ხბოს ხორცის ბლანკეტი

ხბოს ხორცის ბლანკეტი

ხორცი დაჭრით პატარა ოთხკუთხედებად და შებრაწეთ კარაქისა და ზეთის ნარევში. მოაყარეთ ფქვილი, აურიეთ კარგად და დაამატეთ მთლიანი ხახვი, რომელსაც მიხაკებს ჩაარჭობთ,.

ამ ყველაფერს ასეევე დაამატეთ, კუბიკებად დაჭრილი სტაფილო, მარილი, პილპილი და დაფხვნილი ბულიონის კუბები, დაასხით იმდენი წყალი რომ ხორცი დაფაროს. კერძი მოამზადეთ ნელ ცეცხლზე.

ხორცი ამოიღეთ ცალკე და ბულიონი გაფილტრეთ. ათქვიფეთ კვერცხის გულები, ნაღები და ლიმონის წვენი, ჩაასხით გაწურულ ბულიონში, მიიყვანეთ ადუღებამდე (მაგრამ არ აადუღოთ) და თან ურიეთ. ჩაამატეთ ხორცი, წინასწარ დაჭრილი და კარაქში შებრაწული სოკო. ბოლოს მოაყარეთ ოხრახუში.

ინგრედიენტები:

250 გრამი ქამა სოკო,

2 სტაფილო ,

2 თვი ხახვი,

2 მიხაკის ჩხირი,

2 კუბი ქათმის ბულიონი (ან ნატურალური ბულიონი),

2 ს.კ ფქვილი,

2 კვერცხის გული,

1 ლიმონის წვენი,

250 გრ ნაღები,

პილპილი,

მარილი,

ცოტა ოხრახუში.

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: რქაწითელი.