„ქართულ პარტიას“ კოტე გოგელია აფინანსებს?

„ქართულ პარტიას“ კოტე გოგელია აფინანსებს?

ქართული პარტიისლიდერების პარიზული შეხვედრების შესახებ თბილისში საკმაოდ ბევრს საუბრობენ. ითქვა ისიც, რომ ამ შეხვედრაზე პარტიის დაფინანსების საკითხი გადაწყდა.

ამ შეხვედრას ძმები გაჩეჩილაძეების და ეროსი კიწმარიშვილის გარდა გოგა ხაინდრავა დაა მაკა ასათიანის მეუღლე, რუსეთში მოღვაწე მილიონერი კონსტანტინე გოგელიაც ესწრებოდნენ.

საუბარია, რომ სწორედ გოგელია აფინანსებს ქართულ პარტიას. ქართული პარტიის ლიდერები ამ თემაზე საუბრისაგან თავს იკავებენ.

ახალი თაობარიგაში მყოფ გოგა ხაინდრავას დაუკავშირდა.

ბატონო გოგა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ შეხვედრას თქვენც ესწრებოდით.

- ნამდვილად ვესწრებოდი, რადგან მაინტერესებდა, რას აპირებსქართული პარტია“, რა სამომავლო გეგმები აქვს. მე მაინტერესებს, მართლაც არიან თუ არა მზად რომ კანონის ფარგლებში ბოლომდე იბრძოლონ ამ რეჟიმის შესაცვლელად.

ითქვა რომ ამ შეხვედრას მაკა ასათიანის მეუღლეც ესწრებოდა.

- დიახ ბატონო კონსტანტინე გოგელიაც ესწრებოდა ამ შეხვედრას.

საუბრობენ იმის შესახებ, რომ სწორედ ის არისქართული პარტიისმთავარი დამფინანსებელი.

- მე ზუსტად ვერ გეტყვით, აფინასებს თუ არა, მაგრამ ის, რომ ამ პროექტში მონაწილეობს, რასაც ამ რეჟიმის შეცვლა და ამ ჯოჯოების, ამ სახელმწიფო დამნაშავეების ხელისუფლებიდან ჩამოცილებაა, ეს ზუსტად ვიცი.