თვის უკან
არაგველი641 მთავრობა თავის საქმეს აკეთებს და თან ღირსეულად. კარგად ჩანს გროსმაისტერული სვლები. ოპოზიცია კი, როგორც პოეტი ამბობს: ვაგლახ მტერიც რომ არა გყავს შენი შესაფერი.
ყველაფერი კარგად იქნება, მართალია ეს ყველაფერი ცოტა ძვირად გვიჯდება, მხედველობაში მაქვს პოლიციელების დაზიანება, მაგრამ მოსახლეობა მადლიერებას გამოხატავს მათ გმირობაზე.

აქ, ამ გვერდზე მე ვისურვებდი უფრო მეტ გამოხმაურებას მკითხველებისაგან და აზრთა გაზიარებას. დღეს ხომ საქართველოს ძაან მნიშვნელოვანი პერიოდის ისტორია იწერება და ჩვენ კი მისი მონაწილენი ვართ, ზოგი პირდაპირ, ზოგი ირბად.
2 თვის უკან